რომაული არმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
===მეთაურები===
ტრიბუნები რაზმებიდან (უმცროსი რაზმის გარდა) ირჩევდნენ ოც ყველაზე ღირსეულ პირს [[ცენტურიონი|ცენტურიონად]]. არჩევა ორ ეტაპად ხორციელდება, პირველად არჩეული ცენტურიონები უფროსებად არიან წოდებულნი, და ისინი სამხედრო საბჭოში შედიოდნენ. ამის შემდეგ ლეგიონის რაზმები 10 ნაწილად იყოფოდა. ამ დანაყოფებს '''მანიპულები''' ეწოდებოდათ. ამრიგად თითო მანიპულს 2 ცენტურიონი ხელმძღვანელობდა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ერთერთ ცენტურიონს რაიმე რომ შემთხვეოდა, სამხედრო მოქმედები არ უნდა შეჩერებულიყო და ხელმძღვანელიბას მეორე კისრულობდა. ცენტურიონი მანიპულიდან ირჩევდა თანაშემწეს. ამის გარდა ცენტურიონები ირჩევდნენ პრ ყველაზე კარგ მეომარს მედროშეებად. როდესაც ორივე ცენტურიონი სახეზეა, უფროსი უძღვებოდა მარჯვენა ფრთას, ხოლო უმცროსი - მარცხენას.
 
ამრიგად, მოცემულ პერიოდში ლეგიონი შედგებოდა 10 მანიპულისგან. თითო მანიპულში შედიოდა 60 ტიარი, 120 პრინკიპესი, 120 ჰასტატი და მსუბუქად შეიარაღებული მეომრების მეათები. მანიპულს 2 ცენტურიონი ხელმძღვანელობდა.
 
===მხედრები===
ქვეითთა მსგავსად ხდებოდა მხედართა დაყოფა [[ესკადრონი|ესკადრონებად]] (''turmae''), რომელშიც 30 მხედარი შედიოდა. თითო ესკადრონს 3 მეთაური ყავდა. მეთაურები თვითონ ირჩევდნენ 3 თანაშემწეს. პირველად არჩეულ მეთაურს მიყავს ესკადრონი, ხოლო ორ დანარჩენს ათმეთაურები ეწოდებათ. სამივე მეთაურს [[დეკურიონი]] ეწოდება. პოლიბიუსის აღწერის თანახმად, რომაელი მხედრების შეიარაღება და აღჭურვილობა ბერძნების მსგავსი იყო.
 
===დამხმარე ჯარები===
 
==[[გაიუს მარიუსი|მარიუსის]] რეფორმები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რომაული_არმია“-დან