ჰანოი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავამატე სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა, ტურიზმი, დემოგრაფია, რელიგია, დაძმობილებული ქალაქები. დავურთე წყაროები და სურათები
დავამატე ეკონომიკი ნაწილი
ხაზი 103:
== ეკონომიკა ==
[[ფაილი:West Hanoi.jpg|ცენტრი|მინი|810x810პქ|დასავლეთ ჰანოი]]
ჰანოის ადამიანის განვითარების ინდექსის მონაცემებით ვიეტნამში ყველაზე მაღალი შეფასება აქვს. 2013 წელს ჰანოის შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12.6%-ს შეადგენდა. ვაჭრობა ქალაქის უძლიერესი სექტორია. . 2003 წელს ჰანოიში 2,000 ბიზნესი იყო დარეგისტრირებული, რომელიც საგარეო ვაჭრობას ეწეოდა,ისინი ამყარებენ კავშირებს 161 ქვეყანასა და ტერიტორიასთან. ქალაქის საექსპორტო ღირებულება ყოველწლიურად საშუალოდ 11.6 პროცენტით იზრდება. 980
 
ქალაქ [[ხოშიმინი|ხოშიმინის]] მსგავსად უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან სწრაფად ვითარდება. [https://web.archive.org/web/20080221055723/http://www.nld.com.vn/tintuc/kinh-te/215457.asp] განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი ურბანული რაიონები.
 
სოფლის მეურნეობა, როგორც წარსულში ასევე ახლაც ჰანოის ეკონომიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ქალაქი თვითონვე ცდილობდა რომ ხელი შეეწყო და ახალი რეფორმები გაეტარებინა ქალაქის სოფლის მეურნეობის აყვავებისათვის. ქალაქის მმართველობის ინიცატივიტ ადგილზე გაჩნდა ახალი ჯიშის ნერგები, განვითარდა მეცხოველეობა და რაც ყველაზე მთავარია, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიები ჩაერთო.
 
ეკონომიკური რეფორმების შედეგად ჰანოიში ეკონომიკური შემოსავლის ზრდა დაიწყო. ჰანოის ინფრასტრუქტურაც ბოლო წლებში საკმაოდ შეიცვალა და განვითარდა. გზებისა და ტრანსპორტის გაუმჯობესება ქალაქში რეგურალურად მიმდინარეობს. ქალაქ ჰანოიში მრავალი სწრაფი კვების საერთაშორისო ობიექტები მდებარეობს, როგორებიცაა ჯოლიბი, ლოტერია, პიცა ჰატი, ქეი ეფ სი. ანალოგიურად, ქალაქის მმართველი პირები მოტივირებულნი არიან სურსათის უვნებლობის პრობლემებით და ცდოლობენ, რომ 2025 წლისთვის 67 ტრადიციული კვების ბაზარი 1000 სუპერმარკეტად გადააკეთონ. ამით ისინი ხელს შეუწყობენ სუფთა და არა საზიანო საკვების მიწოდებას ქალაქისათვის. 130
 
ჰანოში სამუშაო ადგილების სამ მეოთხედზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაშია. სამუშაო ადგილების 9%-ს უზრუნველყოფს კოლექტიური საკუთრების ორგანიზაციები,ხოლო სამუშაო ადგილების 13.3% კერძო სექტორშია. დასაქმების სტრუქტურა სწრაფად იცვლება, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინსტიტუტების შემცირებითა და კერძო საწარმოების გაზრდითაა გამოწვეული. ჰანოის აქვს მიგრაციული კონტროლი, რომელიც ქალაქს საშუალებას აძლევს მიიღოს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ჰანოის ეკონომიკაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. ] 2008 წლის ივლისში, ჰანოის ქალაქის მთავრობამ შეიმუშავა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ აიკრძალა ქუჩაში მოვაჭრეების ყოფნა. ქალაქში გამოიყო 62 ქუჩა, სადაც მოვაჭრეებს ყოფნა არ შეეძლოთ. ეს გადაწყვეტილება ტურისტების მოზიდვით იყო განპირობებული.
 
== ტურიზმი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰანოი“-დან