ნარინჯისფერი რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Orange ribbon.png|40px|left|ნარინჯისფერი რევოლუციის სიმბოლო]]
{{უვარგისი}}
[[სურათი:Maydan.jpg|thumb|300px|ნარინჯისფრად შემოსილ იუშენკოს მხარდამჭერთა დემონსტრაცია მაიდანზე]]
'''ნარინჯისფერი რევოლუცია''' (უკრ.: Помаранчева революція) იყო 2004-2005 წლების საპროტესტო გამოსვლებისა და პოლიტიკურ მოვლენათა სერია, რომელიც [[უკრაინა|უკრაინის]] მასშტაბით განხორციელდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მასიური კორუფციის, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და პირადაპირი საარჩევნო გაყალბების საპასუხოდ.
 
სახალხო პროტესტს დასაბამი მისცა ადგილობრივ და უცხოელ დამკვირვებლთა ცნობამ საყოველთაო სახალხო აზრთან ერთად იმის შესახებ, რომ [[2004]] წლის [[21 ნეობერი|21 ნოემბერს]] ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში წამყვან კანდიდატებს შორის ([[იუშენკო, ვიქტორ|ვიქტორ იუშენკო]] და [[იანუკოვიჩი, ვიქტორ|ვიქტორ იანუკოვიჩი]]) ხმების რაოდენობა გაყალბებულ იქნა იანუკივიჩის სასარგებლოდ. მეორე ტური ჩატარებულ იქნა უკრაინის საარჩევნო კანონის შესაბამისად, ვინაიდან 2004 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ პირველად არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა უმრავლესობის ხმა ვერ მიიღო (50%-ზე მეტი). მეორე ტურის გამარჯვებული უნდა გამხდარიყო უკრაინის მესამე პრეზიდენტი 1991 წელს [[სსრკ|საბჭოთა კავშირის]] დაშლის შედეგად მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ.
 
[[ნარინჯისფერი]] არჩეულ იქნა მოწინააღმდეგეთა მოძრაობის ოფიციალურ ფერად, ვინაიდან ეს იყო არჩევნებში ოპოზიციის მთავარი კანდიდატის, ვიქტორ იუშენკოს, ფერი. უკრაინაში იუშენკოს მხარდამჭერთა მოძრაობის სოლიდარობის სიმბოლო იყო ნარინჯისფერი ლენტა ან დროშა მოწოდებით "Так! Ющенко!" ("დიახ! იუშენკო!"). მთავარი მოვლენები [[კიევი|კიევში]] განხორციელდა - რევოლუციის ცენტრი დედაქალაქში იყო ''მაიდანი'' (დამოუკიდებლობის მოედანი), რომლის შემოგარენიც 24-საათიან ტენტის (?ქართულად) ქალაქად გადაიქცა. თუმცა პარალელურად აქციები ტარდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მჯდომარე აქციებით, საპროტესტო გამოსვლებით, გაფიცვებით და ა.შ. რომელიც 21 ნოემბრის არჩევნებს მოჰყვა თან.
 
ოპოზიციის მოძრაობის ღონისძიებათა მასშტაბურობის წყალობით არჩევნების შედეგები ანულირებულ იქნა და უკრაინის უზენაემა სასამართლო 2004 წლის 26 დეკემბერს მეორე ტურის ხელმეორედ ჩატარებაზე დათანხმდა. ხელმეორე არჩევნებმა ცხადყო იუშენკოს უპირატესობა, რომელმაც ამომრჩეველთა 52% მიიღო მოწინააღმდეგის 44%-თან მიმართებაში. ამგვარად იუშენკო გამარჯვებულად ცნეს და ნარინჯისფერი რევოლუციის დაბოლოება იყო მისი საინაუგურაციო ცერემონია კიევში 2005 წლის 23 იანვარს.
 
{{ესკიზი}}
 
[[კატეგორია:უკრაინის ისტორია]]
[[კატეგორია:რევოლუციები]]
 
[[cs:Oranžová revoluce]]
[[de:Präsidentschaftswahlen in der Ukraine 2004]]
[[en:Orange Revolution]]
[[fi:Oranssi vallankumous]]
[[fr:Révolution orange]]
[[ja:オレンジ革命]]
[[nl:Oranje Revolutie]]
[[no:Presidentvalget i Ukraina 2004]]
[[pl:Pomarańczowa rewolucja na Ukrainie]]
[[ro:Revoluţia Portocalie]]
[[ru:Оранжевая революция]]
[[uk:Помаранчева революція]]