შავი ჭირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 227:
მღვდელთმსახურებს შორის, რადგან ისინი დიდ დროს ატარებდნენ ავადმყოფებთან. იყო ისეთი რეგიონებიც, რომლებმაც ადვილად დააღწიეს თავი ეპიდემიას, მაგალითად [[მილანი]]ს შემოგარენი [[იტალია]]ში.
 
სანამ ეპიდემიის რეალური გამომწვევი მიზეზები უცნობი იყო, კაცობრიობა უძლური აღმოჩნდა მის წინაშე. ექიმებმა უამრავი წამლის სახეობა გამოცადეს. ერთ-ერთი შედგებოდა 10-წლიანი ბადაგის, წვრილად დაჭრილი გველების, ღვინისა და დამატებითი 60 ინგრედიენტისაგანმასალისგან. მაგრამ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იყო.
 
მოსახლეობის უმრავლესობა ხსნას რელიგიაში ეძებდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეპიდემიით ღმერთი ცოდვილ სამყაროს სჯიდა. სხვა მორწმუნეები, ე.წ. [[ფლაგელანტები]] ატარებდნენ პროცესიებს, რომლის დროსაც სახალხოდ იტანჯავდნენ თავს წკეპლებითა და მათრახებით. ზოგი გაქცევით შველოდა თავს, ზოგი — თვითმკვლელობით, ზოგიც მოახლოებული სიკვდილის მოლოდინში გართობას არ იკლებდა.
 
ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ასპექტი ამ დაავადებისა იყო მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი. თუ ერთ ქალაქში ჭირი მოსახლეობის მოლოდ ერთ მეათედს იწირავდა, მეორე ქალაქი ნახევრად ნადგურდებოდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ იმ პერიოდისათვის ერთდროულად შავი ჭირის სამი სხვადასხვა ტიპი მძვინვარებდა. ყველაზე გავრცელებული იყო ე.წ. „ბუბონური“ ჭირი, მეტად სასიკვდილო კი — მისი ორი თანასახეობა.
[[ფაილი:Doktorschnabel 430px.jpg|thumb|left|ჭირით ინფიცირებულ პაციენტთან ვიზიტამდე ექიმი იცმევდაიცვამდა სპეციალურ დამცავ ტანისამოსს, რომელიც ითვალისწინებდა გრძელ მოსასხამს, ქუდს, ხელთათმანს, ნიღაბს და დამცავ სათვალეს.]]
იმ შემთხვევაში, თუ ჭირის ბაქტერია ადამიანის ფილტვებს აღწევდა, ვითარდებოდა ე.წ. პნევმონიური ჭირი. ავადმყოფები ხველებისა და დაცემინების გზით მიკრობებს ავრცელებდნენ ჰაერში, რაც საფრთხეში აგდებდა გარშემომყოფთ. ამგვარად პნევმონიური ჭირი ადვილად ვრცელდებოდა და უსწრაფეს სიკვდილს იწვევდა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შავი_ჭირი“-დან