ორჯოხის ტრიკონქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ორჯოხის ტრიკონქი''' — ტაძარი ისტორიულ იმიერტაოში, ოლთისის ოლქში, სოფელ ორჯოხთან<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/305619 ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2016 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები], გვ. 234, კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2017, ISBN 978-9941-9470-8-7</ref> (თანამედროვე ორუჯუკი, ორჯუკი, {{lang-tr|Orucuk}}). სოფლის სამხრეთით 900 მეტრზე, მცირე ბორცვზე. გეგმაში არის [[ტრიკონქი]] და ისტორიული საქართველოს ამ ტიპის ტაძრებიდან ჰგავს ორთულის, ურაველის, დორთ-ქილისასა და ბაღჩალო-ყიშლას ეკლესიებს. ძლიერ დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილოეთის კედლის ნაწილი. დანარჩენი ნაწილები დიდი ზომის დუღაბის ფრაგმენტების სახითაა მიმობნეული, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ეკლესია აფეთქებულია. მიაკუთვნებენ X საუკუნეს. სავარაუდოდ აშენებიდან მოგვიანებით, [[ჯაყელები]]ს სააღმშენებლო აქტიურობისას ეკლესია შიგნიდან შელესეს და მოხატეს (სავარაუდოდ XIII-XIV სს.). ფასადზე შემორჩენილია ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ტიპური, სინგურით შესრულებული მარაოსებრი დეკორი.
 
==ლიტერატურა==