მიანმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 139:
==საერთაშორისო ურთიერთობები==
მიანმარის საერთაშორისო ურთიერთობები, განსაკუთრებით კი დასავლეთის ქვეყნებთან, ისტორიულად დაძაბულობით გამოირჩეოდა. ეს მდგომარეობა ქვეყანაში 2010 წლის არჩევნების შემდეგ გატარებულმა რეფორმებმა გამოასწორა, როცა დიპლომატიური იზოლაცია და ეკონომიკური და სამხედრო სანქციები გაუქმდა. 2012 წლის 13 იანვარს აშშ-მ მიანმართან დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად განაახლა. ევროკავშირმა მიანმარს სანქციები დაუწესა, მათ შორის იარაღის ემბარგო, შეუწყვიტა სავაჭრო შეღავათები და ყველანაირი სახის დახმარება, გარდა ჰუმანიტარულისა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიერ დაკისრებულ სანქციებს მოჰყვა დემოკრატიული მოძრაობის მომხრეთა მიერ ბოიკოტი და პირდაპირი ზეწოლა უცხოურ კორპორაციების მიმართ, რის შედეგაც მიანმარი თითქმის ყველა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიამ დატოვა.
 
2013 წლის მაისში, თეინ შეინი თეთრ სახლში ბარაკ ობამას ეწვია. ამერიკის პრეზიდენტმა მას წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობის შეწყვეტა მიულოცა. პოლიტიკურმა ლიდერებმა შეხვედრაზე პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების, პოლიტიკურ რეფორმათა და კანონის უზენაესობის ინსტიტუციონალიზაცისაა და ეთნიკური კონფლიქტების დასრულების საკითხები განიხილეს. 21 მაისს მათ ორმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიანმარი“-დან