შავი სექტემბერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
კონფლიქტს წინ უსწრებდა 1960-იანი წლების ბოლოდან იორდანიასა და პგო-ს შორის მზარდი დაძაბულობა, რომელსაც ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: პგო-ის თავდასხმები იორდანიის ტერიტორიიდან ისრაელზე, რასაც ისრაელის საპასუხო დარტყმები სდევდა თან, და პგო-ის მცდელობა შეექმნა ავტონომიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩრდილოეთ იორდანიაში. ამიტომ იორდანიის მეფე [[ჰუსეინი (იორდანია)|ჰუსეინი]] თვლიდა, რომ პგო-ის არსებობა იორდანიის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნიდა მის მმართველობას და, ზოგადად, მონარქიას. 1970 წლის გაზაფხულიდან იორდანიელებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები გახშირდა. ჰუსეინმა და პგო-ის ლიდერმა [[იასირ არაფატი|იასირ არაფატმა]] შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
 
კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია [[1970]] წლის [[6 სექტემბერი|6 სექტემბერს]] პგო-ის სიდიდით მეორე დაჯგუფების (ფათხის შემდეგ) — პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის მიერ დასავლური ავიაკომპანიების 4 თვითმფრინავის გატაცებას მოჰყვა (3 დღის შემდეგ გაიტაცეს კიდევ ერთი ხომალდი). გამტაცებლებმა მოახერხეს 3 თვითფრინავის დასმა „დოსონ ფილდის“ სახელით ცნობილ უმოქმედო ავიაბაზაზე იორდანიის ჩრდილოეთში. 12 სექტემბერს თვითმფრინავები ჟურნალისტების თანდასწრებით დემონსტრაციულად გაანადგურეს; მგზავრებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. იორდანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ინციდენტი მის ავტორიტეტზე უპატიებელი შეტევა იყო და 17 სექტემბერს დაიწყო სამხედრო ოპერაცია პგო-ის წინააღმდეგ. ბრძოლებში ერთმანეთს დაუპირისპირდა იორდანიის 70 ათასიანი არმია მძიმე შეიარაღებით და პალესტინელების მსუბუქად შეიარაღებული 12 ათასამდე მებრძოლი და 30 ათასამდე მოხალისე. იორდანიის სარდლობის გათვლით ძირითადი შეტევითი ოპერაცია 2 დღედღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ პალესტინელების მედგარი წინააღმდეგობის და იორდანიელი სამხედროების ტაქტიკური შეცდომების გამო კონფლიქტი ხანგრძლივი იქნებოდა. შეტაკებები ძირითადად იორდანიის ჩრდილოეთში, [[ამანი|ამანისა]] და ირბიდის ირგვლივ მიმდინარეობდა.