ქარქუშაანის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ქარქუშაანის წმინდა გიორგის ეკლესია''' — არქიტექტურა|არქიტ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ქარქუშაანის წმინდა გიორგის ეკლესია''' — [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტის]] [[სოფელი|სოფელ]] [[ქარქუშაანი|ქარქუშაანის]] [[სამხრეთი|სამხრეთით]], 2 [[კილომეტრი|კილომეტრზე]] [[ტყე|ტყიან]] [[ბორცვი|ბორცვზე]]. განეკუთვნება [[მე-8 საუკუნე|Vlll]]-lX[[IX საუკუნე|IX]] [[საუკუნე|საუკუნეებს]]. [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესია]] ორნავიანია, რომელსაც სამხრეთიდან გვიანდელი მინაშენი ეკვრის (7,7 X 6,9 [[მეტრი]]), ნაგებია [[რიყის ქვა|რიყისა]] და მოზრდილი ზომის ნატეხი [[ქვა|ქვით]]. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმიც. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია ნავების გამმიჯნავი [[თაღი|თაღები]] და ჩრდილოეთის ნავის ჩრდილო კედლის უმეტესი ნაწილი, ჩამონგრეულია ორივე ნავის [[კამარა]], თითქმის მთლანადაა დანგრეული სამხრეთ მინაშენი. ეკლესიის შესასვლელი მთავარი ნავის სამხრეთ კედლის შუა ნაწილშია. კარი გარედან შირიმის თლილი ქვით ნაწყობი თაღითაა გადახურული. მოგვიანებით შესასვლელი შიგნიდან [[ხე|ხის]] ძელებით გადაუხურავთ, ხოლო მის ზემოთ კედლის ჩამოშლილი ნაწილი შეუვსიათ წვრილი რიყის ქვის წყობით, რომელშიც ბრტყელი განმტვირთავი თაღია გამოყვანილი. მთავარი ნავი მაღალი და განიერია. [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთით]], ღრმა ნალისებრი [[აფსიდა|აფსიდის]] ღერძზე, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშია]]. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა [[ტრაპეზი|ტრაპეზია]] მიდგმული. მოგვიანებით ([[მე-16 საუკუნე|XVl]]-[[მე-18 საუკუნე|XVlll]] საუკუნეებში) აფსიდი [[კვადრატი|კვადრატული]] [[აგური|აგურით]] ნაშენი [[კონქი|კონქით]] გადაუხურავთ. [[დასავლეთი|დასავლეთ]] კედელში [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] სარკმელზე გაცილებით ვიწრო, თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთის ნავი მთავარზე ორჯერ უფრო ვიწროა, აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდი აქვს, რომლის ღერძზე პატარა, ნალისებრი თაღით გადახურული სარკმელია. ეკლესიის ინტერიერი შელესილია. მთავარი ნავის აფსიდში და აღმოსავლეთ ნავის წირთხლებზე მოხატულობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მინაშენი სწორკუთხაა (4,3 x 3 მეტრი). შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ კედელში ერთი მცირე კვადრატული ნიშია. ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია გვიანდელი აგურის სამსაფეხურიანი [[ლავგარდანი|ლავგარდნის]] (გვიანდელია) ნაწილი. ეკლესიის გარშემო ნაგებობათა ნანგრევებია.
 
==ლიტერატურა==