Amnesty International: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Cercvadze2001|Cercvadze2001]].|29|06|2020}}
[[ფაილი:Amnesty Candle.JPG|მინი|250პქ|Amnesty International-ის სანთელი]]
'''Amnesty International''' (საერთაშორისო ამნისტია), აგრეთვე ცნობილი როგორც '''Amnesty''' ან '''AI''' — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს. ის დიდ ბრიტანეთში [[1961]] წელს დაარსდა. AI ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამ უფლებების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან სხვადასხვა ქვეყნებში. ორგანიზაცია ახდენს საჯარო აზრის და ყურადღების მობილიზებას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე იმ მიზნითით რომ ზეწოლა მოახდინოს სამთავრობო ინსტიტუტებზე ამა თუ იმ ქვეყანაში რომლებიც ხელს უწყობენ, ახალისებენ ანდაც არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
ორგანიზაცია დაარსდა [[1961]] წელს, ქალაქ [[ლონდონი|ლონდონში]] ([[გაერთიანებული სამეფო]]), ადვოკატ პიტერ ბენენსონის სტატიის „დავიწყებული პატიმრების“ გამოქვეყნების შემდეგ. საერთაშორისო ამნისტიას [[1977]] წელს მიენიჭა [[ნობელის მშვიდობის პრემია]] მისი კამაპანიისათვის წამების წინააღმდეგ, ხოლო [[1978]] წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრემია ადამიანის უფლებების დარგში.
 
[[2013]] წლისათვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International შვიდ მილიონზე მეტ მხარდამჭერს მოითვლიდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და რეგიონში. მათ შორის 2 მლნ-ზე მეტი წევრი და ხუთ მილიონზე მეტი აქტივისტია.
Line 14 ⟶ 13:
[[1961]] წლის 28 მაისს გამომცემლობამ გამოაქვეყნა პიტერ ბენენსონის წერილი „დავიწყებული პატიმრები“. მასალამ მკითხველის ყურადღება მიაპყრო იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც „ციხეში იყვნენ, აწამებდნენ ან სიკვდილით დასაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი აზრი ან რელიგიური რწმენა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო.“ სხვაგვარად რომ ითქვას ეს არის [[ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია|ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის]] მე-18 და მე-19 მუხლების დარღვევა. სტატიაში ნათქვამია, რომ ასეთი დარღვევები გლობალურ ხასიათს ატარებს და ხდება პრესის თავისუფლების დარღვევის, პოლიტიკური ოპოზიციის უფლების და მიუკერძოებელი სასამართლოების დროული და ღია სასამართლო განხილვის პირობებში. პუბლიკაციაში გაცხადებული იყო „Appeal for Amnesty 1961“-ის დაწყება. მისი მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იმათ დასაცავად, ვისაც ბენენსონი სინდისის პატიმრებს უწოდებდა. აღნიშნული მიმართვა გადაბეჭდა მრავალმა საერთაშორისო გაზეთმა. ამავე წელს გამოვიდა პიტერ ბენენსონის წიგნი „დევნა — 1961“, რომელშიც საუბარი იყო რამდენიმე სინდისის პატიმარზე. 1961 წლის ივლისში მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ გასაჩივრება წარმოადგენდეს მუდმივი ორგანიზაციის მუშაობის საფუძველს.
 
[[1962]] წლის 30 სექტემბერს მან მიიღო ოფიციალური სახელწოდება „Amnesty International“ (Appeal for Amnesty 1961-ის კამპანიის დაწყებიდან [[1962]] წლის სექტემბრამდე ორგანიზაციას ერქვა უბრალოდ „Amnesty “„Amnesty“).
 
ეს ინიციატივა, რომელიც მოკლე განცხადებით დაიწყო, მალევე გადაიქცა საერთაშორისო მოძრაობად, რომლის მიზანი იყო თავისუფლების აღკვეთილი პირების დაცვა აზრის მშვიდობიანი გამოხატვისთვის და ადამიანის უფლებათა საყოველთა დეკლარაციის მე-18 და მე-19 მუხლების აღიარება მსოფლიოს მასშტაბით. Amnesty International-ის დაარსების დღიდან, კვლევებსა და კამპანიებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის საქმიანობაში. ორგანიზაციამ შექმნა ბიბლიოთეკა სინდისის პატიმრების დოკუმენტებისაგან და ადგილობრივი ჯგუფების ქსელი სახელწოდებით „სამეული“. ნებისმიერი ჯგუფი დაკავებული იყო სამი პატიმრის საქმით, თითოეული მათგანი წარმოადგენდა მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგიურ ბანაკს: კომუნისტური, დემოკრატიული და განვითარებადი ქვეყნები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Amnesty_International“-დან