საქართველო VI საუკუნეში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
ბიზანტიას მდგომარეობა გაურთულდა დასავლეთითაც ამიტომ ირანს დაზავება შესთავაზა, ზავი თავის მხრივ ირანსაც სჭირდებოდა რათა მოპოვებული წარმატებები განემტკიცებინა. [[545]] წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო ხუთწლიანი ზავი.
 
ირანის შაჰმა ეგრისში თავისი საიდუმლო გეგმის განხორციელება დაიწყო.ხოსრომ კარგად იცოდა თუ რატომ მიიწვიეს ლაზებმა ირანელები და იმასაც ხვდებოდა რომ ბიზანტიელთა უღელს ირანულზე არ გაცვლიდნენ. შაჰს კი დასავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდება სურადა. ხოსროს მიაჩნდა რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო. ლაზიკის მოსახლეობა უნდა აეყარა და ამ ტერიტორიაზე ირანელები უნდა დაესახლებინა. ამ გეგმის განხორციელებისთვის კი აუცილებელი იყო გუბაზ მეფის მკვლელობა. უმეფოდ დარჩენილი ლაზების დამარცხება კი უფრო ადვილი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად ირანელებმა შეარჩიეს ლაზი დიდებული [[ფარსანსი]]. ქვეყნისათვის ამ გადანწყვეტ დროს ფარსანსმა მეფესთან პირადი კონფლიქტი დაივიწყა და გუბაზს ყველაფერი მოახსენა. ირანელთა ბატონობისგან მეთელი მოსახლეობა შეწუხებულებიშეწუხებული იყვნენიყო. ირანელები ბიზანტიელებს არაფრით არ სჯობდნენ, პირიქით, მათი ყოფნა ლაზიკაში კიდევ უფრო სახიფათო იყო ამიტომ გუბაზმა გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ. ამ ომში გუბაზმა დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა.
იუსტინიანემ მოაგვარა დასავლეთში არსებული პრობლემები და გადაწყვიტა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა განეახლებინა. [[549]] წელს ბიზანტიელთა ლაშქარი პეტრას ციხეს მოადგა. ხოსრომ თავისი გარნიზონის დასახმარებლად დიდი ლაშქარი გამოგზავნა. ბიზანტიელთა სარდალმა შეცდომა დაუშვა, მეტად მცირე რაზმი გაგზავნა [[ლიხის ქედი|ლიხის ქედის]] გადმოსასვლელის დასაცავად. ირანის რაზმებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოახერხეს ლაზიკაში შემოსვლა. ბიზანტიელებმა მიატოვეს პეტრა და უკან დაიხიეს. ირანელებმა კიდევ უფრო გაამაგრს პეტრა და ლაზიკის შიდა რაიონების აოხრება დაიწყეს. ლაზებმა გუბაზის მეთაურობით დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ირანელებს . ირანელებმა ლაზიკა დატოვეს და ქართლში დაბრუნდნენ. [[550]] წელს შაჰმა ლაზიკაში ახალი ჯარი გამოგზავნა. ლაზები ამ ბრძოლაში მტერს მარტო შეებნენ. გუბაზ მეფის სიტყვით გამხნევებული ლაზები მტერს ეკვეთნენ. ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ირანელთა სარდალი . მტერი აირია , ლაზების შეტევას ვერ გაუძლო და დამარცხდა.