კირილე ვეკუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[კირილე]] [[ვეკუა]] დაიბადა [[1891]] წლის 4 (17) მაისს '''[[ზუგდიდის''']] მაზრის (ახლანდ. '''[[ჩხოროწყუს''']] რაიონი) სოფელ '''[[ახუთში'']]', მღვდლის - '''[[მოსე''']] (კონონ) ვეკუას და '''[[მზეხა''']] (ევდუკი) '''[[გოგუას''']] ოჯახში. მას ჰყავდა უფროსი ძმები: '''[[ვლადიმერი''']] და '''[[აკაკი''']]. ვლადიმერი იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების აქტიური წევრი და სამეგრელოში ქართული ფოლკლორის უამრავი ნიმუში შეაგროვა. გარდაიცვალა [[1945]] წელს; აკაკი იყო ქუთაისში ცნობილი ექიმი-დერმატოლოგი. გარდაიცვალა [[1964]] წელს.
 
რაც შეეხება კირილეს, მან [[1915]] წელს დაამთავრა '''[[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია''']]; მერე სწავლობდა '''[[ხარკოვის უნივერსიტეტის''']] ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
 
[[1918]]-[[1921]] წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დროს, იყო სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში მიწის რეფორმის კომისიის ხელმძღვანელი.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1921 წელს, კ. ვეკუა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
 
[[1922]] წლის [[10 ოქტომბერს]] იგი სამუდამოდ გააძევეს საქართველოდან 62 სხვა პატრიოტთან ერთად. მათ შორის იყო შემდგომში დიდი ქართველი მეცნიერი '''[[კალისტრატე სალიაც''']].
 
1922 წლის [[დეკემბერში]] კ. ვეკუა [[ბერლინში]] დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა.
 
[[1924]] წელს მან სწავლა დაიწყო '''[[გეტინგენის უნივერსიტეტში''']]. შემდეგ გადავიდა '''[[ბერლინის უნივერსიტეტში''']], რომელიც დაამთავრა [[1931]] წელს და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის განხრით.
 
[[1935]]-[[1941]] წლებში იგი მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში ხელოვნურ ნივთიერებათა და საღებავთა დარგში პროფესორ '''[[უბბელოჰდეს''']] ხელმძღვანელობით.
 
II მსოფლიო ომის პერიოდში არ დაუტოვებია ბერლინი და აქ იმყოფებოდა საბჭოთა ჯარების მიერ ბერლინის აღების დროსაც ([[1945]] წლის [[მაისი]]). ომის შემდეგ მან განაგრძო მუშაობა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც გახსნა საღებავთა ლაბორატორია. აქ მუშაობდა იგი პენსიაზე გასვლამდე, ანუ 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მან გაზარდა გერმანელ ქიმიკოსთა არაერთი თაობა, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 25-ზე მეტი სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი.
ომის შემდეგ მან განაგრძო მუშაობა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც გახსნა საღებავთა ლაბორატორია. აქ მუშაობდა იგი პენსიაზე გასვლამდე, ანუ 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მან გაზარდა გერმანელ ქიმიკოსთა არაერთი თაობა, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 25-ზე მეტი სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი.
 
[[1966]] წელს მას გერმანიის სამეცნიერო წრეებმა დიდი ზეიმი მოუწყვეს დაბადებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად.
 
1966 წელს მან ევროპაში მივლინებით მყოფი '''[[ილია ვეკუას''']] მეშვეობით მოახერხა თავის ძმისშვილებთან დაკავშირება და წერილებიც გამოუგზავნა.
 
[[1967]] წლის ზაფხულში იგი საქართველოში ჩამოვიდა, მთელი [[საქართველო]] დაათვალიერა, რის შემდეგაც ისევ ბერლინში დაბრუნდა.
 
[[1968]] წლის 28 ივნისს კ. ვეკუა ბერლინში გარდაიცვალა.
 
[[1989]] წელს მისი არქივი საქართველოში ჩამოიტანა პროფ. '''[[გურამ შარაძემ''']] და შესანახად ხელნაწერთა ინსტიტუტს (ახლანდელი '''[[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი''']]) ჩააბარა.
 
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კირილე_ვეკუა“-დან