კომუნიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{კომუნიზმი}}
'''კომუნიზმი''' — საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, დაფუძნებული [[წარმოების საშუალებები]]ს [[საერთო საკუთრება]]ში ფლობაზე. კომუნისტური საზოგადოება ემყარება პრინციპს: „თითოეულისაგან - მისი უნარის მიხედვით, თითოეულს - მოთხოვნილების მიხედვით“. ასეთ წყობას პრაქტიკაში არასდროს უარსებია. კომუნიზმი მიიღწევა [[სოციალური კლასები]]ს, [[ფული]]სა<ref>[http://www.marxists.org/archive/marx/works/1847/11/prin-com.htm ''Principles of Communism''], Frederick Engels, 1847, Section 18. "Finally, when all capital, all production, all exchange have been brought together in the hands of the nation, private property will disappear of its own accord, money will become superfluous, and production will so expand and man so change that society will be able to slough off whatever of its old economic habits may remain".</ref><ref>[http://www.marxists.org/archive/bukharin/works/1920/abc/03.htm ''The ABC of Communism''], Nikoli Bukharin, 1920, Section 20.</ref> და [[სახელმწიფო]]ს გაუქმებით.<ref>[http://www.marxists.org/archive/bukharin/works/1920/abc/03.htm ''The ABC of Communism''], Nikoli Bukharin, 1920, Section 21.</ref><ref>{{cite book|title=The Encyclopedia of Political Science|url=http://sk.sagepub.com/reference/the-encyclopedia-of-political-science|doi=10.4135/9781608712434|editor=George Thomas Kurian|publisher=CQ Press|date=2011|isbn=9781933116440|chapter=Withering Away of the State|accessdate=January 3, 2016}}</ref>
 
ყველაზე მეტი დრო კომუნიზმის აღწერას თავიანთ ნაშრომებში დაუთმეს მე-19 საუკუნის გერმანელმა ფილოსოფოსებმა [[კარლ მარქსი|კარლ მარქსმა]] და [[ფრიდრიხ ენგელსი|ფრიდრიხ ენგელსმა]]. მათ ჩამოაყალიბეს ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება, რომელსაც შემდგომ [[მარქსიზმი]] ეწოდა. მარქსმა და ენგელსმა ისტორია განიხილეს როგორც საზოგადოებრივი-ეკონომიკური ფორმაციების ცვლილება. მათი აზრით, კომუნიზმის დამყარების წინაპირობას უშუალოდ კაპიტალიზმის პირობებში არსებული წინააღმდეგობები და კლასობრივი ანტაგონიზმი წარმოშობს. როდესაც კაპიტალიზმი მიაღწევს თავისი განვითარების უმაღლეს სტადიას — [[იმპერიალიზმი|იმპერიალიზმს]] — პროლეტარიატი აჯანყდება ბურჟუაზიის წინააღმდეგ და დაამხობს მის ბატონობას, რის შემდეგაც ძალაუფლება გადავა მშრომელი ხალხის ხელში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომუნიზმი“-დან