ფხენიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
tbc
ხაზი 50:
==ისტორია==
ფხენიანი კორეის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. [[427]]-[[668]] წწ. იყო [[კოგურიოს სახელმწიფო]]ს დედაქალაქი. [[კორიოს სახელმწიფო]]ს არსებობის პერიოდში ([[918]]-[[1392]] წწ.) ითვლებოდა დასავლეთის დედაქალაქად და ეწოდებოდა სოგიონი. მრავალი ასეული წლის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის დასაყრდენი პუნქტი. [[1899]] წელს გაიხსნა უცხოელებთან ვაჭრობისათვის. [[1948]] წლიდან კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქია.
 
=== 1945 წლის შემდეგ ===
1945 წლის 25 აგვისტოს, ქალაქში საბჭოთა 25-ე არმია შევიდა და ფხენიანი გახდა ჩრდილოეთ კორეის დროებითი სახალხო კომიტეტის დედაქალაქი. აქ სახალხო კომიტეტი უკვე დაარსებული იყო ვეტერანი ქრისტიან-ნაციონალისტის ჩო მან-სიკის მიერ. ჩრდილოეთ კორეის დაარსებისას 1948 წელს, ფხენიანი გახდა მისი დე-ფაქტო დედაქალაქი. ამ დროისთვის ფხენიანის მთავრობა ფიქრობდა კორეის ოფიციალური დედაქალაქის სეულის აღებას. ფხენიანი საშინლად დაზარალდა კორეის ომში, რომლის მიმდინარეობისასაც ის მცირე ხნით ოკუპირებულიც იყო სამხრეთ კორეის ძალების მიერ 1950 წელს, 19 ოქტომბრიდან 6 დეკემბრამდე. 1952 წელს, ფხენიანი გახდა ყველაზე დიდი საჰაერო რეიდის სამიზნე რაც კი კორეის ომში ყოფილა. მასში გაეროს 1 400 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.
 
უკვე ომის მიმდინარეობისას იგეგმებოდა ქალაქის რეკონსტრუქცია. ომის დასრულების შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დახმარებით ეს ყველაფერი სწრაფადვე მოხდა, და უამრავი შენობა სტალინისტური არქიტექტურის დიზაინზე აიგო. 1972 წლის კონსტიტუციით, ფხენიანი ოფიციალურად გამოცხადდა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქად.
 
== გეოგრაფია ==
ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი გადაჭიმულია სწორ დაბლობზე, კორეის ყურედან აღმოსავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით. მდინარე ტაედონგი მიედინება სამხრეთ-დასავლეთით და ქალაქის გავლით კორეის ყურეში ჩაედინება. ფხენიანის დაბლობი რომელზეც ქალაქია გაშენებული, ერთ-ერთია იმ ორი დიდი დაბლობიდან რომელიც კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მიდი ფართობი დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრია.
 
=== კლიმატი ===
ფხენიანში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. აქ თბილ-ცხელ, ნოტიო ზაფხულებს ცივი და მშრალი ზამთარი მოსდევს. ზამთრობით ციმბირიდან მშრალი ქარი უბერავს. ამ დროს აქ ძალიან ცივა. ნოემბრიდან მარტის შუა პერიოდამდე დაბალი ტემპერატურა როგორც წესი 0°C-ის ქვევითაა. ზამთარი როგორც წესი ზაფხულთან შედარებით ძალიან მშრალია. აქ საშუალოდ 37 დღე თოვს.
 
გადასვლა ცივი, მშრალი ზამთრიდან, თბილ და ნოტიო ზაფხულამდე ხდება საკმაოდ სწრაფად, აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში. ივნისი-სექტემბრის შუალედი ხასიათდება ყველაზე ცხელი თვეებითა და საშუალო ტემპერატურით 21-დან 25°C-მდე.
 
== პოლიტიკა ==
მთავარი სამთავრობო და საზოგადოებრივი ბიუროები ფხენიანში მდებარეობს, რომელიც კონსტიტუციურადაა აღნიშნული როგორც ქვეყნის დედაქალაქი. აქ არის კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ფხენიანის სახალხო კომიტეტის შტაბ-ბინები.
 
ასევე ფხენიანშია განლაგებული ყველა ძირითადი თავდაცვითი ინსტიტუტები. მათ შორის უდიდესს, ხალხთა უსაფრთხოების სამინისტროს 130 000 თანამშრომელი ყავს, რომლებიც 12 სხვადასხვა ბიუროში მუშაობენ. მათი საქმიანობის არეალი მოიცავს: პოლიციას და მის სერვისებს, პარტიის თანამშრომლების უსაფრთხოებას, საიდუმლო დოკუმენტებს, ცენზურას, დიდ მასშტაბიან მშენებლობებს, საზოგადოების თავდაცვასა და ჯანმრთელობას და ა.შ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც ქალაქშია განლაგებული, არის სახელმწიფო დაზვერვის სამსახური, რომელიც 30 000 თანამშრომელთან ერთად დაზვერვას, პოლიტიკურ პატიმრობებს, სამხედრო თავდაცვას, ქვეყანაში შესვლა/გასვლას და ა.შ აკონტროლებს.
 
როგორც მთლიანად ყვეყანაში, აქაც პოლიტიკასა და ქალაქის მმართველობას კორეის მუშათა პარტია განაგებს. აღნიშნული პარტიის ფხენიანის პარტიული კომიტეტის მეთაური კი, ქალაქის დე ფაქტო მაიორის უფლებამოსილებასაც ითავსებს.
 
== ქალაქის იერსახე ==
კორეის ომის შედეგად განადგურების შემდეგ, ფხენიანი მთლიანად აღდგენილი იქნა კიმ II სუნგ-ის ხედვით, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი დედაქალაქის შექმნას, რომელიც მორალსა და განწყობას აამაღლებდა ომის შემდგომ პერიოდში. შედეგად მივიღეთ ქალაქი, ფართო, ხეების მწკრივებიანი ბულვარებით, საზოგადოებრივი შენობები ტერასული გამწვანებებით, მოზაიკებითა და დეკორატიული ჭერებით. მისი რუსული არქიტექტურული სტილი, ციმბირულ ქალაქს მოგვაგონებს თოვლიან ზამთარში, თუმცა ტრადიციული კორეული დიზაინით შექმნილი შენობები ამ შეხედულებას გარკვეულწილად ასუსტებს. ზაფხულობით ფხენიანი გამოირჩევა მისი მდინარეებით, ტირიფის ხეებით, ყვავილებითა და პარკებით.
 
ჩრდილო კორეელმა დიზაინერებმა გამოიყენეს შვედური გამოცდილება, რაც დამოუკიდებელ ურბანულ ქალაქის უბნებს გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და არც ფხენიანია გამონაკლისი. მისი მოსახელეები უმეტეს წილად დაყოფილნი არიან ადმინისტრაციულ ერთეულებად რომელშიც 5 000 - 6 000 ადამიანი ერთიანდება. ამ ერთეულებს აქვთ ერთნაირი პირობები რაც მოიცავს საკვების მაღაზიას, სილამაზის სალონს, სამკერვალო, ფოსტა, საავადმყოფო, ბიბლიოთეკა და ა.შ. კიმ II სუნგ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი ფხენიანის დაგეგმარებისა იყო მისი მოსახლეობის ლიმიტირება. ხელისუფლება ქალაქში შესვლას და იქ გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებს, რაც გვაძლევს სრულიად არატიპიურ აღმოსავლეთ აზიურ ქალაქს - წყნარს, გადაუტვირთავს და ტევადს.
 
შენობები ფხენიანში დაყოფილია სამ ძირითად არქიტექტურულ კატეგორიად. ესენია მონუმენტები, ტრადიციულ კორეულ მოტივზე შექმნილი ნაგებობები და მრავალსართულიანი შენობები. ფხენიანში მრავალ ღირსშესანიშნაობას შეხვდებით. მათ შორისაა ტრიუმფალური თაღი, რომელიც მისი ფრანგული მოსახელესგანაა შთაგონებული, თუმცა სიდიდით სჯაბნის კიდევაც მას. ყველაზე გამოჩენილი შენობა ფხენიანის ზეცაზე კი სასტუმრო "რიუგენია. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სასტუმროა მსოფლიოში. ასევე იკავებს სიმაღლით მე-7 ადგილს, სართულების რაოდენობის მიხედვით.
 
ფხენიანში უკვე დომინირებს მაღალსართულიანი შენობები, რომელთა მასობრივი მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა საცხოვრებელი კომპლექსების გაუმჯობესება, თუმცა ისინი ისევ ძალიან ცუდ მგომარეობაშია, უმეტესობას არ აქვს ლიფტი, ცენტრალური გათბობა და ა.შ. 2018 წელს ქალაქი დასახელდა ძნელად საცნობად იმასთან შედარებით თუ როგორი იყო ის 5 წლით ადრე.
 
== კულტურა ==
 
=== საზოგადოებრივი ცხოვრება ===
2018 წლისთვის, ფხენიანში იყო უამრავი მაღალი ხარისხის რესტორანი, კორეული და საერთაშორისო სამზარეულოთი და იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელებით. უცხოური საკვები, როგორებიცაა ჰამბურგერები, კარტოფილი ფრი, პიცა და ყავა ადვილად იშოვება. ასევე ფხენიანში არის აქტიური ღამის ცხოვრება, შესაფერისი რესტორნებითა და კარაოკე ბარებით.
 
ქალაქს აქვს აკვა და გასართობი პარკები, საციგურაო ყინულის მოედნები, სასროლო პოლიგონი და დელფინარიუმი.
 
== სპორტი ==
ფხენიანს აქვს რამდენიმე სპორტული კლუბი. ყველაზე პოპულარული სპორტი ქალაქში ფეხბურთია.
 
== ეკონომიკა ==
ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის ინდუსტრიული ცენტრია.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფხენიანი“-დან