ფხენიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
 
=== 1945 წლის შემდეგ ===
1945 წლის 25 აგვისტოს, ქალაქში საბჭოთა 25-ე არმია შევიდა და ფხენიანი გახდა ჩრდილოეთ კორეის დროებითი სახალხო კომიტეტის დედაქალაქი. აქ სახალხო კომიტეტი უკვე დაარსებული იყო ვეტერანი ქრისტიან-ნაციონალისტის ჩო მან-სიკის მიერ.<ref>Buzo, Adrian (2002). ''The Making of Modern Korea''. London: Routledge. pp. 54–57. ISBN <bdi>0-415-23749-1</bdi></ref> ჩრდილოეთ კორეის დაარსებისას 1948 წელს, ფხენიანი გახდა მისი დე-ფაქტო დედაქალაქი. ამ დროისთვის ფხენიანის მთავრობა ფიქრობდა კორეის ოფიციალური დედაქალაქის სეულის აღებას. ფხენიანი საშინლად დაზარალდა [[კორეის ომი|კორეის ომში]], რომლის მიმდინარეობისასაც ის მცირე ხნით ოკუპირებულიც იყო სამხრეთ კორეის ძალების მიერ 1950 წელს, 19 ოქტომბრიდან 6 დეკემბრამდე. 1952 წელს, ფხენიანი გახდა ყველაზე დიდი საჰაერო რეიდის სამიზნე რაც კი კორეის ომში ყოფილა. მასში გაეროს 1 400 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.
 
უკვე ომის მიმდინარეობისას იგეგმებოდა ქალაქის რეკონსტრუქცია. ომის დასრულების შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დახმარებით ეს ყველაფერი სწრაფადვე მოხდა, და უამრავი შენობა სტალინისტური არქიტექტურის დიზაინზე აიგო. 1972 წლის კონსტიტუციით, ფხენიანი ოფიციალურად გამოცხადდა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქად.
 
== გეოგრაფია ==
ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი გადაჭიმულია სწორ დაბლობზე, კორეის ყურედან აღმოსავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით. მდინარე ტაედონგი მიედინება სამხრეთ-დასავლეთით და ქალაქის გავლით კორეის ყურეში ჩაედინება. ფხენიანის დაბლობი რომელზეც ქალაქია გაშენებული, ერთ-ერთია იმ ორი დიდი დაბლობიდან რომელიც კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მიდი ფართობი დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრია.<ref>Country Study 2009, p. 63. Library of Congress Country Studies. 2009. </ref>
 
=== კლიმატი ===
ფხენიანში [[კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია|კიოპენის კლასიფიკაციით]] [[ნოტიო კონტინენტური კლიმატი|ნოტიო კონტინენტური კლიმატია]]. აქ თბილ-ცხელ, ნოტიო ზაფხულებს ცივი და მშრალი ზამთარი მოსდევს.<ref>Muller, M. J. (6 December 2012) https://books.google.ge/books?id=az3qCAAAQBAJ&pg=PA125&lpg=PA125&dq=Pyongyang+koppen+dwa&redir_esc=y#v=onepage&q=Pyongyang%20koppen%20dwa&f=false Springer Science & Business Media. ISBN <bdi>978-94-009-8040-2</bdi>.</ref><ref>http://www.weatherbase.com/weather/weather-summary.php3?s=85074&cityname=Pyongyang,+North+Korea "Pyongyang, North Korea Köppen Climate Classification (Weatherbase) Retrieved 24 March 2020.</ref> ზამთრობით ციმბირიდან მშრალი ქარი უბერავს. ამ დროს აქ ძალიან ცივა. ნოემბრიდან მარტის შუა პერიოდამდე დაბალი ტემპერატურა როგორც წესი 0°C-ის ქვევითაა. ზამთარი როგორც წესი ზაფხულთან შედარებით ძალიან მშრალია. აქ საშუალოდ 37 დღე თოვს.
 
გადასვლა ცივი, მშრალი ზამთრიდან, თბილ და ნოტიო ზაფხულამდე ხდება საკმაოდ სწრაფად ხდება , აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში. ივნისი - სექტემბრის შუალედი ხასიათდება ყველაზე ცხელი თვეებითა და საშუალო ტემპერატურით 21-დან 25°C-მდე.
 
== პოლიტიკა ==
მთავარი სამთავრობო და საზოგადოებრივი ბიუროები ფხენიანში მდებარეობს, რომელიც კონსტიტუციურადაა აღნიშნულიდადგენილი როგორც ქვეყნის დედაქალაქი. აქ არის კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ფხენიანის სახალხო კომიტეტის შტაბ-ბინები.
 
ასევე ფხენიანშია განლაგებული ყველა ძირითადი თავდაცვითი ინსტიტუტები. მათ შორის უდიდესს, ხალხთა უსაფრთხოების სამინისტროს 130 000 თანამშრომელი ყავს, რომლებიც 12 სხვადასხვა ბიუროში მუშაობენ. მათი საქმიანობის არეალი მოიცავს: პოლიციას და მის სერვისებს, პარტიის თანამშრომლების უსაფრთხოებას, საიდუმლო დოკუმენტებს, ცენზურას, დიდ მასშტაბიან მშენებლობებს, საზოგადოების თავდაცვასა და ჯანმრთელობას და ა.შ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც ქალაქშია განლაგებული, არის სახელმწიფო დაზვერვის სამსახური, რომელიც 30 000 თანამშრომელთან ერთად დაზვერვას, პოლიტიკურ პატიმრობებს, სამხედრო თავდაცვას, ქვეყანაში შესვლა/გასვლას და ა.შ აკონტროლებს.
ხაზი 73:
== ქალაქის იერსახე ==
კორეის ომის შედეგად განადგურების შემდეგ, ფხენიანი მთლიანად აღდგენილი იქნა კიმ II სუნგ-ის ხედვით, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი დედაქალაქის შექმნას, რომელიც მორალსა და განწყობას აამაღლებდა ომის შემდგომ პერიოდში. შედეგად მივიღეთ ქალაქი, ფართო, ხეების მწკრივებიანი ბულვარებით, საზოგადოებრივი შენობები ტერასული გამწვანებებით, მოზაიკებითა და დეკორატიული ჭერებით. მისი რუსული არქიტექტურული სტილი, ციმბირულ ქალაქს მოგვაგონებს თოვლიან ზამთარში, თუმცა ტრადიციული კორეული დიზაინით შექმნილი შენობები ამ შეხედულებას გარკვეულწილად ასუსტებს. ზაფხულობით ფხენიანი გამოირჩევა მისი მდინარეებით, ტირიფის ხეებით, ყვავილებითა და პარკებით.
[[ფაილი:Laika ac Pyongyang (7975204437).jpg|მინი|ფხენიანის ხედი ზემოდან]]
 
ჩრდილო კორეელმა დიზაინერებმა გამოიყენეს შვედური გამოცდილება, რაც დამოუკიდებელ ურბანულ ქალაქის უბნებს გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და არც ფხენიანია გამონაკლისი. მისი მოსახელეები უმეტეს წილად დაყოფილნი არიან ადმინისტრაციულ ერთეულებად რომელშიც 5 000 - 6 000 ადამიანი ერთიანდება. ამ ერთეულებს აქვთ ერთნაირი პირობები რაც მოიცავს საკვების მაღაზიას, სილამაზის სალონს, სამკერვალო, ფოსტა, საავადმყოფო, ბიბლიოთეკა და ა.შ. კიმ II სუნგ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი ფხენიანის დაგეგმარებისა იყო მისი მოსახლეობის ლიმიტირება. ხელისუფლება ქალაქში შესვლას და იქ გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებს, რაც გვაძლევს სრულიად არატიპიურ აღმოსავლეთ აზიურ ქალაქს - წყნარს, გადაუტვირთავს და ტევადს.
 
შენობები ფხენიანში დაყოფილია სამ ძირითად არქიტექტურულ კატეგორიად. ესენია მონუმენტები, ტრადიციულ კორეულ მოტივზე შექმნილი ნაგებობები და მრავალსართულიანი შენობები. ფხენიანში მრავალ ღირსშესანიშნაობას შეხვდებით. მათ შორისაა ტრიუმფალური თაღი, რომელიც მისი ფრანგული მოსახელესგანაა შთაგონებული, თუმცა სიდიდით სჯაბნის კიდევაც მას. ყველაზე გამოჩენილი შენობა ფხენიანის ზეცაზე კი სასტუმრო "რიუგენია. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სასტუმროა მსოფლიოში. ასევე იკავებს სიმაღლით მე-7 ადგილს, სართულების რაოდენობის მიხედვით.
ხაზი 98:
 
== განათლება და მეცნიერება ==
[[ფაილი:Kim Il-sung University.jpg|მინი|კიმ სუნგ II-ის უნივერსიტეტი ფხენიანში]]
კიმ სუნგ II-ის უნივერსიტეტი რომელიც უძველესია ჩრდილოეთ კორეაში 1946 წელს დაარსდა. ის აერთიანებს 7 კოლეჯს, 14 ფაკულტეტს და 16 სხვა დაწესებულებას როგორებიცაა დამამთავრებელი სკოლები და უნივერსიტეტის ერთეულები. ისინი შეიცავენ პირველად სამედიცინო განათლებას და სამედიცინო პერსონალის სავარჯიშო ერთეულს - სამედიცინო კოლეჯს. ფიზიკის ფაკულტეტი რომელიც სწავლებათა ფართო სპექტრს ფარავს, მოიცავს თეორიტიკულ ფიზიკას, ოპტიკურ მეცნიერებას, [[გეოფიზიკა|გეოფიზიკასა]] და [[ასტროფიზიკა|ასტროფიზიკას]]. აქ არის ასევე ატომური ენერგიის ინსტიტუტი და ადამიანის ევოლუციის კვლევის ოფისი. კიმ სუნგ II-ის უნივერსიტეტს ასევე აქვს საკუთარი საგამომცემლო სახლი, სპორტული კლუბი, რევოლუციური და ბუნების მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზი, გადახურული საცურაო აუზი და პედაგოგთა საცხოვრებელი სახლები. უნივერსიტეტის ორი მთავარი შენობის აგება 1965 (პირველი შენობა) და 1972 (მეორე შენობა) წლებში დასრულდა. ამჟამად იგეგმება მესამეს აგება.
 
Line 104 ⟶ 105:
== ჯანმრთელობა ==
ფხენიანში არსებულ ძირითად სამედიცინო ცენტრებს მიეკუთვნება: წითელი ჯვრის ჰოსპიტალი, პირველი სახალხო ჰოსპიტალი რომელიც პირველი აშენდა ჩრდილოეთ კორეაში იაპონიის იმპერიის დანებებისა და კორეის განთავისუფლების შემდეგ 1945 წელს, მეორე სახალხო ჰოსპიტალი, საპრეზიდენტო კლინიკა, ფხენიანის სამედიცინო სკოლის ჰოსპიტალი და ა.შ. ასევე ახალი კლინიკა სახელწოდებით ფხენიანის საყოველთაო ჰოსპიტალი აგების პროცესშია.
 
== ბიბლიოგრაფია ==
https://en.wikisource.org/wiki/Encyclop%C3%A6dia_Britannica,_Ninth_Edition/Corea
 
==რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფხენიანი“-დან