მცირე მთავრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გავრცობა
ხაზი 13:
 
[[მილტონ ფრიდმანი|მილტონ ფრიდმანმა]] ჰონგ კონგი აღწერა, როგორც „ჩაურევლობის სახელმწიფო“, მიაჩნდა რა ეს პოლიტიკა აუცილებელ წინაპირობად სიღარიბიდან კეთილდღეობაზე გადასვლისთვის მომდევნო 50 წლის განმავლობაში. <ref name="Friedman">{{Cite web|url=http://www.hoover.org/publications/digest/3532186.html |archiveurl=https://archive.today/20120718224743/http://www.asiasentinel.com/index.php?option=com_content&task=view&id=284&Itemid=34%20 |title=The Hong Kong Experiment |archivedate=2012-07-18 }}</ref> თუმცა, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, რადგან ჰონგ კონგი ბრიტანეთის კოლონია იყო და თავის მხრივ [[გაერთიანებული სამეფო|დიდი ბრიტანეთი]] არ იყო [[თავისუფალი ბაზარი]], ჰონგ კონგის წარმატებაც არ უნდა მივაწეროთ ჩაურევლობის პოლიტიკას. <ref name="Friedman" />
 
== [[ახალი ზელანდია]] ==
ფინანსურმა რეფორმებმა, რომელიც [[1984]] წელს დაიწყო, ჯერ „როჯერნომიკა“, შემდეგ კი „რუტენაზია“ - [[ახალი ზელანდია]] მკაცრად რეგულირებული ეკონომიკის ქვეყნიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად აქცია. <ref>{{книга|заглавие=The New Zealand Project|издательство={{Нп3|Bridget Williams Books}}|isbn=9780947492595|страницы=44—49|ссылка=https://books.google.co.uk/books?id=8kqbDgAAQBAJ&pg=PA45|язык=en|автор=Harris, Max|год=2017}}</ref> რეფორმების დროს [[პრივატიზება|პრივატიზდა]] სატელეკომუნიკაციო კომპანია, [[რკინიგზის ტრანსპორტი|სარკინიგზო ქსელი]], რიგი რადიო სადგურებისა და ორი საფინანსო ინსტიტუტი. <ref>{{Cite web|last1=Cardow|first1=Andrew|last2=Wilson|first2=William|title=Privatisation: The New Zealand Experiment of the 1980’s|url=http://www.nzfc.ac.nz/archives/2013/papers/updated/39.pdf|publisher=[[Университет Мэсси|Massey University]]|accessdate=2017-07-04}}</ref> ეს რეფორმები [[ ახალი ზელანდიის ლეიბორისტული პარტია|ლეიბორისტულმა პარტიამ წამოიწყო]], რომელიც მას შემდეგ თავის [[სოციალ-დემოკრატია|სოციალ-დემოკრატიულ]] და [[ ეკონომიკური ჩარევა|ინტერვენციისტულ]] იდეებს მიუბრუნდა; ამის შემდეგ, მემარჯვენე ცენტრისტულმა [[ ახალი ზელანდიის ეროვნული პარტია|ნაციონალური პარტია]]<nowiki/>მ დაიწყო „მცირე მთავრობის“ იდეის რეალიზება, რის საფუძვლადაც გამოიყენა კერძო მეწარმეობა, დაბალი საგადასახადო დაბეგვრა, სოციალური დაცვის ხარჯების შემცირება და ზოგადად სახელმწიფო ჩარევის შეზღუდვა. [[ახალი ზელანდიის პოლიტიკური სისტემა|ახალი ზელანდიის]] თანამედროვე [[ახალი ზელანდიის პოლიტიკური სისტემა|პოლიტიკაში]] „მცირე მთავრობა“ უკავშირდება კონსერვატიზმს.
 
== [[გაერთიანებული სამეფო]] ==
ზოგადად დიდ ბრიტანეთში მთელი XX საუკუნე და XXI საუკუნის დასაწყისი „მცირე მთავრობის“ იდეა ასოცირებოდა [[კონსერვატიული პარტია (გაერთიანებული სამეფო)|კონსერვატორულ პარტიასთან]], ხოლო „დიდი მთავრობა“ – [[ლეიბორისტული პარტია (გაერთიანებული სამეფო)|ლეიბორისტულ პარტიასთან]].
 
„მცირე მთავრობის“ იდეა მნიშვნელოვნად განავითარა კონსერვატიულმა მთავრობამ, [[მარგარეტ ტეტჩერი|მარგარეტ ტეტჩერის]] ხელმძღვანელობით. მისი პოლიტიკა, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც „<nowiki/>[[ტეტჩერიზმი]]<nowiki/>“, მიზნად ისახავდა სახელმწიფო როლის შემცირებას ეკონომიკაში და სხვადასხვა [[მრეწველობა|ინდუსტირებისთვის]] დერეგულირებული საქმიანობის უფლების მიცემა. ამისათვის განხორციელდა ადრე [[ნაციონალიზაცია|ნაციონალიზებული]] საწარმოების და ეკონომიკის სექტორების, აგრეთვე სოციალურ სფეროებში (მაგ. განათლება და ჯანდაცვა) არსებული მრავალი ინსტიტუტის პრივატიზება, შემცირდა სოციალური პროგრამები, შემცირდა [[ მონეტარიზმი|მონეტარიზმი]] საფინანსო და საბიუჯეტო სფეროში. ეს საშუალებას აძლევდა საფონდო ბირჟებსა და ინდუსტრიებს უფრო აქტიური კონკურენცია გაეწიათ ერთმანეთისთვის და ბრიტანეთის პროდუქცია მეტად კონკურენტუნარიანი გამხდარიყო მსოფლიო ვაჭრობაში. ტეტჩერის მომხრეები 1960-იანი წლების ბოლოს და მთელი 1970-იანი წლების განმავლობაში ბრიტანეთში მომხდარი ეკონომიკური დაღმასვლის მთავარ მიზეზად ეკონომიკაში მთავრობის გადაჭარბებულ ჩარევას ასახელებდნენ.
 
მიუხედავად მიღწეულისა, რეფორმის შეფასებები არაერთგვაროვანია, მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად იქნა მიღწეული „მცირე მთავრობის“ მდგომარეობა. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ პრივატიზაციამ და მთავრობის ხარჯების შემცირებამ ბევრი ბრიტანელი გააღარიბა. ეს არგუმენტი განსაკუთრებით [[ დიდი ბრიტანეთი სარკინიგზო|რკინიგზასთან]] და [[ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახური (გაერთიანებული სამეფო)|ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურთან]] დაკავშირებით გაისმის. „მცირე მთავრობის“ მომხრეები (მაგალითად ბრიტანელი ავტორი და ჟურნალისტი ჯეიმს ბართოლომიუ) აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეკორდული თანხები მიდიოდა სოციალურ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ განათლებასა და ჯანმრთელობაზე, სოციალურ საცხოვრისზე, ეს მხოლოდ ზიანს აყენებდა იმ ხალხს, რომლის დასახმარებლადაც იყო განკუთვნილი დახამრება, და არ წარმოადგენდა ღირებულ ინვესტიციას. <ref>{{книга|заглавие=The Welfare State We're In|издательство={{Нп3|Biteback Publishing}}|isbn=978-1849544504|ref=Bartholomew|язык=und|автор=Bartholomew, James}}</ref>
 
ეკონომიკაში მთავრობის ჩარევის საწინააღმდეგოდ, "მცირე მთავრობის" იდეის დამცველები ეწინააღმდეგებიან მთავრობის ჩარევას ადამიანთა ცხოვრებაში. ამის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს ლეიბორისტების მთავრობა, რომელსაც [[გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრი]] [[ტონი ბლერი]] ხელმძღვანელობდა (ასე მაგალითად, საკვების, ალკოჰოლისა და მოწევის შესახებ არასასურველი რჩევების მიცემისთვის), რის გამოც მის მთავრობას „ძიძა სახელმწიფო“ შეერქვა.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მცირე_მთავრობა“-დან