სურინამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 75:
 
ტროპიკულ ტყეებში მცხოვრებ მკვიდრ სამხრეთამერიკელთა დახმარებით გაქცეულმა მონებმა თავიანთი კულტურა ჩამოაყალიბეს. ისინი მარონების სახელწოდებით არიან ცნობილნი. ხშირად მარონები პლანტაციებში ჯგუფურად იჭრებოდნენ, რათა ახალი წევრები შეემატებინათ. ისინი იტაცებდნენ ქალებს, იარაღსა და საკვებს, ასევე ხშირად მონათმფლობელებსა და მათი ოჯახის წევრებს კლავდნენ. კოლონიალისტებმა მრონებისგან თავის დასაცავად თავდაცვითი ნაგობები ააგეს,<ref>[http://www.wdl.org/en/item/524/ Simon M. Mentelle, "Extract of the Dutch Map Representing the Colony of Surinam"], c.1777, Digital World Library via Library of Congress. Retrieved 26 May 2013</ref> ასევე წარუმატებლად სცადეს შეარაღებული თავდასხმა მათ წინააღმდეგ. საბოლოოდ, საომარი მოქმედებების დასასრულებლად, XVIII საუკუნეში ევროპელმა კოლონიალისტებმა სხვადასხვა ტომებთან სამშვიდობო ხელშეკრულებები დადეს. მათ მარონებს საკუთარ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება მისცეს და სუვერენული სტატუსი და ავტონომია მიანიჭეს.
 
===მონობის გაუქმება===
1861-1863 წლებში, ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში, როცა მონები ქვეყნის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ეძებდნენ ტერიტორიებს, სადაც ამერიკის დატოვების მსურველ გათავისუფლებულ მონებს დაასახლებდნენ. მათ სურინამის კოლონიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყეს ნიდერლანდების მთავრობასთან სურინამის, რაც 1864 წელს წარუმატებლად დასრულდა.
 
ნიდერლანდებმა სურინამში მონათმფლობელობა 1863 წელს გააუქმა, თუმცა ეს გარდამავალი პროცესი იყო. მონებს პლანტაციებში 10 წლის მანძილზე მინიმალური ანაზღაურებით ამუშავებდნენ და შემდეგ ათავისუფლებდნენ, რაც მონათმფლობელთათვის გარკვეული სახის კომპენსაცია იყო. 1873 წლის შემდეგ, გათავისუფლებულ მონათა უმრავლესობამ პლანტაციებში მუშაობა შეწყვიტა. პლანტაციის ზოგიერთი მფლობელი 10 წლის მანძილზე მონებს ანაზღაურების ნაცვლად მიწის საკუთრებას უფლებას აძლევდა.
 
როგორც კოლონიის, სურინამის ეკონომიკა პლანტაციებში სასაქონლო კულტურების მოყვანასა და დამუშავებაზე იყო დამყარებული. მშრომელთა დეფიციტის აღმოსაფხვრელად ნიდერლანდებმა დაქირავებული მუშახელი ინდოეთიდან და ნიდერლანდების ოსტინდოეთიდან ჩამოიყვანა. აგრეთვე XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მშრომელები, მათ შორის ძირითადად კაცები, ჩინეთიდან და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაიქირავეს.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სურინამი“-დან