ისარლიშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
[[ზაქარია ჭიჭინაძე|ზაქარია ჭიჭინაძის]] ცნობით, ისარლიშვილების გვარი [[ხურსისძენი|ხურსისძეთა]] განშტოება იყო. ოსმალთა ბატონობის პერიოდში ახალციხელმა ისარლიშვილებმა კათოლიკობა მიიღეს. გვარი „ისარლიშვილი“ ტრადიციული სახელოს, „[[ციხისთავი|ციხისთავის]]“ თურქული თარგმანიდან („ისარ-ლი აღასი“) მომდინარეობს. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ისარლიშვილების ნაწილი [[თბილისი|თბილისში]] გადმოსახლდა (XIX საუკუნის მიწურულს მათ ეკუთვნოდა სახლი ახლანდ. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე № 51.<ref>[http://www.georgianart.ge/index.php/ka/component/content/article/92.html?ed=8 თბილისური სახლი (თაბუკაშვილის ქუჩა № 51)] / ლ. ანდრონიკაშვილი // Ars Georgica ; 2011.</ref> ჰქონდათ [[აზნაური|აზნაურობა]]. აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში ოსმალეთთან, სპარსეთთან და ინდოეთთან. ლუკა ისარლიშვილი მეფე [[ერეკლე II]]-ის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და სპარსეთში მისიით მყოფი გარდაიცვალა [[1793]] წელს. მისი შვილი გრიგოლი (გ. [[1828]]) 1790-იანი წლების ბოლოს ინდოეთში დამკვირდა და დიდძალი ქონება დააგროვა. თბილისელი ისარლიშვილებიდან იყო XIX საუკუნის რამდენიმე ცნობილი საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, მ. შ. ცენზორი და ჟურნალისტი [[ლუკა ისარლიშვილი]], გენერალ-მაიორი [[იოსებ ისარლიშვილი]], პუბლიცისტი [[რაფიელ ისარლიშვილი]] და სხვ. „რუსეთის იმპერიის თავადაზნაურობის საგვარეულოთა გერბების საერთო კრებულის“ მე-16 ნაწილში ([[1901]]) შეტანილია ისარლოვების ოფიციალურად დამტკიცებული გერბი.<ref>Общий гербовник дворянских родов Российской империи, Ч. 16. СПб., 1901; - [https://gerbovnik.ru/arms/2647.html с. 35].</ref>
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [[ზუბალაშვილები]]
==ლიტერატურა==
* [http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/6249 ისტორია ხურსიძის (ისარლოვი) გვარისა და შოთა (შიო) რუსთაველი] / ზ. ჭიჭინაძე ; თფილისი, 1904;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისარლიშვილები“-დან