ილარიონ ისარლიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ილარიონ პეტრეს ძე ისარლიშვილი (ისარლოვი)''' (დ. 16 იანვარი, 1848...
(განსხვავება არ არის)

15:14, 4 აგვისტო 2020-ის ვერსია

ილარიონ პეტრეს ძე ისარლიშვილი (ისარლოვი) (დ. 16 იანვარი, 1848 — გ. უცნობია) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1906).

მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი და ალექსის მე-3 სამხედრო სასწავლებელი. 1867 წლიდან რუსეთის არმიის ოფიცერი [პორუჩიკი (1870), კაპიტანი (1879), პოდპოლკოვნიკი (1888). მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). 1900 წლიდან პოლკოვნიკი და სკოპინის 224-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაური. იმავე წელს დაინიშნა ორენბურგის 105-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906 წელს თადარიგში გავიდა მუნდირის ტარების უფლებით და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II და III, წმ. ანას II და III, წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენებით.

რესურსები ინტერნეტში