აღმოსავლეთი ტიმორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა
დმატებულია კონკრეტული პუნქტები
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი}}{{ინფოდაფა ქვეყანა|
|მშობლიური_სახელი = Repúblika Demokrátika Timór Lorosa'e<br />República Democrática de Timor-Leste
|სრული_სახელი = აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა
ხაზი 25:
|ფართობი = 15 410
|წყალი_% =
|სავარაუდო_მოსახლეობა = 1 115183 000643
|სავარაუდო_მოსახლეობა_რანგი = 155-ე
|მოსახლეობა_სავარაუდოდ_წელს = 20052015
|მოსახლეობის_ცენზი =
|მოსახლეობის_ცენზი_წელს =
ხაზი 52:
|სქოლიო =
}}
'''აღმოსავლეთი ტიმორი''' ან '''აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა''' – სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ში. უჭირავს კუნძულ [[ტიმორი]]ს აღმოსავლეთი ნაწილი და [[ექსკლავი]] კუნძულის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქი [[დილი]]. სამხრეთ მეზობელია ავსტრალია და ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან ტიმორის ზღვით. ქვეყნის ტერიტორია დაახლოებით მოიცავს 15 007 კვადრატულ კილომეტრს.
 
მე-16 საუკუნეში, აღმოსავლეთ ტიმორი, კოლონიზირებულ იქნა [[პორტუგალია|პორტუგალიის]] მიერ და ცნობილი იყო, როგორც პორტუგალიის ტიმორი, 1975 წლის 28 ნოემბრამდე, როცა რევოლუციურმა ფრონტმა, აღმოსავლეთ ტიმორის ტერიტორია, დამოუკიდებლად გამოაცხადა. ცხრა დღის შემდეგ, [[ინდონეზია|ინდონეზიელი]] სამხედროები შეიჭრნენ და მოახდინეს ტერიტორიის [[ოკუპაცია]]. შემდეგ წელს, ინდონეზიის 27-ე პროვინციად გამოცხადდა. ინდონეზიური ოკუპაცია ხასიათდებოდა უაღრესად ძალადობრივი კონფლიქტებით, სეპარატისტულ ჯგუფებსა და ინდონეზიის სამხედროებს შორის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.
 
1999 წელს, ''გაეროს თვითგამორკვევის აქტის'' ფარგლებში, ინდონეზიამ ტერიტორიის კონტროლზე უარი თქვა. როგორც 'ტიმორ ლესე', იგი გახდა 21-ე საუკუნის პირველი სუვერენული სახელმწიფო, 2002 წლის 20 მაისს და შეუერთდა [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაეროს]] და [[პორტუგალიური ენების ქვეყნების საზოგადოებას.]] 2011 წელს, ტიმორმა დააანონსა, [[სამხრეთ-აზიის ერების ასოციაცია|სამხრეთ-აზიის ერების ასოციაციის]] (ASEAN), მე-11 წევრად გახდომა.
 
== ეტიმოლოგია ==
'ტიმორი' მომდინარეობს 'ტიმურიდან', მალაური სიტყვიდან 'აღმოსავლეთი' ('East'), რომელიც ტიმორზე ჩაიწერეს პორტუგალიელებმა. თარგმანში, ტავტოლოგიური ტოპონიმია, რაც ნიშნავს 'აღმოსავლეთი აღმოსავლეთი' ('east east'). პორტუგალიურად 'ტიმორ-ლესტე' (ლესტე მომდინარეობს სიტყვიდან 'აღმოსავლეთი'), ტეტუმზე 'ტიმორ ლოროსა' ('ლოროსა' ნიშნავს 'აღმოსავლეთი' ან 'ამომავალი მზე'). ინდონეზიაში, ქვეყანას 'ტიმორ ტიმურს' ეძახიან, რაც მომდინარეობს კუნძულის სახელწოდების ფორმირებიდან.
 
ოფიციალური, საკონსტიტუციო სახელია ''<nowiki/>'ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა''<nowiki/>', ინგლისურად. პორტუგალიურად : '<nowiki/>''República Democrática de Timor-Leste''<nowiki/>', ხოლო ტეტუმზე '<nowiki/>''Repúblika Demokrátika Timór-Leste '''
 
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგაზინაციის (ISO), დადგენილი ოფიციალური შემოკლებული ფორმაა 'ტიმორ-ლესე', რომელიც მიღებულია გაეროს<nowiki/>[[ევროპის კავშირი|, ევროკავშირი]]<nowiki/>ს და ა.შ მიერ.
 
== ისტორია ==
Line 72 ⟶ 83:
 
საბოლოოდ, [[1999]] წელს, გაერომ ინდონეზია აიძულა აღმოსავლეთ ტიმორში სამშვიდობო ძალების შეყვანას დასთანხმებოდა. შეიარაღებული დაპირისპირება შეწყდა, გაეროს ცისფერჩაფხუტიანებმა დაპირისპირებული მხარეები დააშორეს და რეფერენდუმის ჩასატარებელ სამზადისს შეუდგნენ. იმავდროულად გაეროში შეიქმნა აღმოსავლეთ ტიმორის საქმეთა სამმხრივი კომისია, რომელშიც ინდონეზიის, პორტუგალიისა და „აღმოსავლეთ ტიმორის გათავისუფლების ფრონტის“ წარმომადგენლები შევიდნენ. ინდონეზიის პრეზიდენტი ჰაბიბი იძულებული გახდა რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა განეცხადებინა და ჯარებიც გაეყვანა. [[2001]] წლის აგვისტოში, როცა აღმოსავლეთ ტიმორი უკანასკნელმა ინდონეზიელმა ჯარისკაცმაც დატოვა, გაიმართა რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 70 %-მა ხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა. აღმოსავლეთ ტიმორი პირველად ცნო ყოფილმა მეტროპოლიამ - პორტუგალიამ, შემდეგ კი ინდონეზიამ.
 
== პოლიტიკა და მთავრობა ==
აღმოსავლეთ ტიმორის რესპიბლიკას მართავს პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აღმასრულებელი უფლებამოსილება, გარკვეულწილად შეზღუდული აქვს, მას შეუძლია პრემიერ მინისტრისა და მთავრობის დანიშვნაზე ვეტოს დადება. არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ მინისტრს და ამ უკანასკნელის წინადადებით, მინისტრთა კაბინეტს. პრემიერ მინისტრი მთავრობის მეთაური და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეა.
 
აღმოსავლეთ ტიმორის ერთპალატიანი პარლამენტი, არის ეროვნული პარლამენტი, რომლის წევრებიც, 5 წლიანი ვადით ირჩევიან, ხმის მიცემის წესით. ადგილების რაოდენობაა 52 დან 65 მდე. აღმოსავლეთ ტიმორის კონსტიტუცია, შექმნილია პორტუგალიურ მოდელზე. ქვეყანა ჯერაც ადმინისტრაციული და სამთავრობო უწყებების მშენებლობის პროცესშია. სამთავრობო უწყებებში შედის : ''ტიმორ-ლესტის' ეროვნული პოლიცია, აღმოსავლეთ ტიმორის სახელმწიფო და შიდა ადმინისტრაციული სამინისტრო, ტიმორ-ლესეს სამოქალაქო ავიაციის სამმართველო და ტიმორ-ლესეს სამიგრაციო დეპარტამენტი.''
 
== ადმინისტრაციული დანაყოფები ==
აღმოსავლეთ ტიმორი დაყოფილია 13 მუნიციპალიტეტად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა 65 ადმინისტრაციულ პუნქტად, 442 საქარო (სოფელი) და 2.225 ალდეიები (ჰამლეტები).
 
* [[ოკუსი-ამბენოს ოლქი]]
* [[ლიკისის ოლქი]]
* [[დილის ოლქი]]
* [[მანატუტუს ოლქი]]
* [[ბაუკაუს ოლქი]]
* [[ლაუტენის ოლქი]]
* [[ბობონარუს ოლქი]]
* [[ერმერის ოლქი]]
* [[აილეუს ოლქი]]
* [[ვიკეკეს ოლქი]]
* [[კოვა-ლიმის ოლქი]]
* [[აინარუს ოლქი]]
* [[მანუფაის ოლქი]]
 
== გეოგრაფია ==
აღმოსავლეთ ტიმორი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ტიმორის კუნძული, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საზღვაო სივრცეს ეკუთვნის.კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს [[ომბაის სრუტე]], [[უტერის სრუტე]] და დიდი [[ბანდის ზღვა|ბანდის ზღვა.]] ტიმორის ზღვა, კუნძულს ჰყოფს, სამხრეთით მდებარე ავსტრალიისგან. დასავლეთით მდებარეობს ინდონეზიის პროვინცია- აღმოსავლეთ ნუსა თენგარა. აღმოსავლეთ ტიმორს ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა აქვს, სიდიდით 70 326 კვადრატული კილომეტრი.
 
ქვეყნის უმეტესი ნაწილი მთიანია, უმაღლესი წერტილია ტატამაილაუ (ასევე ცნობილი როგორც რამელაუს მთა), 2 963 მეტრი. დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და მთავარი ნავსადგურია [[დილი]], ხოლო სიდიდით მეორე ქალაქია [[ბაუკაუს ოლქი|ბაუკაუ]].
 
აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია მოიცავს პაიტჩას ქედსა და ირა ტალას ტბის ნაწილებს, რომელიც შეიცავს ქვეყნის პირველად ტერიტორიებს, ''ნინო კონის სანტანას ეროვნული პარკი''. აქ განთავსებულია ქვეყნის ტერიტორიის შიგნით არსებული ტროპიკული ტყეები, იშვიათი ჯიშის ცხოველები და მცენარეები. ჩრდილოეთ სანაპირო ხასიათდება მარჯნის რიფების სისტემით.
 
=== კლიმატი ===
აღმოსავლეთ ტიმორში გავრცელებულია ტროპიკული, ნოტიო და მშრალი კლიმატი. ხასიათდება წვიმიანი და მშრალი სეზონით.
 
== ეკონომიკა ==
აღმოსავლეთ ტიმორის საბაზრო ეკონომიკა, დამოკიდებულია რამდენიმე საქონლის ექსპორტზე, როგორიცაა ყავა, მარმარილო, ნავთობი და სანდლის ხე. ექსპორტი, 2011 წლისთვის დაახლოებით 10% ით გაიზარდა, ხოლო 2012 წლისთვის არსებული ზრდის კურსი შეინარჩუნა. აღმოსავლეთ ტიმორის ამჟამინდელი, ძირითადი შემოსავალი ოფშორული ნავთობისა და გაზის მარაგებიდან მოდის, თუმცა ამ შემოსავლის გარკვეული ნაწილი, სოფლების განვითარებაზე იხარჯება, რომლებიც ჯერ კიდევ საარსებო სამეურნეო საქმიანობას ეყრდნობა. 2012 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.
 
'ტიმორ-ლესეს ნავთობის ფონდი', 2005 წელს შეიქმნა და 2011 წლისთვის, 8,7 მლრდ აშშ $ ს მიაღწია. ა''ღმოსავლეთ ტიმორის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა,'' ქვეყნის ეკონომიკა, შეაფასა როგორც 'მსოფლიოში ყველაზე ნავთობ-დამოკიდებული ეკონომიკა'.
 
ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებულია სამთავრობო ხარჯებზე, მცირე დოზით უცხოელი ინვესტორების დონაციაზეც. კერძო სექტორის განვითარება შეფერხებულია ადამიანური რესურსის დეფიციტის, ინფრასტრუქტურის სისუსტის, არასრული იურიდიული სისტემისა და მარეგულირებლების არაეფექტურობის გამო. ნავთობის შემდეგ, სიდიდით მეორე საექსპორტო საქონელია ყავა, რომელიც წელიწადში 10 მლნ აშშ $-მდე გამოიმუშავებს, [[Starbucks|''სტარბაქსი'']] კი მთავარი შემსყიდველია.
 
2012 წელის მოსავალზე, 9 000 ტონა ყავა, 108 ტონა დარიჩინი და 161 ტონა კაკაო იქნა მიღებული. შედეგად ქვეყანა მე-40ადგიზლეა ყავის , მე-6 ადგილზე დარიჩინის, ხოლო 50-ე ადგილზე კაკაოს წარმოებით.
 
2010 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიით სარგებლობს, ქალაქური ოჯახების 87.7% (321 043 კაცი) და სოფლის ოჯახების 18.9% (821 459 ადამიანი) სარგებლობს, საერთო ჯამში, სრული მოსახლეობის 38.2%.
 
აღმოსავლეთ ტიმორის აქტიური მოსახლეობის 80% სასოფლო-სამეურნეო სექტორშია დასაქმებული.
 
[[მსოფლიო ბანკი|მსოფლიო ბანკის]] , ''მოქმედი ბიზნესები 2013'' - ის დასკვნაში, არმოსავლეთ ტიმორი 169-ე ადგილს იკავებდა, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. 'საკუთრების აღრიცხვის', 'კონტრაქტების აღსრულების' და 'გადახდისუნარიანობის მოგვარების' საკითხებში, ქვეყანა ბოლო ადგილს იკავებს.
 
=== ტურიზმი ===
აღმოსავლეთ ტიმორში ტურიზმი ნაკლებადაა განვითარებული და მისი ეკონომიკური წვლილიც მცირეა. 2017 წელს ქვეყანას 75 000 ტურისტი ესტუმრა. ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის ზრდამ, გამოიწვია სასტმროებისა და კურორტების რაოდენობის ზრდა, ასევე მთავრობამ გადაწყვიტა, დილიში არსებულ საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში ჩაედო ინვესტიცია.
 
აღმოსავლეთ ფაქტორში რისკი/საფრტხე ტიროსტებისთვის დაბალია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნულოვანი ტერორისტული თავდასხმები, გზების უსაფრთხოების ხელშეწყობა და დაბალი კრიმინალური შემთხვევები შეინიშნება. ტურისტებისთვის უარყოფით ფატორად მხოლოდ გაუმართავი გზები რჩება.
 
== დემოგრაფია ==
2015 წლის აღწერის მონაცემებით, აღმოსავლეთ ტიმორში 1 183 643 ადამიანი ცხოვრობდა. ქვეყანა მრავალი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის მაცხოვრებლებისგან შედგება, რომელთა უმეტესობაც, ავსტრონეზიური და მელანეზიურ/პაპაუნი წარმოშობისაა. მალაო-პოლინეზიური ეთნიკური ჯგუფის უდიდესი ნაწილი ''ტეტუმები'' არიან (100 000 ადამიანი),ძირითადად ჩრდილოეთ სანაპიოზე და დილის შემოგარენში, ''მამბაი'' (80 000), ცენტრალურ მთებში, ''ტეკუდედე'' (63 170), მაუბარასა და ლაქუიჩას გარშემო, ''გალოლი'' (50 000), მამბასა და მაკესეეს ტომებს შორის, ''ქემაკი'' (50 000), ჩრდილო-ცენტრალური ტიმორის კუნძულზე და ''ბაიკენო'' (20 000), პანტე მაკასარის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
პაპუანური წარმოშობის ძირითადი ტომები მოიცავს ''ბუნაკს'' (84 000), ტიმორის კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ''ფატალუკუ'' (40 000), კუნძულის აღმოსავლეთით, ლოსპალოსის მახლობლად და ''მაკასა'' (70 000), კუნძულის აღმოსავლეთ ბოლოში. პორტუგალიის ეპოქაში გავრცელებული ინტერაქციული ქორწინებების შედეგად, არსებობს აღმოსავლეთ ტიმორისა და პორტუგალიის ნაზავი წარმოშობის ხალხი, რომლებიც პორტუგალიაში ცნობილები არიან, როგორც ''მესტიოები''. გვხვდება ჩინური უმცირესობაც, რომლის უმეტესი ნაწილიც შედგება ''ჰაკგასგან''.1970-იან წლებში, ბევრმა ჩინელმა დატოვა აქაურობა.
 
=== ენები ===
 
==== მიმოხილვა ====
აღმოსავლეთ ტიმორში ორი ოფიციალური ენა აქვთ : პორტუგალიური და ტეტუმი. იყენებენ ინგლისურსაც და ინდონეზიურსაც. ტეტუმი მიეკუთვნება, ავსტრიის ინდონეზიურ ენათა ოჯახს, რომელზედაც საუბრობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანეთის ნაწილებში.
 
2015 წლის შედეგად, ყველაზე მეტად გავრცელებული სასაუბრო ენებია : ტეტუმ პრასა (მშობლიური ენა, მოსახლეობის 30.6%), მამბაი (16.6%), მაკასაი (10.5%), ტეტუმ ტერიკი (6.05%), ბაიკენუ (5.87%), კემაი (5.85%), ბუნაკი (5.48%), ტოქოდედე (3.97%) და ფატალუკუ (3.52%). ძირძველ ენებზე 10.47% საუბრობდა, ხოლო 1.09% უცხოურზე.
 
ინდონეზიური მმართველობისას, პორტუგალიურის გამოყენება აკრძალული იყო, სამთავრობო ოფისებში, სკოლებდა და საზოგადოებრივ ბიზნესებში მხოლოდ ინდონეზიურ ენა გამოიყენებოდა. ინდონეზიური ოკუპაციის პერიოდში, ტეტუმი და პორტუგალიური მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ელემენტი იყო აღმოსავლეთ ტიმორის ხალხისთვის, რომლებიც ინდონეზიურ კულტურას ეწინააღმდეგებოდნენ. ამ მიზეზით იქნა მიღებული ორი ოფიციალური ენა.
 
ინდონეზიური და ინგლისური ენები სამუშაო ენებადაა განსაზღვრული. 2012 წელს, პორტუგალიურ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი, მოსახლეობის 35%-ს შეეძლო, ეს ნამდვილად დიდი პროგრესი იყო, რადგან 2006 წლის გაეროს მონაცემებით, ასეთი ადამიანები, ტიმორის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეადგენდნენ. პორტუგალიური ენა მეტად პოპულარიზებულია, ის ბოლო პერიოდში ტიმორის მთავარ ენად იქცა და ისწავლება სკოლების უმეტესობაში. დადგენილია, რომ ინგლისური ესმის მოსახლეობის 31.4%-ს. აღმოსავლეთ ტიმორი, პორტუგალიური ენების ქვეყნების საზოგადოებისა და ლათინური კავშიწის წევრი ქვეყანაა.
 
ტეტუმის გარდა, ეთნოლოგები ასახელებენ შემდეგ ძირძველ ენებს : ადაბე, ბაიკენო, ბუნაკ, ფატალუკუ, გალოლი, ჰაბუნი, იდატე, კაირუი-მიდიკი, კემაკ, ლაკალეი, მაკასაე, მაკუვ'ა, მამბაე, ნაუეტე, ტუკუდედე და ვაიმა'ა. სამყაროში არსებული საფრთხის ქვეშ მყოფი ენების სიაშია, აღმოსავლეთ ტიმორის ექვსი ენა : ადაბე, ჰაბუ, კაირუი-მიდიკი, მაკუვა'ა, ნაუეტე და ვაიმა'ა.
 
==== პორტუგალიური ====
დადგენილია, რომ მოსახლეობის 70% დან 80%მდე, შეუძლია პორტუგალიურად საუბარი. მოსახლეობის დაახლოებით 40%, ყოველდღიურად იყენებს პორტუგალიურს სასაუბროდ. ენას უმეტესად იყენებენ დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის 75%, ყოველდღიურად საუბრობს პორტუგალიურად. სოფლად, მოსახლეობის 30% საუბრობს პორტუგალიურად.
 
ენა აქტიურად გამოიყენება აღმოსავლეთ ტიმორის კომერციულ, ფინანსურ და ადმინისტრაციულ სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ასევე იყენებს ტეტუმს, კომპანიების უმრავლესობა, პორტუგალიურს ანიჭებს უპირატესობას.
 
პორტუგალიისა და ბრაზილიის ხელშეწყობიით, აღმოსავლეთ ტიმორში, სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს პორტუგალიურად. მოსახლეობის 90% სახელებისა და გვარების გათვალისწინებით პორტუგალიელია.
 
სავარაუდოა, რომ 2025 წლისთვის, მოსახლეობის 90%-ს შეეძლება პორტუგალიურის თავისუფლად ფლობა.
 
=== განათლება ===
2010 წელს, აღმოსავლეთ ტიმორში, ზრდასრულთა წიგნიერების მაჩვენებელი 58.3% იყო, მაჩვენებელი პროგრესირებულია, გამომდინარე იქედან რომ 2001 წელს, ზრდასრულთა წიგნიერების მაჩვენებელი 37.6% იყო. პორტუგალიური მმართველობის დასასრულს, გაუნათლებელთა მაჩვენებელი, მოსახლეობის 95% იყო.
 
ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტია, აღმოსავლეთ ტიმორის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ასევე აქ არის ოთხი კოლეჯი.
 
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტეტუმმა და ინდონეზიურმა, საკუთარი ფუნქცია დაკარგეს და სასწავლო მნიშვნელობა პორტუგალიურს მიენიჭა. ინდონეზიურმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა განათლებაში, ცნობილია რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების 73.7% იყენებდა მას, თუმცა 2005 წლიდან ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რადგან მათი უმეტესობა უკვე პორტუგალიურს იყენებდა.
 
ფილიპინელებმა, ფილიპინელი მასწავლებლები, აღმოსავლეთ ტიმორში გააგზავნეს, ინგლისურის სწავლის მიზნით, რათა ორ ქვეყანას შორის წამოწყებულ პროგრამას, ხელი შეუწყონ. პროგრამა ითვალისწინებს აღმოსავლეთ ტიმორიდან ინგისური ენის მცოდნე სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამებზე მიღებას, ფილიპინებში.
 
=== რელიგია ===
2015 წლის აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, რელიგიური შემადგენლობა ასე იყო გადანაწილებული : რომაელი კათოლიკეები 97.57%, პროტესტანტები 1.96%, მაჰმადიანი 0.24%, ტრადიციული 0.08%, ბუდისტური 0.05%, ინდუისტი 0.02% და სხვა რელიგიები 0.08%. 2016 წელს, დემოგრაფიული და ჯანმრთელობის კვლევის პროგრამის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა ასე გადანაწილდა : კათოლიკეები 98.3%, პროტესტანტები 1.2% და მუსულმანები 0.3%.
 
== კულტურა ==
აღმოსავლეთ ტიმორის კულტურა, უამრავი სხვა კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუტრებით პორტუგალიური, რომაული კათოლიკური და ინდონეზიური. ტიმორის ძირძველი კულტურებია ძველი ავსტრიული და მელანეზიური.
 
=== ხელოვნება ===
ქვეყანაში პოეზიის მძლავრი კულტურა არსებობს. მაგ. პრემიერ მინისტრი Xanana Gusmão, გამორჩეული პოეტია.
 
არქიტექტურა, ძირითადად პორტუგალიური შენობებისგან შედგება, თუმცა აღმოსავლეტ რეგიონში ტრადიციულ ტოტემურ შენობებსაც ვხვდებით. მსგავსი არქიტექტურა, ცნობილია როგორც 'უმა ლულიკ' ('წმინდა სახლები'), ტეტუმზე და 'ლი ტეინუს' ('ფეხის სახლები'), ფატალუკუში. გავრცელებულია ხელოსნობა და ტრადიციული შარფების ქსოვა.
 
ტიმორში აუდიოვიზუალური მასალის ვრცელი კოლექცია აქვთ.
 
==== თეატრი და სატელევიზიო დრამა ====
2009-10 წლებში, აღმოსავლეთ ტიმორში იღებდნენ, ავსტრალიურ ფილმს 'ბალიბო' და სამხრეთ კორეულ ფილმს 'შიშველი ოცნება'. 2013 წელს, გამოვიდა პირველი აღმოსავლეთ ტიმორული მხატვრული ფილმი 'ბითრიზის ომი'. მომდევნო ორი მხატვრული ფილმი, 2017 წლის 30 ივლისს გამოვიდა, სატელევიზიო ქსელის მეშვეობით. 2010 წელს კი პირველი ადგილობრივი სატელევიზიო დრამა გამოუშვეს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.timor-leste.gov.tl/ მთავრობის ოფიციალური საიტი]
* [https://www.cia.gov/library/publications/world-leaders-1/world-leaders-t/timor-leste.html ქვეყნის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრები]
* [http://www.statistics.gov.tl/category/publications/census-publications/ ეროვნება, მოსახლეობა და რელიგია] ტიმორ-ლესტის მთავრობა, 2015 წელი.
* [https://books.google.ge/books?id=WRpHAAAAQBAJ&pg=PA281&lpg=PA281&dq=east+timor+maubere&redir_esc=y#v=onepage&q=east%20timor%20maubere&f=false ''No Return, No Refuge: Rites and Rights in Minority Repatriation'']
* [https://whc.unesco.org/en/news/1625/ the world heritage convention has entered into force for Timor-leste]
* [https://visiteasttimor.com/legend-history-timor-leste/ The legend and History of Timor-leste]
 
== ლიტერატურა ==