კომუნიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 6:
მარქსის მიხედვით [[კაპიტალიზმი|კაპიტალისტური]] სისტემიდან კომუნიზმში გადასვლა ხორციელდება თანმიმდევრულად, გარდამავალი პერიოდის გავლით, რომელსაც [[სოციალიზმი]] ეწოდება. ამ დროს შენარჩუნებულია ფული და სახელმწიფო, თუმცა ახალ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციაში ისინი ახალ დანიშნულებას იძენენ. სოციალიზმის განვითარების პროცესის პარალელურად ქრება აუცილებლობა ფულისა და სახელმწიფოს არსებობაში, რის შემდეგაც საზოგადოება გადადის განვითარების ახალ საფეხურზე — სრული კომუნიზმი.
 
მ-19 საუკუნეში რუსმა ფილოსოფოსმა [[პეტრე კროპოტკინი|პეტრე კროპოტკინმა]] ჩამოაყალიბა იდეოლოგია, რომელსაც [[ანარქო-კომუნიზმი]] ეწოდა. კროპოტკინი სახელმწიფოს განიხილავდა როგორც ძალადობრივ ინსტიტუტს, ამიტომაც აუცილებლად მიიჩნევდა მის გაუქმებას და კომუნიზმის დამყარებას ყველანაირი გარდამავალი ეტაპის გარეშე.
 
[[მე-20 საუკუნე]]ში თვითგამოცხადებული კომუნისტური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში იყვნენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის [[ბოლშევიკური რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]], რომელიც [[ცივი ომი]]ს დროს იყო სოციალისტური ბანაკის მეთაური და ამერიკასთან ერთად ითვლებოდა ერთ-ერთ [[ზესახელმწიფო]]დ. 1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სოციალისტურ სახელმწიფოში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა. ერთ-ერთი ბოლო ვინც კომუნისტურ იდეოლოგიაზე უარი თქვა, [[ჩრდილოეთ კორეა]] იყო, სადაც 2009 წელს, [[კონსტიტუცია|კონსტიტუციიდან]] ოფიციალურად ამოიღეს კომუნიზმი, როგორც სახელმწიფო [[იდეოლოგია]].<ref>[http://leonidpetrov.wordpress.com/2009/10/12/dprk-has-quietly-amended-its-constitution/ 2009 წლის ცვლილებები ჩრდილო კორეის კონსტიტუციაში]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომუნიზმი“-დან