ლეოპოლდო II (ტოსკანა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
 
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Leopold Second of Tuscany.jpg|მარცხნივ|მინი|299x299პქ|ლეოპოლდო ახალგაზრდობაში]]
ლეოპოლდო დაიბადა 1797 წლის 3 ოქტომბერს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის დიდ ჰერცოგ [[ფერდინანდო III (ტოსკანა)|ფერდინანდო III]]-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა [[ლუიზა მარია ნეაპოლელი|ლუიზა მარია ნეაპოლელის]] ვაჟი. მას სახელი პაპის, საღვთო რომის იმპერატორ [[ლეოპოლდ II (სრი)|ლეოპოლდ II]]-ის პატივსაცემად დაარქვეს. 1799 წლის მარტში საფრანგეთის რევოლუციური ჯარები შეიჭრნენ ტოსკანაში და მოახდინეს მისი ანექსირება, რის გამოც მისი ოჯახი იძულებული გახდა ვენაში, ავსტრიაში გაქცეულიყო. ამ დევნილობის პერიოდში, 1802 წელს გარდაიცვალა დედამისიც. უკვე 1814 წელს, ნაპოლეონის დამხობის შემდეგ მამამისმა აღიდგინა ძალაუფლება და შვილებთან ერთად დაბრუნდა ტოსკანაში. აქ ჩასვლიდან მალევე მამამისმა ლეოპოლდოსათვის საცოლის ძებნა დაიწყო და არჩევანი გერმანელ პრინცესა [[მარია ანა საქსონიელი (1799-1832)|მარია ანა საქსონიელზე]] შეაჩერა, რომელიც 1817 წელს ტოსკანაში დასთან ერთად ჩავიდა და ლეოპოლდოზე დაიწერა ჯვარი.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ ლეოპოლდოს ცოლის დამ, [[მარია ფერდინანდა საქსონიელი|მარია ფერდინანდა საქსონიელმა]] ჯვარი დაიწერა ლეოპოლდოს მამაზე, დიდ ჰერცოგ ფერდინანდოზე, რითაც იგი მისი დედინაცვალი და ახალი დიდი ჰერცოგინია გახდა. პირველი და საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1833 წელს იგი მეორედ დაქორწინდა იტალიელ პრინცესა [[მარია ანტონია სიცილიელი|მარია ანტონია სიცილიელზე]].
 
1824 წლის 18 ივნისს დიდი ჰერცოგი ფერდინანდო III გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ლეოპოლდო II-მ დაიკავა. ცნობილია, რომ იგი ერთობ სასტიკი და აბსოლუტიზმის მომხრე მონარქი აღმოჩნდა, რის გამოც ტოსკანელებში არაპოპულარული იყო. ამის გამო [[1848 წლის რევოლუციები|1848 წელს რევოლუციამ]] მარტივად შეაღწია მის სამფლობელოებში, რამაც იგი აიძულა, რომ 1848 წლის 15 თებერვალს ტოსკანის კონსტიტუცია გამოეცა, რითაც დასრულდა აბსოლუტური მონარქია.
 
კონსტიტუციის შემოღებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად 1849 წელს ლეოპოლდმა დატოვა ქვეყანა და ავსტრიაში წავიდა, რა დროსაც შეიქმნა დროებითი რესპუბლიკური მთავრობა, რომელიც მოკავშირეობდა რომის რევოლუციურ რესპუბლიკასთან, რომელიც პაპის ოლქში დაახლოებით ხუთ თვეს არსებობდა. უკვე აპრილში ავსტრიელებმა ჩაახშეს ტოსკანელთა ამბოხი, რა დროსაც ისინი რესპუბლიკად გადაკეთებას მოითხოვდნენ. მალევე ტოსკანაში კონტრრევოლუცია განხორციელდა და დიდმა ჰერცოგმაც შეძლო ფლორენციაში დაბრუნება. 1859 წლის აპრილში აჯანყებამ კვლავ იფეთქა. ამჯერად ტოსკანელები უკვე სარდინიის სამეფოსთან შეერთებას მოითხოვდნენ, რაც [[იტალიის გაერთიანება|რისორჯიმენტოს]] გავლენით მოხდა. ამის გამო 1859 წლის 21 ივლისს ლეოპოლდო II ტახტიდან თავისი ვაჟის, [[ფერდინანდო IV (ტოსკანა)|ფერდინანდო IV]]-ის სასარგებლოდ გადადგა. მისი ეს ქმედება უნაყოფო აღმოჩნდა, რამეთუ 1860 წლის რეფერენდუმის შედეგებით ტოსკანა სარდინიას შეუერთდა, რითაც დიდმა საჰერცოგომ არსებობა შეწყვიტა.
 
გადადგომის შემდეგ ლეოპოლდო ავსტრიაში, შლაკენვერტის სასახლეში დასახლდა. 1860 წელს განიხილებოდა ლეოპოლდოს ბოჰემიის მმართველად დანიშვნის საკითხი, მაგრამ ამაოდ. ამის გამო იგი შლაკენვერტის მერად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მოსახლეობა მას დიდი პატივითა და სიხარულით შეხვდა. მისი მფარველობით ქალაქში ბევრი შენობა აღდგა და შეკეთდა, გაიხსნა მუზეუმი და ღარიბი მოსახლეობის თხოვნით გაიხსნა ქალაქის პირველი სკოლაც.1866 წელს ქალაქში დიდი ხანძარი გაჩნდა, რამაც მთლიანად გაანადგურა მისი გაკეთებული საქმეები, რამაც მას ქალაქზე გული აუცრუა და სხვა დამხობილი იტალიელი მონარქების მსგავსად რომში, პაპთან შეაფარა თავი, სადაც გარდაიცვალა 1870 წლის 29 იანვარს, 72 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ავსტრიაში, ვენაში, ჰაბსბურგთა საგვარეულო აკლდამაში.
 
== ქორწინებები და შვილები ==
[[ფაილი:Gaspero Martellini - Marianna Carolina di Sassonia - 1821.jpg|მარცხნივ|მინი|276x276პქ|მარია ანა საქსონიელი 1821 წელს.]]
1817 წლის 28 ოქტომბერს დრეზდენში მარიონეტულად, ხოლო 1817 წლის 16 ნოემბერს ფლორენციაში პირადად დაქორწინდა პრინცესა [[მარია ანა საქსონიელი (1799-1832)|მარია ანა საქსონიელზე]] (1799-1832), საქსონიის პრინც მაქსიმილიანისა და [[კაროლინა პარმელი|კაროლინა პარმელის]] ასულზე, რომელიც იყო ესპანეთის დედოფალ [[მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი|მარია იოზეფა ამალიასა]] და თავად ლეოპოლდოს დედინაცვლის, [[მარია ფერდინანდა საქსონიელი|მარია ფერდინანდა საქსონიელის]] ღვიძლი და. მასთან ლეოპოლდოს სულ სამი შვილი შეეძინა:
 
Line 31 ⟶ 42:
# მარია მაქსიმილიანა (1827-1834), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
 
[[ფაილი:Maria Antonia Bezzuoli.jpg|მინი|315x315პქ|მარია ანტონია სიცილიელია]]
ლეოპოლდოს მეუღლე, დიდი ჰერცოგინია მარია ანა 1832 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა პიზაში. ამის გამო იგი მეორედ დაქორწინდა [[მარია ანტონია სიცილიელი|მარია ანტონია სიცილიელზე]] (1814-1898), ორი სიცილიის მეფე [[ფრანჩესკო I (ორი სიცილია)|ფრანჩესკო I]]-ისა და დედოფალ [[მარია ისაბელ ესპანელი|მარია ისაბელ ესპანელის]] ასულზე, რომელთანაც კიდევ ათი შვილი შეეძინა:
 
Line 90 ⟶ 102:
 
== ლიტერატურა ==
 
* Chisholm, Hugh, ed. (1911). "Leopold II. of Habsburg-Lorraine". Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.
* Le livre d'or de l'ordre de Léopold et de la croix de fer, Volume 1 /Ferdinand Veldekens
 
* Franz Pesendorfer: Il governo di famiglia in Toscana. Le memorie del granduca Leopoldo II. di Lorena (1824–1859). Sansoni, Florenz 1987. (Libro Toscano, autobiographischer Rechenschaftsbericht Leopolds, auf Italienisch geschrieben und 1987 erstmals veröffentlicht)
* Stefano Vitali: Fra Toscana e Boemia. Le carte di Ferdinando III e di Leopoldo II nell’Archivio centrale di Stato di Praga. Ministero per i beni e le attività culturali, Ufficio centrale per i beni archivistici, Rom 1999. (Pubblicazioni degli archivi di stato. Strumenti, Band 137)
* Constantin von Wurzbach: Habsburg, Leopold II. (Großherzog von Toscana). In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 6. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1860, S. 442–444
{{ტოსკანის მონარქები}}
[[კატეგორია:დაბადებული 3 ოქტომბერი]]