აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
აღნიშნული ნულოვანი ვარიანტი ქმნიდა იმის პირობებსაც, რომ აფხაზეთში ეთნოწმენდის შედეგად გამოძევებული ასიათასობით დევნილის დაბრუნების შემდეგ განისაზღვრებოდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, მსოფლიოს მიერ ცნობილი, გაეროს რეზოლუციებით არაერთხელ დადასტურებული ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და მომზადდებოდა საფუძველი აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. მიუხედავად ამისა, ყოველგვარ ლეგიტიმურობას მოკლებულმა, ეროვნული უპირატესობის ნიშნით, წინასწარი საპარლამენტო უმრავლესობის გარანტიით, მოსახლეობის უმცირესი ნაწილის მიერ 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეულმა გუდაუთის სეპარატისტულმა დაჯგუფებამ კვლავ უკანონოდ გააგრძელა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს სახელით მოქმედება, უფრო მეტიც, მიიღო ე.წ. კონსტიტუცია, აირჩია პრეზიდენტი, გამოაცხადა აფხაზეთის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად.
 
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებმა, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს, ჯერ კიდევ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე შეაჩერეს საქმიანობა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში გუდაუთის სეპარატისტული დაჯგუფების ანტიკონსტიტუციური საქმიანობისადმი პროტესტის ნიშნად. ზემოთ

1995 აღნიშნულისწლის გათვალისწინებითიანვარში, მათ 19951991 წლის იანვარშიმოწვევის განაახლესაფხაზეთის მუშაობაასსრ-ის დაუმაღლესი სთხოვესსაბჭოს ქართველმა დეპუტატებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რათა დაედასტურებინათ მათი კომპეტენცია და გაენახლებინათ უმღლესი კომპეტენციისსაბჭოს დადასტურებაფუნქციონირება. საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ აფხაზეთში არსებული ხელისუფლების ვაკუუმი სეპარატისტთა დაჯგუფებას საშუალებას აძლევს გაიხანგრძლივოს დანაშაულებრივი უზურპატორული საქმიანობა, არ დაუშვას დევნილთა დაბრუნება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივი აღდგენა აფხაზეთის რეგიონში.
 
1995 წლის 24 თებერვალს „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა შემდეგი: