რელიგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სასვენი ნიშნების გასწორება
ხაზი 4:
 
== რელიგიამდელი ეპოქა ==
ეს არის პერიოდი ადამიანის გაჩენიდან პირველი რელიგიური წარმოდგენების შექმნამდე. ადამიანის გამოჩენას მეცნიერება ვარაუდობს 2,5 მლნ წლის წინ. პირველი მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები, პრიმიტიული სახით, სავარაუდოდ 35-40 ათასი წლის წინ წარმოიშვა. ეს დამტკიცებულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული ენათმეცნიერების მონაცემებით. სოციოლოგთა აზრით, ეს იყო დრო, როდესაც არავითარი საზოგადოებრივი შეგნება, კულტურა, გაერთიანება არ არსებობდა. რელიგია თითქოს უეცრად შეიქმნა და იყო გიგანტური ნაბიჯი ადამიანთა საზოგადოების ისტორიაში. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ ადამიანმა ბუნების ძალებთან ბრძოლაში, ცეცხლის გაჩენის, მოვლის, შენახვის და სხვა მონაპოვრის შედეგად შექმნა თავისი სახე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმები, ზნეობრივი კანონ-წესები, და ამ პროცესში ხდებოდა რელიგიის ჩამოყალიბება.
 
== რელიგიის წარმოშობა ==
 
[[ფაილი:Anchisxati Basilica, Tbilisi.JPG|მარჯვნივ|200პქ|მინი|[[ანჩისხატი]] – VI საუკუნის ქართული ეკლესია [[თბილისი|თბილისში]]]]
რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო [[მაგია]] - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა: ქვას, ნიჟარას, თმას. ეს იყო ფეტიშის რწმენა. შემდეგ მთავარია მაგიის, [[ტოტემი]]ს რწმენა. ტომი გააღმერთებდა რომელიმე მისთვის მნიშვნელოვან ცხოველს. მესამე ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართა სულების რწმენა. ბოლოს. უკვე კლასობრივი საზოგადოების შექმნის შემდეგ, თანდათან შეიქმნა რწმენა ღმერთებისა, [[მითი|მითები]], რომელშიც ადამიანებთან მოქმედებდნენ ღმერთები და ქალღმერთები, დემონები და ქაჯები, ჭინკები და ფერიები. ამგვარად, უმარტივესი წარმოდგენები მკვდარ საგნებზე თანდათანობით იქცა სრულყოფილ კოსმოგონიურ სისტემად. რელიგიის განვითარების ისტორიული ფორმებია: ტომობრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და მსოფლიო რელიგიები. ძველი რელიგიური წარმოდგენების დამახასიათებელი ნიშნებია:[[ანთროპომორფიზმი]], [[ანიმიზმი]] და [[მაგია]].
 
== მსოფლიოს რელიგიები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რელიგია“-დან