ვილჰელმ I (ვიურტემბერგი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]].|5|07|2020}}
{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ვილჰელმ I
Line 31 ⟶ 30:
 
==== „აგრარის მეფე“ ====
1816 წლის 30 ოქტომბერს მამის გარდაცვალების შემდეგ ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I გახდა. ეს წელი ევროპის ისტორიაში განსაკუთრებული სიცივით გამოირჩევა და ცნობილია, როგორც „უზაფხულო წელიწადი“, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ვიურტემბერგის მდგომარეობა. ამას მოჰყვა 1817 წლის უმოსავლობაც, რამაც ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ ვილჰელმს ყოველთვის ჰქონდა პირადი ინტერესი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართ. იგი აქტიურად უწყობდა ხელს სოფლებში პირუტყვის მოშენებას, ფერმერებს კი დიდი ნაკვეთები დაუმტკიცა მემკვიდრეობით, რითაც მათი მუშაობა წაახალისა. მისი მმართველობის პერიოდში აყვავდა განადგურებული ვიურტემბერგული სოფლის მეურნეობა, რაც მრავალი ცხოველის მოშენებასა და ფერმების მომრავლებაში გამოიხატა.
 
1818 წლის 20 ნოემბერს ვილჰელმმა დააარსა ჰოენჰაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომელიც მოგვიანებით უნივერსტიტეტად გადაკეთდა. იმავე წლის 28 სექტემბერს მან სოფლის მეურნეობის ყოველწლიური ფესტივალი დააარსა, რომელიც კანშტატში დღემდე აღინიშნება.
 
მეფე ვილჰელმის ბრძანებით ვიურტემბერგში საზღვარგარეთიდან ჩაიყვანეს უამრავი ფუტკარი და ცხვარი. ასევე ცდილობდა, რომ ცხენებისათვის არაბული ტიპის სადგომები შეექმნა. მისი რეფორმების დამსახურებით გაუმჯობესდა ვაზის კულტურა და მეღვინეობაც. 1828 წელს დაფუძნდა მევენახეთა ასოციაცია, 1854 წელს კი მეღვინეების კონსორციუმი. მისივე ბრძანებით გაშენდა მრავალი ბაღი, რომლებშიც სპეციალურად მხოლოდ ეგზოტიკური მცენარეები ირვებოდა.
 
==== რელიგიური ტოლერანტობა ====
1819 წლის 27 აგვისტოს ვილჰელმმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც [[პიეტიზმი|პიეტისტების]] დევნა შეწყდა. მათ უფლება მიეცათ თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი რელიგიური რიტუალები და მეტიც, მათ პრივილეგიებიც მიანიჭა, მაგალითად: გაათავისუფლა გადასახადებისგან, გაათავისუფლა სამხედრო სამსახურისგან, მიეცათ სასამართლო პროცესზე ფიცზე უარის თქმის უფლება და ა.შ. ამით მან მოახერხა შეეჩერებინა გერმანელი პიეტისტების მასობრივი გადინება რუსეთსა და ამერიკაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ლუთერანულ, როგორც დომინანტურ ეკლესიასთან კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად შემდგომში მას მოუხდა [[ლუთერანობა|ლუთერანებთანაც]] წასულიყო დათმობაზე.
 
=== უკანასკნელი წლები და გარდაცვალება ===
მიუხედავად იმისა, რომ ვილჰელმის მმართველობა დადებითად ხასიათდება, ვინაიდან მის დროს ქვეყანა გამოვიდა ეკონომიკური კრიზისიდან, აღორძინდა სოფლის მეურნეობა და შეწყდა რელიგიური ნიშნით დევნა, 1848 წელს, როდესაც ევროპას რევოლუციურმა ტალღამ გადაუარა, ვიურტემბერგიც არ ყოფილა გამონაკლისი და აქ რევოლუციამ მალევე იფეთქა. განსხვავებით ბევრი მონარქისაგან, ვილჰელმი ტახტიდან არ გადამდგარა, თუმცა მოსახლეობასთან დათმობებზე წავიდა, რასაც 1849 წელს მოჰყვა ფრანკფურტის კონსტიტუციის ამოქმედება.
[[ფაილი:DH-Wilhelm I Familie.jpg|მინი|342x342პქ|ვიურტემბერგის სამეფო ოჯახი: ვილჰელმ I და დედოფალი პაულინა (თავში), კრონპრინცი კარლი (ცენტრში), პრინცესა სოფია (ცენტრში მარცხნივ), პრინცესა მარია (ცენტრში მარჯვნივ), პრინცესა კათარინა (ბოლოში მარცხნივ) და პრინცესა ავგუსტა (ბოლოში მარჯვნივ)]]
ვილჰელმ I გარდაიცვალა 1864 წლის 25 ივნისს შტუტგარტში, 82 წლის ასაკში, რის შემდეგაც ტახტს მისი ვაჟი, [[კარლ I (ვიურტემბერგი)|კარლ I]] იკავებს.
 
== ქორწინებები და შვილები ==