იზაბელა ანჟულიმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
=== ინგლისის დედოფალი ===
[[ფაილი:Armoiries Isabelle d'Angoulême.svg|მარცხნივ|მინი|234x234პქ|იზაბელას გერბი ინგლისის დედოფლობისას]]
1200 წლის 24 აგვისტოს ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე [[ჯონ უმიწაწყლო|ჯონ უმიწაწყლოს]], რომელსაცრომელიც პირველ ცოლს, [[იზაბელ გლოსტერელი|იზაბელ გლოსტერელს]] 1199 წელს გაეყარა, ისე რომ შვილები არ ჰყოლიათ. ამრიგად იზაბელა ინგლისის დედოფალი გახდა. სულ რაღაც ორ წელიწადში, 1202 წელს მამამისი, გრაფი აიმერი გარდაიცვალა, რის შედეგადაც იზაბელა ანჟულემის გრაფინია გახდა. იზაბელა 1200 წლის 8 ოქტომბერს უესტმინსტერის სააბატოში ინგლისის დედოფლად ეკურთხა. თავიდან იგი დანიშნული იყო ლა მარკის გრაფ ჰუგო X-ზე, თუმცა მას შემდეგ რაც ჯონმა ითხოვა მისი ხელი ჰუგოსთან ნიშნობა ჩაშალა. ამრიგად ინგლისელების კონტროლქვეშ მოექცა ანჟულემიც. ამ დროს ინგლისელები აკონტროლებდნენ ნახევარ საფრანგეთს, როგორიცაა ბრეტანი, ნორმანდია, აკვიტანია, გასკონია და ახლა უკვე ანჟულემსაც. ცხადია ამან საფრანგეთის მეფე [[ფილიპ II ოგიუსტი|ფილიპ II-]]<nowiki/>ის განრისხება და ინგლისთან ომის დაწყება გამოიწვია.
 
ჯონთან ქორწინებისას ქერა თმიანი და ცისფერ თვალება იზაბელა თავისი სილამაზით უკვე მთელს ევროპაში იყო სახელგანთქმული. მას შუა საუკუნეების ისტორიკოსები, საოცარი სილამაზის გამო ხშირად [[ელენე|ელენესაც]] უწოდებდნენ, ძველ ბერძნულ მითოლოგიაზე დაყრდნობით. იზაბელა ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო ვიდრე ჯონი, თუმცა მეფეს ძალიან მოსწონდა თავისი მეუღლე. მათ ერთმანეთთან ახლო და რომანტიული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ჯონი მას პოლიტიკასთან ახლოსაც არ აკარებდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მეფე არასწორად მოიქცა. ჯონი ცნობილი გახდა, როგორც სუსტი, უხეში და უპასუხისმგებლო მმართველი, მან ფილიპ II-თან ბრძოლაში ყველა ფრანგული მიწა დაკარგა, გარდა აკვიტანიისა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იზაბელას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, დედა-დედოფალ ელეონორ აკვიტანიელთან.