სან-სალვადორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 59:
 
===ტოპოგრაფია===
[[File:Panoaa8.jpg|thumb|სან-სალვადორის ვულკანის ძირში მდებარე ქალაქი სან-სალვადორი]]
[[File:Boquerón crater.jpg|thumb|ელ-ბოკურონის [[კრატერი]], სან-სალვადორი]]
სან-სალვადორი განლაგებულია მეტად მთიან რელიეფზე. მუნიციპალიტეტში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც შედარებით სწორ ადგილს ვხვდებით. ამ ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებს იზიარებს ქალაქის მეზობელი მუნიციპალიტეტები და ლა-ლიბერტატის დეპარტამენტი.
 
ყველაზე საუცხოო ტოპოგრაფიული ობიექტი, რომელიც სან-სალვადორიდან და მისი მიმდებარე დეპარტამენტებიდანაც ჩანს, 1,893 მეტრი სიმაღლის [[ბოკურონის ვულკანი]]ა. [[ბალზამის კორდილიერები]]ს (''ბალზამის მთის ქედი'') იმ ნაწილის საშუალო სიმაღლე, რომელიც მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1,030 მეტრია. მთიანეთს ''ბალზამის კორდილიერები'' დაერქვა მიროქსილონის ბალზამის ხეების, ცენტრალურ და სამხრეთ ამრიკაში გავრცელებული ხის ჯიშის, გამო. აღნიშნულ ხეს ხშირად უწოდებენ ''კუინას'', ან ''ბალზამოს''; დასავლეთ სამყაროში ცნობილია, როგორც პერუს ბალზამისა და ტოლუ ბალზამის მთავარი წყარო. სალვადორი არის აღნიშნული ფისოვანი მასების მთავარი ექსპორტიორი; მას ჯერ კიდევ ხელით მოიპოვებენ.
 
''El Cerro de San Jacinto'', იგივე სან ჯასინტოს მთა მდებარეობს მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ საზღვართან; გარდა სან-სალვადორის ტერიტორიისა, იგი მდებარეობს [[სოიაფანგო]]ს, [[სანტო-ტომასი]]სა და [[სან მარკო (სალვადორი)|სან-მარკოს]] ტერიტორიებზე. მწვერვალი მდებარეობს ზღვის დონიდან 1,153 მეტრი სიმაღლეზე. გორა ოდესღაც ცნობილი იყო სან-ჯაკინტოს საბაგიროთი და მის მწვერვალზე მდებარე პარკით, მაგრამ ობიექტები საბოლოოდ მიატოვეს. ნიადაგის ტიპებში შედის [[რეგოსოლი]], [[ლატერიტული ნიადაგი]] და [[ანდოსოლი]], აგრეთვე [[ანდეზიტი|ანდეზიტებისა]] და [[ბაზალტი]]ს ქანებისგან მიღებული ნიადაგები.
 
===წყლის აუზი===
[[File:El Salvador - San Martin, Lake Ilopango - panoramio (1).jpg|thumb|ილოპაგოს ტბის ხედი]]
სან-სალვადორთან მდებარე უახლოესი მდინარეა 2.2 კილომეტრი სიგრძის ''Acelhuate''. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მდინარე მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არ შედის, იგი მაინც წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს სან-სალვადორსა და [[სოიაფანგო (ქალაქი)|სოიაფანგოს]] შორის. 1800-იანი წლების ბოლოსა და 1900-იანი წლების დასაწყისში მდინარე წყლის ერთ-ერთ რესურსს წარმოადგენდა, თუმცა დღესდღეისობით, ურბანიზაციის გამო, იგი დაბინძურებულია. ილოპაგოს ტბიდან გადის რამდენიმე პატარა ნაკადი; აგრეთვე გაყვანილია ძველი წყალსადენი სისტემა, თუმცა თავად მუნიციპალიტეტს წყლის ძირითადი საკუთარი აუზი არ გააჩნია.
 
მიუხედავად იმისა, რომ ილოპაგოს ტბა არ ეკუთვნის სან-სალვადორის მუნიციპალიტეტს, იგი კვლავ რჩება წყლის უახლოეს აუზად. ტბა ქალაქის ისტორიული ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. იგი ასევე არის უდიდესი წყლის ბუნებრივი რესურსი ქვეყანაში, რომლის ფართობია 72 კვადრატული კილომეტრია. რეგიონს ელექტროენერგიით კერონ გრანდეს ჰიდროელექტროსადგური ამარაგებს.
 
==დემოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სან-სალვადორი“-დან