ივლისის რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ივლისის რევოლუცია''' ({{lang-fr|Révolution de Juillet}}), ''ივლისის დღეები'', — საყოველთაო აჯანყება [[პარიზი|პარიზში]] [[1830]] წელს, რომელმაც დაამხო [[შარლ X (საფრანგეთი)|შარლ X]], [[საფრანგეთის სამეფო|საფრანგეთის]] უკანასკნელი მეფე [[ბურბონები|ბურბონთა]] დინასტიის მთავარი შტოდან და ტახტზე აიყვანა მისი ბიძაშვილი, [[ლუი-ფილიპი|ლუი-ფილიპ ორლეანელი]].
 
რევოლუციური გამოსვლების უშუალო მიზეზი გახდა შარლ X-ის 1830 წლის 26 ივლისის ბრძანებები, რომელიც კვეცდა სამოქალაქო უფლებებს და ეწინააღმდეგებოდა [[1814]] წლის ქარტიას. საპროტესტო აქციებსა და ქუჩის დემონსტრაციებს მოჰყვა პარიზში სამდღიანი შეიარაღებული შეტაკებები (27-29 ივლისი). 2 აგვისტოს შარლი იძულებული გახდა გადამდგარიყო, 9 აგვისტოს კი ლუი-ფილიპი „ფრანგთა მეფედ“ გამოცხადდა. საფრანგეთში დამყარდა „[[ივლისის მონარქია]]“, რომელიც საშუალო კლასის ზედა ფენების (ბურჟუაზია) პოლიტიკური და საზოგადოებრივი დომინირების ხანა იყო და [[საფრანგეთის რევოლუცია (1848)|1848 წლის რევოლუციამდე]] გაგრძელდა.