მიანმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 126:
 
==გეოგრაფია==
მიანმარის ფართობი 678,500 კმ²-ია. ქვეყანა ჩ. გ. 9° და 29° და ა. გ. 92° და 102°-ს შორის მდებარეობს. 2011 წლის თებერვლის მონაცემებით, მიანმარში 14 შტატი და რეგიონი, 67 რაიონი, 377 ქალაქი, 2,914 საარჩევნო ოლქი და 68,290 სოფელია.
 
მიანმარს ჩრდილო-დასავლეთიდან ბანგლადეში და ინდოეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – [[ტიბეტის ავტონომიური რეგიონი]], ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ლაოსი და ტაილანდი. ქვეყანას სამხეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ბენგალის ყურე და ანდამანის ზღვა აკრავს. სანაპირო ხაზის სიგრძე 2,285 კილომეტრია, რაც მიანმარის საზღვრის საერთო სიგრძის ერთი მეოთხედია.
 
ქვეყნის ჩრდილოეთით [[ჩინეთ-ტიბეტის მთები]] მდებარეობს, რომელიც ბუნებრივი ბარიერის ფუნქციას ასრულებს და მიანმარს ჩინეთისგან გამოყოფს. ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია კაკაბო რაზი, რომელიც [[ზღვის დონიდან]] 5,881 მეტრზე მდებარეობს. მიანმარის უგრძესი მდინარეა [[ირავადა]], რომელიც 2,170 კილომეტრის სიგრძისაა და ანდამანის ზღვაში, მარტაბანის ყურეში ჩაედინება. მიანმარის მოსახლეობის უმრავლესობა ირავადას ხეობაშია დასახლებული.
 
===კლიმატი===
მიანმარის უდიდესი ნაწილი [[ჩრდილოეთის ტროპიკი|ჩრდილოეთის ტროპიკსა]] და [[ეკვატორი|ეკვატორს]] შორისაა მოქცეული. ქვეყანა აზიის [[მუსონები|მუსონების]] რეგიონში მდებარეობს. მის სანაპირო რეგიონებში წლიურად 5,000 მმ [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერული ნალექი]] ფიქსირდება. ეს რიცხვი დელტის რეგიონში 2,500 მმ, ხოლო ცენტრალური მიანმარის მშრალ ზონაში 1,000 მმ-ზე ნაკლებია. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში საშუალო ტემპერატურა 21 °C, ხოლო დელტისა და სანაპირო რეგიონებში 32 °C-ია.
 
==ხელისუფლება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიანმარი“-დან