ანდრია მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 20:
 
==== მესამე მისიონერული მოგზაურობა ====
გადმოცემას თუ დავუჯერებთ, ანდრია მოციქული თავის მესამე მისიონერულ მოგზაურობაში გაემგზავრა მოციქულთა პირველი კრების შემდეგ გ.[[49]] წელს. [[აფრიკა|აფრიკის]] ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს [[ეთიოპია|ეთიოპიური]] კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც მხოლოდ [[გრიგოლ ტურელი]]ს ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე, რომელმაც შერწყა რა ეს ინფორმაცია, გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით, ანდრია მოციქულს არ უნდა ექადაგა აფრიკაში ,რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო, ეტყობა საამისოდ მიზეზი არსებობდა. მას ,როგორც ცნობილია წილად ერგო: [[ვიფინია]], [[საბერძნეთი]] და აღმოსავლეთ [[სკვითეთი]]. კოპტური წყაროებიც იუწყებიან, რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი, რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო [[ეგვიპტე]] - [[სიბას ოაზისი|სიბას ოაზისში]], [[მაროკო]], [[მავრიტანია]], [[მალი]] და [[ნიგერია]]. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების(ტუარეგები) წინაპრები, რომლებიც [[ალჟირი|ალჟირში]] ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით ანდრია მოციქული გაემართა [[ანტროპოფაგი|ანტროპოფაგების]](კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ [[მათე მოციქული|მათეს]] გამოსახსნელად. კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში([[ტანზანია]], [[უგანდა]], [[რუანდა]], [[კონგო]]) და გაემართა [[ზიმბაბვე]]ს ახლოს მდებარე ხევისკენ. თუმცაღა აპოკრიფში ზოგჯერ მოციქულ მათეს მაგივრად [[მატათა მოციქული]] მოიხსენიება(შესაძლოა მსგავსების გამო. მათე-MATHEUS-Матфее და მატათა-MATHIAS-Матфий). [[მატათა მოციქული]] კი ,როგორც ცნობილია რომ გაემგზავრა [[საქართველო]]ში, ხოლო [[მათე მოციქული]] კი [[ალექსანდრია]]სა და [[ეთიოპია]]ში. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს ,რომ ”კაციჭამიების ქვეყანა” მართლაც არსებობდა შავ ზღვის პირას, იგი მდებარეობდა პონტოში - სინოპის რაიონში (ჩრდ. [[თურქეთი]]). აქვე უნდა გავიხსენოთ სახელი ”მეორე ეთიოპია”, რომელიც მატათა მოციქულის ცხოვრებაშია აღნიშნული. აპოკრიფზე დაყრდნობით გადაჭრით რთული სათქმელია, იყო თუ არა ანდრია მოციქული აფრიკის სიღრმეში, რადგანაც მოციქული ანდრია მოიხსენიება აფრიკის ქვეყნების მხოლოდ ეთიოპიურ წყაროებში. თუ დავეყრდნობით ამავე აპოკრიფს, ანდრია მოციქულმა გაათავისუფლა დატყვევებული მოციქული და დაამხო [[მიქაელ მთავარანგელოზი]]ს ძალით მათი უძლეველი კერპი, რის შემხედვარე ხალხი მოიქცა და მინათლამოინათლა. იქიდან კი ანდრია მოციქული თავისუფლად შეიძლებოდა რომ ,დაბრუნებულიყო ეთიოპია-[[ნილოსი]]ს გავლით იერუსალიმში.
 
==== მეოთხე მისიონერული მოგზაურობა ====