ივანე ამილახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
{{მმ*|ამილახვარი}}
[[Image:Georgian General Prince Ivane Amilakhvari (1829-1905).png|thumb|გენერალი ამილახვარი]]
'''ივანე გივის ძე ამილახვარი''' (დ. [[26 იანვარი]], [[1829]], სოფ. [[ქვემო ჭალა]], ― გ. [[29 აგვისტო]], [[1905]], ქ. [[გორი]]) — [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] არმიის კავალერიის [[გენერალი]] ([[1896]]).
 
[[1850]]-იდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. [[1853]]-იდან იბრძოდა [[შამილი|შამილის]] წინააღმდეგ. [[ყირიმის ომი 1853–1856 |ყირიმის ომის]] ([[1853]]–[[1856]]) დროს — კავკასიის ფრონტზე [[ოსმალეთი|ოსმალეთის]] წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. [[1873]] მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში ([[1877]]–[[1878]]). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა. [[1883]] წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, ხოლო [[1901]] გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893-იდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები (ჟურნალ „Кавказский сборник“, 1908-1909, т.26-29. ავტორიზებული თარგმანი ქართულიდან). ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების — გრიგოლ, ზაქარია, [[ორბელიანი, ილია|ილია ორბელიანების]], [[მამაცაშვილი, კონსტანტინე|კ.მამაცაშვილის]], მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრგვალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.