ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:მედიჩები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 141:
 
1859 წლის დეკემბერში ტოსკანის დიდი საჰერცოგო მოდენისა და პარმის საჰერცოგოებს შეუერთდა და შეიქმნა ცენტრალური იტალიის გაერთიანებული პროვინციები, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ სარდინიის სამეფომ შეიერთა. 1860 წლის 22 მარტს რეფერენდუმის შემდეგ, რომელშიც აბსოლუტურმა უმრავლესობამ (95%<ref name=Heraldica/>) მხარი დაუჭირა სარდინიასთან შეერთებას, სარდინიის სამეფომ ოფიციალურად შეიერთა ტოსკანა.<ref name=Heraldica/> 1870 წელს იტალია გაერთიანდა, როდესაც სექტემბერში პაპის ოლქის დარჩენილი ტერიტორიების შეერთება მოხდა და მათ მმართველობას პაპი პიუს IX ჩამოაშორეს.
 
== მმართველობა ==
ტოსკანა დაყოფილი იყო ორ მთავარი ადმინისტრაციულ ერთეულად: ''stato nuovo'' (ახალი ქვეყანა) მოიცავდა ყოფილი სიენის რესპუბლიკის ტერიტორიას, ხოლო ''stato vecchio'' (ძველი ქვეყანა) მოიცავდა ყოფილი ფლორენციის რესპუბლიკის ტერიტორიასა და სამფლობელოებს. ეს ორი ერთეული სხვადასხვა კანონებით იმართებოდა. დაყოფას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ''stato nuovo'' ესპანეთის ფეოდი იყო, ხოლო ''stato vecchio'' — საღვთო რომის იმპერიის. სიენას მართავდა დიდი ჰერცოგის მიერ დანიშნული მმართველი. კარლ V-მ ალესანდრო მედიჩი ფლორენციის მმართველად გამოაცხადა „სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ იგი უნდა შეეცვალათ მის ვაჟებსა და მამაკაც მემკვიდრეებს პირმშოობის წესის მიხედვით, ხოლო ასეთების არარსებობის შემთხვევაში — მედიჩების ოჯახის უახლოეს ნათესავ მამაკაცებს და ეს წესი უნდა გამოყენებულიყო სამუდამოდ პირმშოობის მიხედვით.“ <ref name=Heraldica/>
 
1530 წელს, მას შემდეგ, რაც ფლორენცის რესპუბლიკა ხანგრძლივი ალყის შემდეგ [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]], ჰაბსბურგების ესპანეთისა და [[პაპის ოლქი]]ს ძალებს დანებდა, [[კარლ V]]-მ გამოსცა პროკლამაცია, სადაც ღიად აცხადებდა, რომ მას და მხოლოდ მას ჰქონდა ფლორენციის მმართველობის განსაზღვრის უფლება.<ref>Hale, p 118</ref> [[1530]] წლის [[12 აგვისტო]]ს იმპერატორმა მედიჩები ფლორენციის რესპუბლიკის მემკვიდრეობით მმართველებად აქცია.<ref name=Hale119>Hale, 119</ref> პაპ [[კლემენტ VII]]-ს სურდა თავისი ნათესავი [[ალესანდრო მედიჩი]] ფლორენციის მმართველი გამხდარიყო, თუმცა ამავდროულად სურდა ეს იმგვარად მომხდარიყო, რომ ხალხის თვალში გაჩენილიყო წარმოდგენა, თითქოს ფლორენციელებმა დემოკრატიულად აირჩიეს ალესანდრო თავიანთ მმართველად.<ref name=Hale119/> [[1532]] წლის აპრილში პაპმა დაარწმუნა ''ბალია'', ფლორენციის მმართველი კომისია, ახალი კონსტიტუცია მიეღოთ. დოკუმენტი იმავე თვის 27 რიცხვში მიიღეს. იგი ოფიციალურად აყალიბებდა მემკვიდრეობით მონარქიას. ამ ახალი აქტით გაუქმდა ძველთაძველი ''სინიორია'' (არჩევითი მთავრობა) და ''გონფალონერის'' თანამდებობა (ქალაქის ტიტულოვანი მმართველი, რომელიც ორი თვის ვადით აირჩეოდა). სანაცვლოდ შეიქმნა: ''კონსილიერე'' — სამთვიანი ვადით არჩეული ოთხწევრიანი საბჭო, რომელსაც „ფლორენციის რესპუბლიკის ჰერცოგი“ (შემდგომში კი ტოსკანის დიდი ჰერცოგი) მეთაურობდა; 48 კაცისაგან შემდგარი ''სენატი'', რომელიც ბალიას მიერ ირჩეოდა და ფლობდა ფლორენციის ფინანსური, უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის პრეროგატივას. გარდა ამისა, სენატი ნიშნავდა ომისა და საჯარო უსაფრთხოების კომისიებსა და პიზის, არეცოს, პრატოს, ვოლტერასა და კორტონას მმართველებს, ასევე, ელჩებს<ref>Hale, p 121</ref> (სენატის წევრობა მხოლოდ წარჩინებულ მამაკაცებს შეეძლოთ<ref>Hale, p 153</ref>); ''ორასის საბჭო'' — წარმოადგენდა პეტიციების სასამართლოს, რომლის წევრებიც სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებოდნენ. ეს კონსტიტუცია მედიჩების მმართველობის ქვეშ მყოფი დიდი საჰერცოგოს დროსაც ნარჩუნდებოდა, თუმცა ფერდინანდო II-ის მმართველობამ ეს ინსტიტუციები ბუტაფორიებად აქცია.<ref>Hale, p 178</ref>
 
დროთა განმავლობაში მედიჩებმა რამდენიმე ახალი ტერიტორია შეიძინეს, რომელთა შორისაც იყო 1604 წელს ორსინებსაგან შეძენილი პიტიგლიანო; 1633 წელს სფორცებისაგან შეძენილი სანტა-ფიორის საგრაფო; 1650 წელს ესპანეთმა დათმო პონტრემოლი; კოზიმო I-ის მმართველობისას კი სილვია პიკოლომინიმ საჰერცოგოს მიჰყიდა თავისი საკუთრება: კასტილიონის მარკა, პიეტრო-სანტა, კაპისტრანოს საჰერცოგო და ნეაპოლის სამეფოში მდებარე ქალაქი პენა.<ref name=Heraldica/> ვიტორია დელა როვერემ საჰერცოგოს 1631 წელს მონტეფელტროსა და როვერეს საჰერცოგოები შემატა, რომლებიც 1694 წელს მის უმცროს ვაჟს, ფრანჩესკო მარია მედიჩის გადაეცა. ტახტზე ჯან გასტონეს ასვლის შემდეგ, ეს მიწები ტოსკანას დაუბრუნდა.<ref>Acton, pp. 207–208</ref>
 
ჯან გასტონემ, ტოსკანის უკანსკნელმა მედიჩმა მმართველმა, დიდი საჰერცოგო ფრანც შტეფან ლოთარინგიელს გადასცა. მისი ზეობის მთელი პერიოდის განმავლობაში ტოსკანას მეფისნაცვალი მარკ დე ბოვო-კრანი მართავდა. 1763 წელს ფრანც შტეფანმა მემკვიდრეობის წესი შეცვალა, როდესაც თავისი მეორე ვაჟი, ლეოპოლდი, დიდი საჰერცოგოს მემკვიდრედ გამოაცხადა, ხოლო თუკი ლეოპოლდის შტო გადაშენდებოდა, მემკვიდრეობა მთავარ შტოს დაუბრუნდებოდა. ლეოპოლდიდან მოყოლებული ყველა დიდი ჰერცოგი ფლორენციაში ცხოვრობდა. დიდმა ჰერცოგმა ლეოპოლდ II-მ 1848 წელს ლიბერალური კონსტიტუცია დაამტკიცა. მომდევნო წელს დიდი ჰერცოგი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში დროებითმა მთავრობამ დაამხო, თუმცა იგი იმავე წელს აღადგინეს ტახტზე ავსტრიის ჯარებმა. ტოსკანის ხელისუფლება საბოლოოდ გაუქმდა 1859 წელს, როდესაც იგი ცენტრალური იტალიის გაერთიანებულ პროვინციებს შეუერთდა.<ref name=Heraldica/>
 
== დროშები და გერბები ==