მიანმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 107:
 
2010 წლის არჩევნების შემდეგ, მთავრობამ ქვეყნის ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასასვლელად მრავალი რეფორმა გაატარა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელთა მოტივებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს. მიანმარის მთავრობამ შემოიღო შერეული ეკონომიკური სისტემა, გაათავისუფლა 200-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი. ასევე შინაპატიმრობიდან გათავისუფლა პრო-დემოკრატთა ლიდერი აუნ სან სუ ჩი. დაარსდა ეროვნული ადამიანის უფლებათა კომისია, დასაშვები გახდა მშრომელთა გაერთიანებები და გაფიცვები, შესუსტდა ცენზურა საინფორმაციო საშუალებებზე.
 
2011 წლის დეკემბერში მიანმარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვია, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტსა და ყოფილ სამხედრო მეთაურს, თეინ სეინსა და ასევე ოპოზიციის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის შეხვდა.
 
2012 წელს მიანმარში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ, დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ გაიმარჯვა, რასაც მთავრობის მიერ გარკვეული კანონების გაუქმებამ შეუწყო ხელი. პარტიამ 45-დან 43 მანდატი მოიპოვა. 2012 წლის რიგგარეშე არჩევნები იყო პირველი არჩევნები მიანმარში, რომლებშიც საერთაშორისო წარმომადგენლებს კენჭისყრის პროცესში მონიტორინგის უფლება მიეცათ.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიანმარი“-დან