ლუიზა ბრიტანელი (1867-1931): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
 
1885 წელს ის და მისი დები იყვნენ თავიანთი მამიდის, პრინცესა [[ბეატრის ბრიტანელი|ბეატრისის]] მეჯვარეები, როდესაც იგი ცოლად პრინც ჰაინრიხ ბატენბერგელს მიჰყვებოდა.
[[ფაილი:Duke and Duchess of fife.jpg|მარცხნივ|მინი|389x389პქ|ფაიფის ჰერცოგი და ჰერცოგინია 1889 წელს]]
 
== ქორწინება ==
1889 წლის 27 ივლისს, შაბათ დღეს პრინცესა ლუიზა ცოლად გაჰყვა ფაიფის ჰერცოგ ალექსანდერ დაფს. მათ ჯვარი ბუკინგემის სასახლის სამლოცველოში დაიწერეს. აღსანიშნავია, რომ ქორწინებისას ალექსანდერს ტიტულები არ ჰქონია და ჯვრისწერიდან ორი დღის შემდეგ უბოძა მას დედოფალმა ვიქტორიამ ფაიფის ჰერცოგობა და მაკდაფის მარკიზობა.
 
მრავალწლიანი ქორწინებისას პრინცესა ლუიზამ სამი გოგონა გააჩინა, რომელთაგან პირველი მკვდარი დაიბადა. მოგვიანებით აშკარა გახდა, რომ წყვილს ვაჟი ვეღარ ეყოლებოდა, მოსალოდნელი დავის თავიდან ასაცილებლად კი დედოფალმა ვიქტორიამ გამოსცა მემკვიდრეობის სანქცია, რომლის მიხედვითაც ფაიფის საჰერცოგოცა და მაკდაფის სამარკიზოც დარჩებოდა მათ უფროს ქალიშვილს, შემდეგში ეს მემკვიდრეობა კი უნდა გადასცემოდა ამ ქალიშვილის მამრობითი სქესის უფროს მემკვიდრეს.
 
== სამეფო პრინცესა ==
1901 წელს დედოფალი ვიქტორია გარდაიცვალა და ტახტი ლუიზას მამამ, მეფე [[ედუარდ VII]]-მ დაიკავა. 1905 წლის 9 ნოემბერს ედუარდმა მას სამეფო პრინცესის წოდება მისცა, რომელიც 1642 წლიდან მოყოლებული მეფის უფროს ქალიშვილებს ჰქონდათ ხოლმე მინიჭებული. მის მფლობელს ეს წოდება მეფის სხვა, უმცროს ქალიშვილებთან შედარებით ბევრ პრივილეგიას ანიჭებდა, მათ შორის იყო პირველი გათხოვების უპირატესობაც.
 
1911 წლის დეკემბერში პრინცესა ლუიზა [[ეგვიპტე|ეგვიპტისაკენ]] მიცურავდა, თუმცა მისი გემი [[მაროკო|მაროკოს]] სანაპიროსთან შტორმში მოყვა და ჩაიძირა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, წყალში ყოფნისას ფაიფის ჰერცოგი პლევრიზით დაავადდა. სწორედ ამ დაავადებით იგი 1912 წლის იანვარში, ეგვიპტის ქალაქ ასუანში გარდაიცვალა. ამის შემდეგ საჰერცოგოს ტახტი ლუიზას უფროსმა ასულმა, ალექსანდრამ დაიკავა.
 
== დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალება ==
[[ფაილი:Princess Louise, Duchess of Fife, and daughters Princesses Maud and Alexandra.jpg|მინი|307x307პქ|პრინცესა ლუიზა 1911 წელს თავის ქალიშვილებთან ერთად]]
1885 წელს პრინცესა ლუიზა ვიქტორიასა და ალბერტის ორდენით დააჯილდოვეს, რასაც 1887 წელს მოჰყვა ინდოეთის საიმპერატორო გვირგვინის ჯილდოც. 1929 წელს მისმა ძმამ, მეფე [[ჯორჯ V (დიდი ბრიტანეთი)|ჯორჯ V]]-მ ლუიზას წმინდა იოანეს სახელობის ორდენიც უბოძა.
 
1929 წლის შემოდგომაზე მარ-ლოჯში ყოფნისას ლუიზას ჰემოროგიული [[გასტრიტი|გასტრიტის]] დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზის დასმიდან სულ 15 თვეში, 1931 წლის 4 იანვარს 63 წლის ლუიზა ლონდონში, პორტმან სკუეარზე გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს [[უინძორი|უინძორის სასახლის]] წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში. მოგვიანებით მისი ნეშტი გადაასვენეს აბერდინის კერძო სამლოცველოში.
 
== შვილები ==