ანრი ოხანაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45:
2008-2012 წლებში ის იყო სამეცნიერო მკვლევარი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“) სამეცნიერო სტიპენდიატი. მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით მონაწილეობდა ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ გერმანულ-ქართულ სამეცნიერო პროექტში სისხლის სამართალის მიმართულებით. 2008-2009 წლებში, როგორც ერთ-ერთმა სამეცნიერო შემსრულებელმა, მიიღო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტი: „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“. 2017 წლიდან არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია|საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის]] სამეცნიერო ჟურნალის „პოლიცია და უსაფრთხოება“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref> 2008, 2011-2012 წლებში იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელი“ (Netzwerk Ost-West) სამეცნიერო ხელმძღვანელი.<ref>[http://parliament.ge/ge/mp/5881 ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge]</ref>
 
===არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი:===
* „ევროკავშირის ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თაღლითობასთან ბრძოლის რეგულაციები ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით; საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან, კერძოდ, თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულ სამსახურთან (OLAF),” - ანრი ოხანაშვილი, (კრებული: ქართული სისხლის საპროცესო სამართალი ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენის ქვეშ, მერიდიანი, 2019);
* „ანგარიში ქართველ და გერმანელ სისხლის სამართლის პროფესორთა მეორე პროფესიული შეხვედრის შესახებ: „სისხლის სამართლის მეცნიერება გაერთიანებულ ევროპაში,“ - ანრი ოხანაშვილი/მარიო შუტცე, (გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი (DGStZ) 1/2016);<ref>[http://www.dgstz.de/storage/documents/vPFyLU6hsIP0PIfNHeSRazTyVhWJpKwYxwV3ryGG.pdf ანგარიში ქართველ და გერმანელ სისხლის სამართლის პროფესორთა მეორე პროფესიული შეხვედრის შესახებ]</ref>
* „თანაამსრულებლობის დასაბუთება მოქმედებაზე ფუნქციონალური ბატონობით,” - ანრი ოხანაშვილი, (გურამ ნაჭყებია - 75, საიუბილეო კრებული, მერიდიანი, 2016); “ევროპული სისხლის სამართალი,” მერაბ ტურავა/ სამეცნიერო თანამშრომლები: პროფ. ნინო გვენეტაძე, ასისტენტ-პროფ. ლავრენტი მაღლაკელიძე, ასისტენტ-პროფ. ანრი ოხანაშვილი, (მერიდიანი, თბილისი 2010);
* „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (ქართული და ზოგიერთი უცხოური კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი)”, (სამართლის ჟურნალი №2 2009).<ref>[https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Sam%20Jurn%20N2%202009.pdf ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი - სამართლის ჟურნალი #2, 2009]</ref>
 
===მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში:===
* 2015 წელი - სისხლის სამართლის ქართველ და გერმანელ მეცნიერ იურისტთა მეორე პროფესიულ შეხვედრაზე სახელწოდებით „სისხლის სამართლის მეცნიერება ერთიან ევროპაში“ Strafrechtswissenschaft in einem verienten Europa” წარადგინა მოხსენება თემაზე „პირის პირადი პასუხისმგებლობა (ავტონომიის პრინციპი) და მისი გავლენა შუალობით ამსრულებლობაზე“.<ref>[https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-cv/CV-Anri%20Okhanashvili-GEO.pdf თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ანრი ოხანაშვილის ბიოგრაფია]</ref>
* 2015 წელი - გერმანიის ქალაქ ვიტენბერგში მონაწილეობა მიიღო დოქტორანტების კოლოქვიუმში სახელწოდებით „გერმანული და ევროპული სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“ და გერმანულ ენაზე წარადგინა მოხსენება თემაზე „ორგანიზატორი vs. ამსრულებელი ორგანიზაციული სისტემის მეშვეობით?“ Organisator vs Organisationstäter (Zur Anpassung der Beteiligungsformen auf illegalen Organisationen nach deutschem und georgischem Strafrecht).<ref>[https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-cv/CV-Anri%20Okhanashvili-GEO.pdf თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ანრი ოხანაშვილის ბიოგრაფია]</ref>
* გერმანიის ქალაქ იენაში გამართულ გერმანულ-ქართულ სემინარზე გერმანულ ენაზე გააკეთა მოხსენება თემაზე „Kann man die Tötung von Menschen mit übergesetzlichen Gründen entschuldigen?“ („შესაძლებელია თუ არა განზრახ მკვლელობა ზეკანონური საფუძვლით გახდეს საპატიებელი?“)
* საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა თემას -საკანონმდებლო ცვლილებები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები ქართულ სისხლის სამართალში (სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები), წარადგინა მოხსენება თემაზე „თანაამსრულებლობის დასაბუთება მოქმედებაზე ფუნქციონალური ბატონობით“.<ref>[https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-cv/CV-Anri%20Okhanashvili-GEO.pdf თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ანრი ოხანაშვილის ბიოგრაფია]</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==