საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ისტორია==
[[1992]] წლის 2 იანვარს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მისმა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს დროებითი არაკონსტიტუციური ორგანო, რომელსაც უწოდეს „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო“. სამხედრო საბჭომ ქვეყნიდან განდევნა ქვეყნის პრეზიდენტი, დროებით შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაითხოვა უზენაესი საბჭო და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა [[თენგიზ სიგუა]]ს.
 
3 იანვარს სამხედრო საბჭომ თბილისსში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, აკრძალა ყოველგვარი მიტინგი და დემონსტრაცია,. ხოლო ქალაქში გამოსვლა ნებადართული იყო 23 საათიდან 6 საათამდე<ref>„საქართველოს რესპუბლიკა“, №01, 8 იანვარი, 1992</ref>.
6 იანვარს სამხედრო საბჭომ გამოსცა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პრეზიდენტი გამოაცხადა [[საქართველოს სსრ]] სამართალმემკვიდრეებად და ბრალი დასდო პრეზიდენტ [[ზვიად გამსახურდია]]ს ავტორიტარულ მმართველობასა და ხელისუფლების უზურპაციაში.