მიანმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 86:
1974 წელს ბირმის კავშირის სოციალისტური რესპუბლიკის ახალი [[კონსტიტუცია]] იქნა მიღებული. 1988 წლამდე ქვეყანაში ერთპარტიული კონსტიტუციური სისტემა მოქმედებდა, რომელსაც გენერალი და სხვა სამხედრო ოფიცრები სოციალისტური პარტიის სახელით ხელმძღვანელობდნენ.<ref name="christinafink">{{cite book |first=Christina |last=Fink |year=2001 |title=Living Silence: Burma under Military Rule |isbn=978-1-85649-926-2 |publisher=White Lotus |location=Bangkok |url-access=registration |url=https://archive.org/details/livingsilence00chri }}</ref> ამ პერიოდის მანძილზე, მიანმარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა.<ref name="ruin">{{cite news |url=https://www.theguardian.com/world/2007/sep/28/burma.uk |title=The Burma road to ruin |work=The Guardian |location=London |first=Mark |last=Tallentire |date=28 September 2007}}</ref>
 
გენერალი ნე ვინის მმართველობის პერიოდში სამხედრო დიქტატურის მიმართ პროტესტის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა, რომლებიც ხელისუფლებამ ძალადობრივი გზით ჩაახშო. 1962 წლის 7 ივლისს, მთავრობამ რანგონის უნივერსიტეტთან გამართული დემონსტრაცია დაარბია, რასაც 15 სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა.<ref name="thantmyintu" >[[#Myint-U|Myint-U]]</ref> სამხედროებმა ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები დაარბიეს უ ტანის დაკრძალვაზე, 1974 წელს. თავი იჩინა სტუდენტური პროტესტებმა 1975, 1976 და 1977 წლებში, რაც გავლენიანმა ძალებმა მალევე ძალადობრივად ჩაახშეს.
 
მთავრობის ძალადობრივმა და ქვეყნისათვის დამაზიანებელმა პოლიტიკამ 1988 წლის არეულობას დაუდო საფუძველი, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. მიანმარში დემოკრატიის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების სერია დაიწყო, რომელიც [[აჯანყება 8888]]-ის სახელწოდებითაა ცნობილი. სამართალდამცავებმა პროტესტის დარბევისას ათასობით ადამიანი მოკლეს. გენერალმა [[სო მაუნგი|სო მაუნგმა]] პუტჩი მოაწყო და სამართლისა და წესრიგის აღდგენის სახელმწიფო საბჭო ჩამოაყალიბა, რომელმაც 1988 წელს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 1989 წელის 18 ივნისს საბჭომ ქვეყნის ოფიციალურ ინგლისურ სახელწოდებად „მიანმარის კავშირი“ გამოაცხადა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიანმარი“-დან