სან-სალვადორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 53:
==გეოგრაფია==
[[File:Lago Ilopango desde Cojutepeque 2011.jpg|thumb|left|ილოპანგოს ტბისა და აღმოსავლეთ სან-სალვადორის ველის ხედი|250px]]
ქალაქი მდებარეობს ბოკურონის ვულკანის ველზე, სეისმურად აქტიურ ტერისოტირაზე. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 659 მეტრია; ქალაქის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1186 მეტრი სიმაღლეზეა, ხოლო უდაბლესი - 596 მეტრზე. მუნიციპალიტეტი გარშემორტყმულია ბუნებრივი ლანდშაფტებით: სამხრეთით - ''Cordillera del Balsamo'' (ბალზამის მთის ქედიკორდილიერები), დასავლეთით - ბოკურონის ვულკანი და ''Cerro El Picacho'' (მუნიციპალიტეტის უმაღლესი წერტილი, ზღვის დონიდან 1929 მეტრი სიმაღლეზეა). 1917 წელს ამოფრქვევის შემდეგ ელ ბოკურანოს ვულკანი მიძინებული იყო, თუმცა, იგი ახლახანს გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით მდებარეობს სან-ჯაკინტოს გორაკები და [[კალდერას ილოპანგოს ტბა]], უდიდესი წყლის ბუნებრივი აუზი 72 კვადრატული კილომეტრი ფართობით. ვულკანი კალდერა სეისმურად აქტიურია, თუმცა [[1880]] წლის შემდეგ არ ამოფრქვეულა.
 
===კლიმატი===
[[კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია|კიოპენის კლასიფიკაციის]] მიხედვით სან-სალვადორს აქვს [[ტროპიკული სავანის კლიმატი|ტროპიკული სველი და მშრალი კლიმატი]]; მთელი წლის განმავლობაში ქალაქში ცხელი ამინდია; საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ნოემბრიდან თებერვალის ჩათვლით სეზონური მშრალი ქარების გამო ამინდი სხვა სეზონებთან შედარებით გრილია; ამ პერიოდში საშუალო ტემპერატურა 22.2 გრადუსია. ყველაზე ცხელი თვე აპრილი და მაისია, პერიოდი, როცა მშრალ სეზონს (ნოემბრიდან აპრილამდე) წვიმების სეზონი (მაისიდან ოქტომბრამდე) ცვლის. აპრილსა და მაისში საშუალო ტემპერატურა 32.2 გრადუსია. ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, 38.5 გრადუსია, ხოლო უდაბლესი - 8.2 გრადუსი. წვიმების სეზონზე ხშირია ჭექა-ქუხილი, უმეტესად შუადღით და ღამით; დილით ცა იწმინდება და დღეც მზიანია მანამ, სანამ შუადღით შტორმი დაიწყება.
 
===ტოპოგრაფია===
სან-სალვადორი განლაგებულია მეტად მთიან რელიეფზე. მუნიციპალიტეტში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც შედარებით სწორ ადგილს ვხვდებით. ამ ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებს იზიარებს ქალაქის მეზობელი მუნიციპალიტეტები და ლა-ლიბერტატის დეპარტამენტი.
 
ყველაზე საუცხოო ტოპოგრაფიული ობიექტი, რომელიც სან-სალვადორიდან და მისი მიმდებარე დეპარტამენტებიდანაც ჩანს, 1,893 მეტრი სიმაღლის [[ბოკურონის ვულკანი]]ა. [[ბალზამის კორდილიერები]]ს (''ბალზამის მთის ქედი'') იმ ნაწილის საშუალო სიმაღლე, რომელიც მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1,030 მეტრია. მთიანეთს ''ბალზამის კორდილიერები'' დაერქვა მიროქსილონის ბალზამის ხეების, ცენტრალურ და სამხრეთ ამრიკაში გავრცელებული ხის ჯიშის, გამო. აღნიშნულ ხეს ხშირად უწოდებენ ''კუინას'', ან ''ბალზამოს''; დასავლეთ სამყაროში ცნობილია, როგორც პერუს ბალზამისა და ტოლუ ბალზამის მთავარი წყარო. სალვადორი არის აღნიშნული ფისოვანი მასების მთავარი ექსპორტიორი; მას ჯერ კიდევ ხელით მოიპოვებენ.
 
==დემოგრაფია==
Line 80 ⟶ 85:
===ტროპიკული შტორმი აგატა===
2010 წლის 27 მაისს, ხუთშაბათს, ტროპიკული შტორმი აგატა [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალური ამერიკის]] სანაპიროს დაატყდა თავს. მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში დაფიქსირდა ნალექის 0.91 მ რაოდენობა, რამაც გამოიწვია წყალდიდობები და ღვარცოფები. განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მიიღო ელ-პიკაჩომ და მონტებელომ.
 
==სან-სალვადორის ხედების ფოტო გალერეა==
<center>
<gallery perrow="6">
File:Estadio cuscatlan.jpg|კუსკატლანის სტადიონი
File:Atardecer de San Salvador desde Los Planes de Renderos.jpg|სან-სალვადორის ღამის ხედი
File:North San Salvador.JPG|ჩრდილო–დასავლეთ სან სალვადორი
File:Catedral de San Salvador.jpg|მეტროპოლიტენის ტაძარი
File:Revolution Monument San Salvador.JPG|რევოლუციის ძეგლი
File:105 campestre.jpg|ბინა-კოშკები სან სალვადორში
File:Torre futura.jpg|[[Torre Futura]], [[მსოფლიო სავაჭრო ცენტრი სან-სალვადორი|მსოფლიო სავაჭრო ცენტრ სან-სალვადორში]]
File:San Salvador.jpg| გმირების ბულვარი
File:Boulevard mosenor romero.jpg|მონსინიორ რომეროს ბულვარი ('''დიეგო დე ჰოლგინის ბულვარი''')
</gallery>
</center>
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სან-სალვადორი“-დან