კამბოჯა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავამატე სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია და პოლიტიკა
დავამატე ფოტოსურათები, დემოგრაფია, ეკონომიკა და ადმინისტრაციული დაყოფა
ხაზი 66:
 
XVI საუკუნიდან კამბოჯაში დაიწყო მუსულმანი მალაიზიელებისა და ქრისტიანი ევროპელების მასიური მიგრაცია, რომლებიც ადგილობრივებს ავიწროვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპელი მისიონერები არა მხოლოდ ავიწროვებდნენ, არამედ მათ პოლიტიკაზე გავლენასაც ახდენდნენ.
[[ფაილი:Bayon Angkor frontal.jpg|მარცხნივ|მინი|263x263პქ]]
 
უკვე XIX საუკუნიდან, ტექნოლოგიურად მოწინავე და უფრო ამბიციური ევროპელების ჩასვლით, კამბოჯაზე მეზობელი ვიეტნამისა და სიამის გავლენა საგრძნობლად შემცირდა. მიუხედავად ამისა, კამბოჯამ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ და მალევე საფრანგეთის კოლონიად იქცა. მასთან ერთად საფრანგეთს დაექვემდებარა მეზობელი ვიეტნამი და ლაოსიც, რითაც შეიქმნა [[ფრანგული ინდოჩინეთი]].
 
ხაზი 79:
 
== პოლიტიკა ==
[[ფაილი:Norodom king of Cambodia.jpg|მინი|კამბოჯის მეფე [[ნოროდომ სიამონი]]]]
კამბოჯა [[კონსტიტუციური მონარქია|კონსტიტუციური მონარქიაა,]] რომელიც საპარლამენტო წარმომადგენლობით დემოკრატიას წარმოადგენს. კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ სენი მთავრობის მეთაურია, ხოლო კამბოჯის მონარქი, ამჟამად [[ნოროდომ სიამონი]] მთლიანად ქვეყნის მეთაური. სახელმწიფოს პრემიერ მინისტრს მონარქი ნიშნავს რჩევებითა და ეროვნული კრების დამტკიცებით.პრემიერ-მინისტრი და მინისტერიალი [[აღმასრულებელი ხელისუფლება|აღმასრულებელი ხელისუფლებას]] წარმოადგენენ.
 
Line 90 ⟶ 91:
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
[[ფაილი:Cambodia, administrative divisions - Nmbrs - colored.svg|მარცხნივ|მინი|371x371პქ294x294px]]
{| class="wikitable"
|1.ბანტეაი მეანჩეი
|10.კრატიე
|19.კანდალ
|-
|2.ოდდარ მეანჩეი
|11.მონდულკირი
|20.პრეი ვენგ
|-
|3.პრეაჰ ვიეჰარ
|12.პურსატ
|21.სვაი რიენგ
|-
|4.სტუნგ ტრენგ
|13.კამპონგ ჩჰნანგ
|22.პრეაჰ სიჰანოუკ
|-
|5.რატანაკირი
|14.კამპონგ ჩამ
|23.კამპოტ
|-
|6.პაილინ
|15. ტბონგ კმოუმ
|24.კეპ
|-
|7.ბატტამბანგ
|16.კოჰ კონგ
|25.ტაკეო
|-
|8.სიემ რეაპ
|17.კამპონგ სპეუ
|
|-
|9.კამპონგ ტჰომ
|18. [[პნომპენი]]
|
|}
 
== ეკონომიკა ==
[[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ]] კამბოჯა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე. კამბოჯის მტავარ საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: [[ბრინჯი]], თევზი, ხე, სამოსი და რეზინი. ბრინჯის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა კამბოჯაში ბრინჯის 70-ზე მეტი სახეობა ჩაიტანა. [https://web.archive.org/web/20080819194125/http://www.irri.org/publications/today/pdfs/6-2/RiceToday%206-2.pdf]
 
ტურიზმი კამბოჯის სწრაფად მზარ ინდუსტრიას წარმოადგენს. 2007 წელს ქვეყანაში 2 მილიონზე მეტმა ტურისტმა იმოგზაურა.
 
== დემოგრაფია ==
კამბოჯაში მოსახლეობის პირველი ოფიციალური აღწერა 1921 წელს ჩატარდა ფრანგების ძალისხმევით. ამ აღწერის დროს მოსახლეობაშ მხოლოდ 20-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს იკვლევდნენ.
[[ფაილი:Phnom Penh Skyline 2.png|მინი|258x258პქ|[[პნომპენი]]]]
ამ დროისთვის კამბოჯის მოსახლეობის 50% 22 წელზე ნაკლები ასაკისაა. 1 მამაკაცზე 1.04 ოთხი ქალი გაიანგარიშება, რითაც კამბოჯას ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე პროცენტულად ქალების ყველაზე მეტი რაოდენობა ჰყავს.
 
შობადობის მაჩვენებელი თითოეულ ქალზე საშუალოდ 2.5 ბავშვია. [https://data.worldbank.org/indicator/SP.DYN.TFRT.IN?end=2018&locations=KH&start=2018&view=bar]
 
=== ენები ===
კამბოჯის ოფიციალური ება, ქმერული ენა ავსტრო-აზიური ენების ოჯახს განეკუთვნება. გავცელებულ ებას წარმოადგენს ფრანგულიც, რომელიც [[ფრანგული ინდოჩინეთი|ფრანგული ინდოჩინეთის]] ოფიციალური ენა იყო. ფრანგულად მოხუცი კამბოჯელების უმრავლესობა საუბრობს. ასევე ეს ენა წარმოადგენს ზოგიერთ სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლები ენას. მეტწილად ეს სასწავლო დაწესებულებები საფრანგეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული. ქვეყანაში ასევე არის ფრანგულებოვანი გაზეთი და სატელევიზიო არხები.ფრანგული კამბოჯაში ქვეყნის ისტორიის გადმონაშთია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ენა მთავრობაშიც გამოიყენება, მეტწილად სასამართლო სტრუქტურებში. 1993 წლიდან ქვეყანაში ინგლისურის ფართომაშტაბიანი გამოყენება დაიწყო. მან ფრანგული ჩაანაცვლა და დღესდღეობით მთავარ უცხოურ ენას წარმოადგენს. ინგლისურად უკვე ასწავლიან უნივერსიტეტებს ნაწილში. ქუჩაში საგზაო ნიშნები ორენოვანია, მათზე წარწერები არის როგორც ქმერულად, ასევე ინგლისურად.
 
ქმერული დამწერლობა სამხრეთ ინდურ პალლავას დამწერლობიდანაა მიღებული.
 
=== რელიგია ===
[[ბუდიზმი]] ქვეყნის ოფიციალური რელიგიაა. მისი მიმდინარეობებიდან კამბოჯაში [[თერავადა|თერავადას]] მიმდევრები არიან. მოსახლეობის 95%-ზე მეტი ამ რელიგიის მიმდევრები არიან. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 4,392 ბუდისტური ტაძარია. კამბოჯურ ბუდიზმს [[ინდუიზმი|ინდუიზმის]] და ადგილობრივი [[ანიმიზმი|ანიმიზმის]] დიდი გავლენა აქვს.
[[ფაილი:20171126 Angkor Wat 4714 DxO.jpg|ცენტრი|მინი|548x548პქ|[[ანგკორ-ვატი]]]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კამბოჯა“-დან