კომბოსტო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 24:
| ncbi = 3705
}}
'''კომბოსტო''' ([[ლათ.]] Brassica), [[მცენარეები|მცენარის]] გვარი [[ჯვაროსნები|ჯვაროსანთა]] ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს თითისტარისებრი ფესვი, სწორი ან ნახევრად წამოწეული დატოტვილი ღერო, მორიგეობით განლაგებული ფოთლები, შიშველი ან შებუსულუ ღერო და ფოთოლი, მტევნებად ან ფარებად შეკრებილი ყვავილები. ყვითელი გვირგვინის ფურცლები; ნაყოფი - პარკი, სფეროსებრი თესლი, ფერად მუქი მურა, მომიხაკისფრო, მოწითალო-მურა ან ყვითელი. კომბოსტოს გვარში 100-ზე მეტი სახეობაა. სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და ხმელთაშუაზღვისპირეთი. ველური ფორმები გავრცელებულია ევრაზიაში. კულტურული სახეობებია ბოსტნისა და საკვები კომბოსტო, [[მიწამხალა]], [[რაფსი]], [[თალგამი]], [[შალგი]], [[მდოგვი]] და სხვა. ბოსტნისა და საკვები კომბოსტოს ჯგუფში შედის [[ბოსტნის კომბოსტო]], [[ჩინური კომბოსტო]], [[პეკინური კომბოსტო]]. კომბოსტოს ყველა სახეობა, ყვავილოვანი და პელინური კომბოსტოს გარდა, ორწლოვანი მცენარეა.
კომბოსტოს იყენებენ ნედლად, ხარშავენ, თუშავენ, ამწნილებენ, ამარილებენ, ახმობენ, ყინავენ და სხვა. კომბოსტო შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს (C, B ჯგუფის და სხვა). აქვს დიეტური და სამკურნალო თვისებები. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს
''კომბოსტოს დაავადებებია:'' კომბოსტოს შავფეხა, ალტერნარიოზი, ჭრაქი, ნაცრისფერი სიდამპლე და თეთრი სიდამპლე.
ხაზი 33:
* ''კვაჭაძე გ.,'' მებოსტნეობა, გამოც. მე-2, თბ., 1965;
*''Жуковский П. М.,'' Культурные растения и их сороличи, 3 изд., Л., 1971;
*''კვაჭაძე გ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 601, თბ., 1980
[[cs:Brukev]]
|