ნიუ-იორკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 225:
აშშ-ში ქვეყნის სამი უმსხვილესი ყოველდღიური გაზეთიდან ორი ნიუ-იორკისაა — [[უოლ სტრიტ ჯორნალი]] და [[ნიუ-იორკ ტაიმსი]]. ქალაქის მთავარი ტაბლოიდი (ბულვარული) გაზეთები ნიუ-იორკ დეილი ნიუსი და ნიუ-იორკ პოსტი 1801 წელს დააფუძნა [[ალექსანდერ ჰამილტონი|ალექსანდერ ჰამილტონმა]]. ქალაქში ასევე გამოდის 270 გაზეთი 40 სხვადასხვა ენაზე. „ელ დიარიო ლა პრენსა“ ქალაქის უდიდესი ესპანურენოვანი ყოველდღიური გაზეთია და ასევე უძველესი ქვეყანაში. „ნიუ-იორკ ამსტერდამ ნიუსი“, რომელიც [[ჰარლემი|ჰარლემში]] გამოდის, წამყვანი აფროამერიკული გაზეთია. ვილიჯ-ვოისი უდიდესი ალტერნატიული ყოველკვირეულია.
 
სატელევიზიო ინდუსტრია ქალაქის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. ქვეყნის ოთხი ძირითადი ამერიკული სამაუწყებლო არხი [[ABC]], [[CBS Corporation|CBS]], [[Fox Broadcasting Company|FOX]] და [[National Broadcasting Company|NBC]], ყველა ნიუ-იორკიდანაა. მრავალ საკაბელო არხს, როგირცაა [[MTV]], [[Fox News]], [[HBO]] და [[Comedy Central]] ასევე ნიუ-იორკში აქვს ბინა. 2005 წელს 100-ზე მეტი სატელევიზიო შოუ ნიუ-იორკში იდგმებოდა.
 
ნიუ-იორკი ასევე არაკომერციული მედიის მნიშვნელოვანი ცენტრია. უძველესი საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხი აშშ-ში „მანჰეტენ ნეიბორჰუდ ნეტვორკია“, რომელიც 1971 წელს დაარსდა. WNET ქალაქის მთავარი საზოგადოებრივი ტელეარხია და ეროვნული ტელემაუწყებლობის მთავარი უზრუნველმყოფი. WNYC, საზოგადოებრივ რადიოსადგურს, აშშ-ში ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს.
 
=== აქცენტი ===
ნიუ-იორკის რეგიონს გამორჩეული მეტყველების თავისებურება ახასიათებს, რომელსაც ნიუ-იორკის დიალექტს უწოდებენ (ალტერნატიულად ბრუკლინული ან ნიუ-იორკული). მას ხშირად ერთ-ერთ ყველაზე ცნობად აქცენტად მიიჩნევენ ამერიკულ ინგლისურში. ამ დიალექტის კლასიკური ვერსია ევროამერიკული წარმომავლობის საშუალო და მუშა კლასის ხალხში ფიგურირებს, თუმცა ბოლო ათწლეულების არაევროპელ იმიგრანტთა მოზღვავებამ ამ გამორჩეულ დიალქტსაც კვალი დააჩნია. დიალექტის ყველაზე შესამჩნევი თვისება მისი ე.წ. უ-რ-ობაა. ტრადიციული ნიუ-იორკის რეგიონის აქცენტი არა-როტიულია, შესაბამისად ბგერა [ɹ] არ ფიგურირებს ხმოვნის ბოლოს ან თანხმოვნის წინ; შედეგად ვღებულობთ ქალაქის გამოთქმას როგორც „New Yawk“ (დაახ.: ნუ ჲოოკ). არ არის [ɹ] სიტყვებში როგორიცაა pork {{IPA|[pɔːk]}} (შემაღლებული ხმოვნით), butter [bʌɾə], ან here [hiə]. სხვა თვისებაში [ɔ] ხმოვნის ჟღერადობა სიტყვებში talk, law, cross, და coffee და ხშირად ჰომოფონური [ɔɹ]-ის ჟღერადობა სიტყვებში core და more უფრო აქცენტირებულია ვინემვიდრე ზოგად ამერიკულში.
 
ნიუ-იორკის დიალექტის უფრო ძველმოდურ და ექსტრემალურ ვერსიებში ხმოვნის ჟღერადობა სიტყვებში, როგორიცაა girl და თვით სიტყვების, როგორიცაა oil, ორივე შემთხვევაში დიფტონგია [ɜɪ]. ამას ხშირად სხვა აქცენტებზე მოსაუბრეები „er“ და „oy“ ხმოვნების შებრუნებად აღიქვამენ, რის გამოც girl გამოითქმის, როგორც „goil“, ხოლო oil გამოითქმის, როგორც „erl“; შედეგად ზოგადად ნიუ-იორკული გამოთქმის დაცინვა გამოდის „Joizey“ (Jersey), „Toidy-toid Street“ (33rd st.) და „terlet“ (toliet). 1970-იანების შოუს „All„<nowiki/>[[All in the Family“Family]]<nowiki/>“ გმირი [[არჩი ბანკერი]] ამ დიალექტზე მოსაუბრის თვალსაჩინო მაგალითია. ლაპარაკის ეს მანერა დომინანტური უკვე აღარ არის.
 
=== სპორტი ===
ხაზი 238:
ნიუ-იორკს გუნდები ჰყავს ოთხ უმთავრეს ჩრდილოამერიკულ პროფესიულ სპორტულ ლიგაში და ყოველ მათგანს შტაბ-ბინა ამ ქალაქში აქვს.
 
[[ბეისბოლი]] ქალაქის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. ქალაქში დღემდე თოთხმეტი მსოფლიო სერიის ჩემპიონატი ჩატარდა ნიუ-იორკის გუნდებს შორის. ნიუ-იორკი ერთ-ერთია იმ სამი ქალაქიდან ([[ჩიკაგო]]ს და [[ლოს-ანჯელესი]]ს გვერდით), რომელსაც ორი ბეისბოლის გუნდი ჰყქვს. ქალაქის ამჟამინდელი მთავარი ლიგის ბეისბოლის გუნდებია [[ნიუ-იორკის იანკები]] და [[ნიუ-იორკის მეტსი]], რომელთა შორის პაექრობა იმდენად დაძაბულია, რამდენადაც ისტორიულად იანკებსა და [[ბოსტონი]]ს [[რედ სოქსი|რედ სოქსს]] ჰქონდათ. ქალაქში ასევე ერთ დროს ბინა ჰქონდა „ნიუ-იორკ ჯაიანტს“ (ამჟამად [[სან-ფრანცისკო ჯაიანტსი]]) და „ბრუკლინ დოდჯერს“ (ამჟამად [[ლოს-ანჯელეს დოდჯერსი]]), ორივე გუნდი [[კალიფორნია]]ში 1958 წელს გადავიდა. ქალაქში ასევე მცირე ლიგის ორი გუნდია: [[სტეიტენ აილენდი]]საილენდის იანკები და [[ბრუკლინი]]სბრუკლინის ციკლონები.
 
ქალაქი [[ნაციონალური საფეხბურთო ლიგა (აშშ)|ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში]] წარმოდგენილია გუნდებით [[ნიუ-იორკ ჯეტსი]] და [[ნიუ-იორკ ჯაიანტსი]] (ოფიციალურად „ნიუ-იორკ ფუტბოლ ჯაიანტს“), თუმცა ორივე გუნდი საშინაო თამაშებს ჯაიანტს სტადიონზე ახლომდებარე [[ნიუ-ჯერსი]]ში თამაშობს.
ხაზი 344:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრობის უმთავრესი საშუალებაა ნიუ-იორკელთათვის. დაახლოებით ერთი მასტრანსპორტის ყოველი სამი მომხმარებლიდან აშშ-ში და ქვეყნის რკინიზგის მგავრთა ორი-მესამედი ნიუ-იორკსა და მის გარეუბნებში ცხოვრობს. ეს ფაქტი კონტრასტულია დანარჩენ ქვეყანასთან, სადაც მოსახლეობის 90 % სამსახურში საკუთარი ავტომობილით მგზავრობს. ნიუ-იორკი ერთადერთი ქალაქია აშშ-ში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკუთარი ავტომანქანა არ ჰყავს (მანჰეტენზე მოსახლეობის 75 %-ზე მეტს საკუთარი მანქანა არ ჰყავს; მთელი ქვეყნის მასშტაბით, კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8 %-ია).
 
[[ნიუ-იორკის მეტრო]] უდიდესი სწრაფი ტრანზიტის სისტემაა მსოფლიოში ლიანდაგის სიგრძით (1062 კმ) და მოქმედი სადგურების რაოდენობის (468) მიხედვით. ის ასევე სიდიდით მეოთხეა წლიური მგზავრთა ტვირთბრუნვის (1,4727,366,607 მილიარდი მგზავრი 20052017 წ.) მიხედვით. სატრანსპორტო სისტემა ნიუ-იორკში ძვირი და კომლექსურია. ის მოიცავს ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდს ჩრდილოეთ ამერიკაში ([[ვერაძანოს ხიდი]]), მსოფლიოში პირველ მექანიკურად ვენტილირებულ სამანქანო გვირაბს, 12 000-ზე მეტ ყვითელ ტაქსს და საბაგირო ტრამვაის, რომელსაც მგზავრები რუზველტის კუნძულსა და მანჰეტენს შორის გადაჰყავს.
 
ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ავტობუსების პარკი და საგარეუბნო რკინიგზის ქსელი უდიდესია ჩრდილოეთ ამერიკაში. რკინიგზის ქსელს, რომელიც ქალაქის სამი შტატის გარეუბნებს აერთებს, 250-ზე მეტი სადგური და 20 სარკინიგზო ხაზი აქვს. საგარეუბნო რკინიგზის სისტემა იკვეთება აშშ-ის ორ ყველაზე დატვირთულ სარკინიგზო სადგურში — [[გრანდ სენტრალ ტერმინალი|გრანდ სენტრალ ტერმინალსა]] და [[პენ სტეიშენი|პენ სტეიშენზე]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიუ-იორკი“-დან