საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
ამ გადაწყვეტილებამ გვარდიის რიგებში განხეთქილება გამოიწვია. ეროვნული გვარდია ითვლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ, ამიტომაც პრეზიდენტის მიერ მისი სტატუსის დაქვეითება შეფასდა როგორც დამოუკიდებლობაზე უარის თქმა. კიტოვანმა გამსახურდია პუტჩისტებთან გარიგებაში და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. გვარდიის ნაწილი, რომელსაც იგი მეთაურობდა, რკონის ხეობაში დაბანაკდა და პრეზიდენტს დამოურჩილებლობა გამოუცხადა.
 
გამსახურდიას ქმედებებმა ხელი შეუწყო პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებას. 1991 წლის 26 აგვისტოს გამსახურდიამ აკრძალა [[საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია|საქართველოს კომუნისტური პარტია]], რომელიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო 64 მანდატით. ესპრეზიდენტის ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის არსებობა „ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონს მოქალაქეთაა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“.<ref>საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები : ტომი II, (რედაქტორი მზია ხოსიტაშვილი), პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ირიდა, თბ., 2013, გვ. 283</ref> კომუნისტური პარტიის მანდატები „მრგვალმა მაგიდამ“ მიითვისა. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე [[თენგიზ სიგუა]] და საგარეო საქმეთა მინისტრი [[გიორგი ხოშტარია]] თანამდებობიდან გადადგნენ და ოპოზიციას შეუერთდნენ. 2 სექტემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაარბიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. თბილისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ დაიწყო შიმშილობა ყოფილ „იმელის“ შენობასთან, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე, იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი. 4-5 სექტემბერს ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე კაცი. 4 ოქტომბერს, სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკებების დროს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დააკავეს ედპ-ის ლიდერი გ. ჭანტურია, ჟურნალისტი გ. ხაინდრავა და სხვები. პოლიტიკური დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა.
 
ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ხელისუფლება ოპოზიციისგან მოითხოვდა მორჩილებას და განიარაღებას. დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც თბილისის ცენტრში შემოვიდნენ ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი და "მხედრიონის" წევრები. მოხდა სისხლიანი შეტაკება. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა.