პროტესტანტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 12:
XVI საუკუნის დასაწყისში გერმანიაში გავრცელდა ჰუმანისტური იდეოლოგია (ერაზმ როტერდამელი, იოჰან როიხლინი, ულრიჰ ფონ ჰუტენი), რომელიც ქრისტიანობის პირველსაწყისებთან დაბრუნებას ქადაგებდა. 1517 წელს გერმანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა გამოაკრა კათოლიციზმის და ინდუგლენციებით ვაჭირობის საწინააღმდეგო „95 თეზისი“ ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე, რამაც სათავე დაუდო ახალ მოძრაობას. გერმანიის პარალელურად ულრიჰ ცვინგლის ხელმძღვანელობით რეფორმაცია დაიწყო შვეიცარიაში. რადიკალი რეფორმატორებისა (თომას მიუნცერი, ჰანს ბულგენბაჰი) და კათოლიკების დაპირისპირებას გერმანიაში მოჰყვა ორწლიანი „გლეხთა ომი“ (1524-1526).
 
1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი ”პროტესტანტი”„პროტესტანტი“.
 
ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში [[ჰუგენოტების ომი|„ჰუგენოტების ომის“]]ს” სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.
 
რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა [[კათოლიკური ლიგა|„კათოლიკური ლიგა“]]. პროტესტანტებმა ’’[[ევანგელისტური კავშირი|„ევანგელისტური კავშირის“]]ს’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30„30 წლიან”წლიან“ (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.
 
== პროტესტანტიზმის ზოგადი მოძღვრება ==
ხაზი 35:
Solus Christus (მხოლოდ ქრისტე) - ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ყველა ზეციდან შობილი და მონათლული ქრისტიანი იღებს ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას და შეუძლია იქადაგოს სახარება. პროტესტანტობაში არ არსებობს დოგმატური განსხვავება „მღვდელსა“ და „საეროს“ შორის, ამიტომ ღვთისმსახურებს არა აქვთ თანამდებობა, მათ აქვთ მოვალეობა. ამგვარად უქმდება საეკლესიო იერარქია მისი ტრადიციული გაგებით. ამავე მიზეზის გამო არ არსებობს აღსარების საიდუმლო და ცოდვების პატიების რიტუალები, რომლებიც მღვდელმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის წინაშე გულწრფელ მონანიებას და ცოდვის მიტოვებას, როგორც შინაგანი მონანიების გარეგან დადასტურებას, პროტესტანტების აზრით ამ საშუამავლო მსახურებას ატარებს იესო ქრისტე და არა მღვდელი.
 
Soli Deo gloria (დიდება მხოლოდ ღმერთს) - ადამიანი რელიგიურ თაყვანს უნდა სცემდეს მხოლოდ ღმერთს, რადგანაც ის არის შემოქმედი და სულის ხსნა მიიღება მხოლოდ მისი ნებით და მოქმედებით. რადგანაც ღმერთი არის ”პირველი„პირველი და უკანასკნელი”უკანასკნელი“, მთელი დიდება ეკუთვნის მას და არა მის ქმნილებას.
 
== წესჩვეულებები და ღვთისმსახურება ==