ვაჟა აზარაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 111:
მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ვაჟა აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობს [[მსუბუქი მუსიკა|საესტრადო მუსიკის]] სფეროში. ქართული კლასიკური პოეზიიდან კომპოზიტორი ხშირად მიმართავს [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს ქმნილებებს, ხოლო თანამედროვე პოეტებიდან — [[მორის ფოცხიშვილი]]ს და [[პეტრე გრუზინსკი]]ს ლექსებს.
 
კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს, მათ შორის — „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერები — „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო“დინამო!“<ref>{{cite web|url=https://archive.vn/yykax |title=ვაჟა აზარაშვილი საიდუმლოს გვიმხელს: როდის და რა ვითარებაში დაიწერა სიმღერა "დინამო, დინამო"? |accessdate=21 ივნისი, 2020 |work=[http://lelo.ge/article/ვაჟა-აზარაშვილი-საიდუმლოს-გვიმხელს-როდის-და-რა-ვითარებაში-დაიწერა-დინამო,-დინამო-რა-შუაშია-არარატი-10011 გაზეთი „ლელო“]}}</ref> და სხვ. მის სიმღერებს [[70-იანები|70-იანი]] წლებიდან [[მსუბუქი მუსიკა|საესტრადო მუსიკის]] მოყვარულთათვის ფართოდ ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ, მათ შორის — [[ნანი ბრეგვაძე]], [[გიული ჩოხელი]], [[ვახტანგ კიკაბიძე]], [[ეთერ კაკულია]], [[თამარ გვერდწითელი]], ანსამბლები — „[[ორერა]]“, „რერო“, [[ივერია (ანსამბლი)|„ივერია“]], [[ვია თეატრონი|„თეატრონი“]] და სხვა. მისი ნაწარმოებები ხშირად სრულდება როგორც [[საქართველო]]ში, ისე უცხოეთის ქვეყნებში. გამოცემულია [[გრამფირფიტა|გრამფირფიტები]] და რამდენიმე [[CD|კომპაქტ დისკი]].
 
ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა. არის საქართველოს სსრ-ის კომკავშირის (1974), საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს (1982), იაკობ გოგებაშვილის სახელობის (1998), ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა (2003) და საქართველოს სახელმწიფო პრემიების (2004) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).