მიანმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 111:
 
2012 წელს მიანმარში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ, დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ გაიმარჯვა, რასაც მთავრობის მიერ გარკვეული კანონების გაუქმებამ შეუწყო ხელი. პარტიამ 45-დან 43 მანდატი მოიპოვა. 2012 წლის რიგგარეშე არჩევნები იყო პირველი არჩევნები მიანმარში, რომლებშიც საერთაშორისო წარმომადგენლებს კენჭისყრის პროცესში მონიტორინგის უფლება მიეცათ.
 
===2015 წლის საყოველთაო არჩევნები===
2015 წლის 8 ნოემბერს მიანმარში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ მოიპოვა. მიანმარის კონსტიტუცია კრძალავს ამ პარტიის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის პრეზიდენტად ყოფნას, შესაბამისად იგი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი გახდა.
 
პარლამენტი ახალი შემადგენლობით პირველად 2016 წლის 1 თებერვალს შეიკრიბა. ამავე წლის 15 მარტს მიანმარის პრეზიდენტად თინ ჩო იქნა არჩეული, რომელიც 1962 წლის პუტჩის შემდეგ, ქვეყნის პირველი არასამხედრო მმართველია. 6 აპრილს აუნ სან სუ ჩიმ სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა დააწესა.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიანმარი“-დან