ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება/ძირი|Kober.|1|06|2020}} '''ნობელის პრემი...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Kober|Kober]].|1|06|2020}}
{{ინფოდაფა ჯილდო
'''ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში''' — [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ერთ-ერთი კატეგორია; ყოველწლიური პრემია, რომელსაც [[შვედეთის სამეფო ინსტიტუტი]]ს („კაროლინსკა“) ნობელის ასამბლეა ანიჭებს ბიოსამედიცინო სფეროში ღირშესანიშნავი აღმოჩენებისთვის. დაარსდა [[ალფრედ ნობელი]]ს [[1895]] წლის ანდერძის თანახმად.
|სახელი = ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში
|მიმდინარე დაჯილდოება =
|სურათი = Nobel Prize.png
|სურათის ზომა=
|წარწერა= ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში
|აღწერა = აღმოჩენისათვის ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, რომელმაც სარგებელი მოუტანა კაცობრიობას
|წარმდგენი = [[შვედეთის სამეფო ინსტიტუტი|„კაროლინსკას“ ინსტიტუტის]] ნობელის ანსამბლეა, [[ალფრედ ნობელი]]ს სახელით
|ქვეყანა =
|ადგილმდებარეობა = [[სტოკჰოლმი]], [[შვედეთი]]
|წელი = [[1901]]
|წელი2 =
|მფლობელი =
|საიტი ={{URL|http://nobelprize.org|Nobelprize.org}}
}}
'''ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში''' — [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ერთ-ერთი კატეგორია; ყოველწლიური პრემია, რომელსაცრომელიც [[შვედეთის სამეფო ინსტიტუტი]]ს („კაროლინსკა“)დაწესებულია ნობელის ასამბლეაფონდის ანიჭებსმიერ ბიოსამედიცინო სფეროში ღირშესანიშნავი აღმოჩენებისთვის. დაარსდა [[ალფრედ ნობელი]]ს [[1895]] წლის ანდერძის თანახმად.
 
== ნომინაცია და შერჩევა ==
[[1901]] წლიდან [[2019]] წლის ჩათვლით გაცემულია 110 ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. დაჯილდოება არ მომხდარა [[1915]]-[[1918]], [[1921]], [[1925]], [[1940]]-[[1942]] წლებში. ჯილდო მიღებული აქვს 219 პიროვნებას — 207 მამაკაცს და 12 ქალს. პირველი ლაურეატი იყო გერმანელი ფიზიოლოგი [[ემილ ადოლფ ბერინგი|ემილ ფონ ბერინგი]] (1901), პირველი ქალი ლაურეატი — ამერიკელი ბიოქიმიკოსი [[გერტი კორი]] ([[1947]]).
ნობელის ანდერძის მიხედვით, პრემიის მინიჭების პრეროგატივა აქვს [[შვედეთის სამეფო ინსტიტუტი|შვედეთის სამეფო ინსტიტუტს]] („კაროლინსკა“), სადაც ამ მიზნით მოქმედებს ე. წ. ნობელის ასამბლეა. ნომინანტის წარდგენა შეუძლია მსოფლიოს აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლებს, მედიცინის პროფესორებს შვედეთიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან, ისლანდიიდან და ფინეთიდან, ასევე სხვა ქვეყნების ზოგიერთი სხვა უცხოური უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის პროფესორებს. პრემია წარმოდგენილია ოქროს მედლის სახით, რომელსაც თან ერთვის სათანადო დიპლომი და მატერიალური ჯილდოს ამსახველი სერტიფიკატი (2019 წელს შეადგენდა 9 მილიონ [[შვედური კრონი|შვედურ კრონს]]). მედლის [[ავერსი|ავერსზე]], ისევე როგორც სხვა დარგებში გაცემულ ჯილდოებზე, გამოსახულია ალფრედ ნობელის პროფილი, რევერსი კი განსხვავებულია მედიცინის კატეგორიისთვის. დაჯილდოების ცერემონია იმართება [[სტოკჰოლმი]]ს საკონცერტო დარბაზში.
 
წარსულში ნომინანტების განხილვაში მონაწილეობდა „კაროლინსკას“ ინსტიტუტის ყველა პროფესორი, [[1977]] წლის შემდეგ კი ეს ფუნქცია დაეკისრა ე. წ. ნობელის კომიტეტს, რომლის წევრებსაც 50 პროფესორისგან შემდგარი ანსამბლეა (კრება) ირჩევს. წესდების მიხედვით იკრძალება გარდაცვლილი მეცნიერის დაჯილდოება, ასევე პრემიის გაყოფა 3-ზე მეტ ლაურეატს შორის. ნომინანტების განხილვისას უპირატესობა ენიჭება იმ მეცნიერებს, რომელთაც ამა თუ იმ აღმოჩენისა და მისი პრაქტიკაში დამკვიდრების პროცესში წვლილი შეიტანეს ფუნდამენტური კვლევების ეტაპზე. მაგალითად, პრემია არ გადაეცა ამერიკელ ნეიროქირურგ ჰარვი კუშინგს, რომელმაც კლინიკურ პრაქტიკაში პირველად აღწერა [[კუშინგის სინდრომი]]. ნობელის პრემიის გარეშე დარჩა ასევე ავსტრიელი ფსიქოლოგი [[ზიგმუნდ ფროიდი]], რომლის [[ფსიქოანალიზი]]ს სისტემა არ შეიცავდა ისეთ თეორიას, რომლის ექსპერიმენტული დადასტურებაც იქნებოდა შესაძლებელი. მიუხედავად საზოგადოებრივი მოლოდინისა, [[1954]] წლის პრემია გადაეცა არა [[პოლიომიელიტი]]ს ვაქცინის შემქმნელებს — ალბერტ სეიბინს ან ჯონას სოლკს, არამედ [[ჯონ ფრანკლინ ენდერსი|ჯონ ენდერსს]], [[ტომას ჰაკლ უელერი|ტომას უელერს]] და [[ფრედერიკ ჩაპმენ რობინსი|ფრედერიკ რობინსს]], რომელთა ფუნდამენტური ლაბორატორიული ექსპერიმენტები დაედო საფუძვლად ვაქცინის შექმნას.
 
== ისტორიული ცნობები ==
[[1901]] წლიდან [[2019]] წლის ჩათვლით ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გაცემულია 110 ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. დაჯილდოება არ მომხდარა [[1915]]-[[1918]], [[1921]], [[1925]], და [[1940]]-[[1942]] წლებში. ჯილდო მიღებული აქვს 219 პიროვნებას — 207 მამაკაცს და 12 ქალს. პირველი ლაურეატი იყო გერმანელი ფიზიოლოგი [[ემილ ადოლფ ბერინგი|ემილ ფონ ბერინგი]] (1901), პირველი ქალი ლაურეატი — ამერიკელი ბიოქიმიკოსი [[გერტი კორი]] ([[1947]]). კანადელი ფიზიოლოგი [[ფრედერიკ გრანტ ბანტინგი]] იყო ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, რომელმაც ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 32 წლის ასაკში მიიღო [[1923]] წელს, ყველაზე ხანდაზმული კი — ამერიკელი პათოლოგი [[ფრენსის პეიტონ როუსი]], რომელიც 87 წლის ასაკში დაჯილდოვდა [[1966]] წელს.
 
ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ისტორიაში ყოფილა საკამათო ეპიზოდებიც. მაგალითად, [[1949]] წელს, სამედიცინო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, პრემია გადაეცა პორტუგალიელ ნევროლოგ [[ანტონიუ ეგაშ მონიში|ანტონიუ ეგაშ მონიშს]] [[ლობოტომია|ლობოტომიის]] მეთოდის მოწოდებისთვის. [[1952]] წელს ანტიბიოტიკ სტრეპტომიცინის შექმნისთვის [[ზელმან ვაქსმანი]]ს ერთპიროვნული დაჯილდოება სასამართლოში გაასაჩივრა მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ალბერტ შლაცმა, რომელიც მედიკამენტის პირველაღმომჩენი იყო; შედეგად, პრემიის გადაცემის ოფიციალური ტექსტი შეიცვალა, რათა ვაქსმანის როლი გაზვიადების გარეშე წარმოჩენილიყო. პრემიის ისტორიაში იყო პოლიტიკური ჩარევის შემთხვევებიც: [[1939]] წელს [[ადოლფ ჰიტლერი]]ს მთავრობის აკრძალვის გამო ჯილდო ვერ მიიღო იმ წლის ლაურეატმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, გერმანელმა პათოლოგმა და მიკრობიოლოგმა [[გერჰარდ დომაგკი|გერჰარდ დომაგკმა]]. მოგვიანებით მეცნიერს გადაეცა მედალი და დიპლომი, მაგრამ არ მიუღია პრემიის ფულადი კომპონენტი.
 
ვინაიდან ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაკეთებული სამეცნიერო მიღწევების უმეტესობა გუნდური მუშაობის შედეგია, ნობელის პრემია ყოველთვის ვერ ითვალისწინებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამა თუ იმ აღმოჩენაში. ასე მოხდა, მაგალითად, [[1962]] წელს, როდესაც [[დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა|დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის]] სტრუქტურისა და თვისებების შესწავლისთვის დაჯილდოვდნენ [[ჯეიმზ უოტსონი]], [[ფრენსის კრიკი]] და [[მორის უილკინსი]] დაჯილდოვდნენ, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული იმ დროს უკვე გარდაცვლილი ოსკარ ევერისა და [[როზალინდ ფრანკლინი]]ს როლი. ნობელის ფონდის [[1974]] წლის წესდების მიხედვით აიკრძალა პრემიით დაჯილდოება გარდაცვალების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლაურეატის გარდაცვალება ხდება დაჯილდოების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მსგავსი შემთხვევა მოხდა [[2011]] წელს, როდესაც კანადელი იმუნოლოგი [[რალფ სტაინმანი]] გარდაცვალებიდან 3 დღის შემდეგ დაჯილდოვდა ნობელის პრემიით, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვლილა იქიდან გამომდინარე, რომ ნობელის ფონდის კომიტეტისთვის მეცნიერის გარდაცვალების ფაქტი იმ დროს უცნობი იყო.