ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
ნობელის ანდერძის მიხედვით, პრემიის მინიჭების პრეროგატივა აქვს [[შვედეთის სამეფო ინსტიტუტი|შვედეთის სამეფო ინსტიტუტს]] („კაროლინსკა“), სადაც ამ მიზნით მოქმედებს ე. წ. ნობელის ასამბლეა. ნომინანტის წარდგენა შეუძლია მსოფლიოს აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლებს, მედიცინის პროფესორებს შვედეთიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან, ისლანდიიდან და ფინეთიდან, ასევე სხვა ქვეყნების ზოგიერთი სხვა უცხოური უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის პროფესორებს. პრემია წარმოდგენილია ოქროს მედლის სახით, რომელსაც თან ერთვის სათანადო დიპლომი და მატერიალური ჯილდოს ამსახველი სერტიფიკატი (2019 წელს შეადგენდა 9 მილიონ [[შვედური კრონი|შვედურ კრონს]]).<ref name="NobelPrize">{{cite web |title=Facts on the Nobel Prize in Physiology or Medicine |url=https://www.nobelprize.org/prizes/facts/facts-on-the-nobel-prize-in-physiology-or-medicine/ |website=NobelPrize.org |accessdate=1 ივნისი, 2020}}</ref> მედლის [[ავერსი|ავერსზე]], ისევე როგორც სხვა დარგებში გაცემულ ჯილდოებზე, გამოსახულია ალფრედ ნობელის პროფილი, რევერსი კი განსხვავებულია მედიცინის კატეგორიისთვის. დაჯილდოების ცერემონია იმართება [[სტოკჰოლმი]]ს საკონცერტო დარბაზში.
 
წარსულში ნომინანტების განხილვაში მონაწილეობდა „კაროლინსკას“ ინსტიტუტის ყველა პროფესორი, [[1977]] წლის შემდეგ კი ეს ფუნქცია დაეკისრა ე. წ. ნობელის კომიტეტს, რომლის წევრებსაც 50 პროფესორისგან შემდგარი ანსამბლეა (კრება) ირჩევს. წესდების მიხედვით იკრძალება გარდაცვლილი მეცნიერის დაჯილდოება, ასევე პრემიის გაყოფა 3-ზე მეტ ლაურეატს შორის. ნომინანტების განხილვისას უპირატესობა ენიჭება იმ მეცნიერებს, რომელთაც ამა თუ იმ აღმოჩენისა და მისი პრაქტიკაში დამკვიდრების პროცესში წვლილი შეიტანეს ფუნდამენტური კვლევების ეტაპზე. მაგალითად, პრემია არ გადაეცა ამერიკელ ნეიროქირურგ ჰარვი კუშინგს, რომელმაც კლინიკურ პრაქტიკაში პირველად აღწერა [[კუშინგის სინდრომი]]. ნობელის პრემიის გარეშე დარჩა ასევე ავსტრიელი ფსიქოლოგი [[ზიგმუნდ ფროიდი]], რომლის [[ფსიქოანალიზი]]ს სისტემა არ შეიცავდა ისეთ თეორიას, რომლის ექსპერიმენტული დადასტურებაც იქნებოდა შესაძლებელი. მიუხედავად საზოგადოებრივი მოლოდინისა, [[1954]] წლის პრემია გადაეცა არა [[პოლიომიელიტი]]ს ვაქცინის შემქმნელებს — ალბერტ სეიბინს ან ჯონას სოლკს, არამედ [[ჯონ ფრანკლინ ენდერსი|ჯონ ენდერსს]], [[ტომას ჰაკლ უელერი|ტომას უელერს]] და [[ფრედერიკ ჩაპმენ რობინსი|ფრედერიკ რობინსს]], რომელთა ფუნდამენტური ლაბორატორიული ექსპერიმენტები დაედო საფუძვლად ვაქცინის შექმნას.<ref name="Feldman">{{cite book |url = https://books.google.com/?id=xnckeeTICn0C&printsec=frontcover&q= |last = Feldman |first = Burton |title = The Nobel prize: a history of genius, controversy, and prestige |publisher = Arcade Publishing |year = 2001 |isbn = 978-1-55970-592-9 |pages = 237–238 }}</ref>
 
== ისტორიული ცნობები ==