ფხენიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
tbc
No edit summary
ხაზი 93:
ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის ინდუსტრიული ცენტრია. ბუნებრივი რესურსების სიუხვის გამო, როგორებიცაა ქვანახშირი, რკინა და კირქვა, ფხენიანი პირველი ინდუსტრიული ქალაქი იყო კორეის ომის შემდეგ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში წარმოიშვა. ამას ასევე ხელი შეუწყო კარგად განვითარებულმა საზღვაო და სახმელეთო სატრანსპორტო სისტემებმა. მას შემდეგ მცირე და მსხვილი მრეწველობა შესამჩევად განვითარდა. მსხვილი საწარმოების პროდუქტებად გვევლინება ცემენტი, ინდუსტრიული კერამიკა, სამხედრო აღჭურვილობა და იარაღები, თუმცა მანქანათმშენებლობა ისევ რჩება ძირითად ინდუსტრიად. ასევე აღსანიშნავია საფეიქრო მრეწველობა, ფეხსაცმლების წარმოება და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მარცვლეულის პროდუქციაზე ქალაქის შემოგარენში არსებული ფერმებიდან. აქ მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, სოიო და ა.შ. ფხენიანი ასევე გეგმავს თვითუზრუნველყოფის მიღწევას ხორცის პროდუქტებთან მიმართებაში. მჭიდრო ობიექტებში ინახავენ ღორებს, ქათმებსა და სხვა შინაურ საქონელს.
 
ქალაქში ისევ ხდება ხშირი ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევები. <ref name=":0">https://web.archive.org/web/20150427143900/http://ifes.kyungnam.ac.kr/eng/FRM/FRM_0101V.aspx?code=FRM141219_0001 "Ten Power Plants on Chongchon River under Construction to Increase Power Supply to Pyongyang". Institute for Far Eastern Studies. 19 December 2014. Archived from the original on 27 April 2015. Retrieved 20 April 2015.</ref> ამ პრობლემის გადასაჭრელად ორი ელექტროსადგური - ჰუიჩონის პირველი და მეორე ელექტროსადგურები აშენდა ჩაგანგის პროვინციაში, რაც ქალაქს პირდაპირი გადაცემის ხაზებით ამარაგებს. ელექტროენერგიის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა 2013 წლის იანვარში გაეშვა და რამოდენიმე პატარა კაშხალი აიგო მდინარე ჩონგჩონის გასწვრივ. პირველ ორ ელექტროსადგურს მაქსიმუმ 300 მეგავატის გამომუშავების შესაძლებლობა აქვთ, ხოლო იმ 10 კაშხალს, რომელიც მეორე ფაზის განმავლობაში უნდა აშენდეს, სავარაუდოდ 120 მეგავატის გამომუშავება შეეძლება.<ref name=":0" />
==რესურსები ინტერნეტში==
 
დამატებით, ქალაქს აქვს რამოდენიმე უკვე არსებული ან დაგეგმილი თერმული ელექტროსადგური. ფხენიანის თერმოელექტროსადგური 500 მეგავატიანი შესაძლებლობით, აღმოსავლეთ ფხენიანის თერმოელექტროსადგური რომელიც 50 მეგავატს გამოიმუშავებს და კანგდონგის თერმოელექტროსადგური, რომელიც ამჟამად აგების პროცესშია.<ref>https://www.38north.org/2014/11/cmelvin112514/ 38North.org. 25 November 2014. Retrieved 20 April 2015.</ref>
 
== განათლება და მეცნიერება ==
კიმ სუნგ II-ის უნივერსიტეტი რომელიც უძველესია ჩრდილოეთ კორეაში 1946 წელს დაარსდა. ის აერთიანებს 7 კოლეჯს, 14 ფაკულტეტს და 16 სხვა დაწესებულებას როგორებიცაა დამამთავრებელი სკოლები და უნივერსიტეტის ერთეულები. ისინი შეიცავენ პირველად სამედიცინო განათლებას და სამედიცინო პერსონალის სავარჯიშო ერთეულს - სამედიცინო კოლეჯს. ფიზიკის ფაკულტეტი რომელიც სწავლებათა ფართო სპექტრს ფარავს, მოიცავს თეორიტიკულ ფიზიკას, ოპტიკურ მეცნიერებას, [[გეოფიზიკა|გეოფიზიკასა]] და [[ასტროფიზიკა|ასტროფიზიკას]]. აქ არის ასევე ატომური ენერგიის ინსტიტუტი და ადამიანის ევოლუციის კვლევის ოფისი. კიმ სუნგ II-ის უნივერსიტეტს ასევე აქვს საკუთარი საგამომცემლო სახლი, სპორტული კლუბი, რევოლუციური და ბუნების მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზი, გადახურული საცურაო აუზი და პედაგოგთა საცხოვრებელი სახლები. უნივერსიტეტის ორი მთავარი შენობის აგება 1965 (პირველი შენობა) და 1972 (მეორე შენობა) წლებში დასრულდა. ამჟამად იგეგმება მესამეს აგება.
 
სხვა ქალაქში არსებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებებს მიეკუთვნება: კიმ ჩაეკის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ფხენიანის მუსიკისა და ცეკვის უნივერსიტეტი, ფხენიანის უცხო ენების უნივერსიტეტი (რომელიც კიმ სუნგ II-ის უნივერსიტეტს გამოეყო 1964 წელს) და ა.შ. ფხენიანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქვეყნის პირველი კერძო უნივერსიტეტია სადაც ლექტორთა უმრავლესობა ამერიკელია და ლექციები ინგლისურად ტარდება. <ref>https://www.bbc.com/news/world-asia-25945931 ''BBC News''. 3 February 2014. Retrieved 20 April 2015.</ref><ref>https://www.washingtonpost.com/local/education/private-university-in-north-korea-offers-lessons-in-science-and-world-peace/2011/07/25/gIQAQ5lPSL_story.html ''he Washington Post''. 8 October 2011. Retrieved 20 April 2015.</ref>
 
== ჯანმრთელობა ==
ფხენიანში არსებულ ძირითად სამედიცინო ცენტრებს მიეკუთვნება: წითელი ჯვრის ჰოსპიტალი, პირველი სახალხო ჰოსპიტალი რომელიც პირველი აშენდა ჩრდილოეთ კორეაში იაპონიის იმპერიის დანებებისა და კორეის განთავისუფლების შემდეგ 1945 წელს, მეორე სახალხო ჰოსპიტალი, საპრეზიდენტო კლინიკა, ფხენიანის სამედიცინო სკოლის ჰოსპიტალი და ა.შ. ასევე ახალი კლინიკა სახელწოდებით ფხენიანის საყოველთაო ჰოსპიტალი აგების პროცესშია.
 
==რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.nkeconwatch.com/north-korea-uncovered-google-earth North Korea Uncovered]
* [http://news.bbc.co.uk/2/hi/asia-pacific/3113352.stm Holidays in Pyongyang]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფხენიანი“-დან