ვიკიპედია განხილვა:წყაროს მითითება: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
 
'''ამირან ბარნაბის ძე ჩავლეიშვილი''' (დ. [[4 აგვისტო]], [[1929]], [[ოზურგეთი]]ს მაზრა, სოფ. [[ბოხვაური]]) ქართველი [[ტექნოლოგი]], ს[[სოფლის მეურნეობა|ოფლის მეურნეობის]] პროდუქტთა ტექნოლოგიის [[პროფესორი]] (1991), [[აკადემიკოსი]] (1998), აგრარული განათლების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.
 
== ბიოგრაფია ==
 
დაიბადა [[ოზურგეთის მაზრა|ოზურგეთის]] მაზრაში, სოფელ [[ბოხვაური|ბოხვაურში]], [[კოლმეურნე|კოლმეურნის]] ოჯახში. 1948 წელს წარჩინებით (მედლით) დაამთავრა [[ოზურგეთი]]ს საშუალო სკოლის 11 კლასი და იმავე წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი]]ს სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 1953 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებული იქნა [[ჩაის მრეწველობა|ჩაის მრეწველობის]] საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1961 წელს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, 1963 წელს კი უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდება მიენიჭა.
 
1963 წლიდან მუშაობდა [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი]]ს სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრის დოცენტად. 1985 წლიდან 2012 წლამდე ამავე კათედრის გამგედ. 1986 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1991 წელს [[პროფესორი|პროფესორ]]ის სამეცნიერო ხარისხები. 1998 წელს აირჩიეს აგრარული განათლების საერთაშორისო აკადემიის [[აკადემიკოსი|აკადემიკოს]]ად. [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს 1999 წლის ბრძანებულებით დაჯილდოებულია [[ღირსების ორდენი]]თ.
 
2012 წლიდან დამსახურებულ პენსიაზეა, ცხოვრობს ქ. [[თბილისი|თბილის]]ში.
 
== სამეცნიერო შრომები ==
 
ამირან ჩავლეიშვილი 42 დასახელების სამეცნიერო შრომის ავტორია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის პროდუქტთა შენახვისა და გადამუშავების ხაზით. კერძოდ: ჩაის ტექნოლოგიაში, ხილ-ბოსტნეულის ტექნოლოგიასა და დაკონსევების დარგში. გამოცემული აქვს დამხმარე სახელძღვანელოები კვების პროდუქტთა შრობის, [[ჩაი]]ს, ეთერზეთებისა და [[თამბაქო]]ს გადამუშავების ტექნოლოგიაზე.
 
1988 წელს კი მისი ავტორობით [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] პირველად გამოიცა უნიკალური ფუნდამენტალური სახელძღვანელო „სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგია“. იგი ერთადერთი წიგნია აგრონომიული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური სპეციალობების სტუდენტებისათვის.
 
== ლიტერატურა ==
 
* საქართველოს სახელფიფო აგრარული უნივერსიტეტი - „აგრარული მეცნიერეპის პრობლემები, საიუბილეო კრებული“, თბილისი, 1999წ;
* მაია ასაკაშვილი - „ორდენოსანი“, გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, ნომ.114, 28 აპრილი, 2000წ;
* სოფო გელიტაშვილი - „კოლორიტი“, გაზ. მამული, ნომ.10, აპრილი, 2007წ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://opac.sciencelib.ge/cgi-bin/koha/opac-detail.pl?biblionumber=214926&query_desc=au%2Cwrdl%3A%20%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%9B მონიშნული სიის ელემენტი]
* [http://opac.gtu.ge/cgi-bin/koha/opac-search.pl?q=%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98 მონიშნული სიის ელემენტი]
* [http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3A%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C მონიშნული სიის ელემენტი]
პროექტის გვერდ „წყაროს მითითება“-ზე დაბრუნება.