კოსმოპოლიტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Kant foto.jpg|მინი|იმანუელ კანტი - ''ius cosmopoliticum''-ის (კოსმოპოლიტური კანონი) ავტორი.]]
'''კოსმოპოლიტიზმი''' – [[მსოფლიო]] მოქალაქეობის იდეოლოგია, რომელიც კაცობრიობის ინტერესებს ცალკეული ერის ინტერესებზე მაღლა აყენებს. მსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგია სხვადასხვა ეპოქაში სტიქიურად თუ მიზანდასახულად ყალიბდებოდა, როგორც ამა თუ იმ, ვთქვათ, [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს ან [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] იდეოლოგია. [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] კოსმოპოლიტიზმს ნერგავდა [[კათოლიკური ეკლესია]]ც. [[განმანათლებლობის ეპოქა]]ში კოსმოპოლიტიზმის საშუალებით ინერგებოდა ინდივიდუალური თავისუფლებების იდეა. მას ხშირად უპირისპირებენ [[ნაციონალიზმი|ნაციონალიზმს]], როგორც მის სრულ [[ანტიპოდები|ანტიპოდს]], რადგან კოსმოპოლიტიზმი უარყოფს ეროვნული თვითმყოფადობისა და ერი-სახელმწიფოს კონცეფციებს.
 
„კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი ასე უნ­და გვეს­მო­დეს: გიყ­ვარ­დეს შე­ნი ერი, შე­ნი ქვე­ყა­ნა, იღ­ვა­წე მის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ნუ გძულს სხვა ერე­ბი და ნუ გშურს იმათ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ნუ შე­უშ­ლი იმათ მის­წრა­ფე­ბას ხელს და ეცა­დე, რომ შე­ნი სამ­შობ­ლო არა­ვინ და­ჩაგ­როს და გა­უ­თა­ნას­წორ­დეს მო­წი­ნა­ვე ერებს.“
 
საბჭოთა კავშირში კოსმოპოლიტიზმი შეფასებულ იქნა როგორც [[პროლეტარული ინტერნაციონალიზმი|პროლეტარულ ინტერნაციონალიზმთან]] დაპირისპირებული, [[რეაქციონიზმი|რეაქციული]] [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიული]] იდეოლოგია, რომელიც გავრცელდა [[იმპერიალიზმი]]ს ეპოქაში და გამოხატავს კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის ობიექტურ ტენდენციებს.