ნიკონი (სოფიისკი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიისკი დაიბადა [[1861]] წელს, [[კოსტრომის გუბერნია|კოსტრომის გუბერნიის]] ცუხლომის უეზდის სოფელ ოზარნიკოვოში სამღვდელოს ოჯახში. დაამთავრა სოლიგალიჩის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კოსტრომის სასულიერო სემინარია. [[1883]] წლიდან მღვდელი. დაქვრივების შემდეგ, [[1887]] წელს აღიკვეცა ბერად. [[სანქტ–პეტერბურგი]]ს სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ, [[1888]] წელს დაინიშნა [[სანქტ-პეტერბურგი]]ს სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, [[1891]] წელს ვლადიმირის სასულიერო სემინარიის რექტორად, [[1891]] წელსვე აიყვანეს [[არქიმანდრიტი]]ს ხარისხში. [[1898]] წლის 8 მარტს ვოლსკის ეპისკოპოსი, [[1901]] წლიდან მოყოლებული ეკავა ნარვის, ვიატკისა და სლობოდის საეპისკოპოსო კათედრები.
 
[[1906]] წლის 9 ივნისიდან დაინიშნა ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსად, უწმიდესი სინოდის წევრად და საქართველოს ეგზარქოსად.